;
26 მარტი 2013      ta_mo     7 კომენტარი     ნანახია 1340-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

Kinga Rajzak For Vogue Ukraine

" ფაქტურის მრავალფეროვნება "

უკრაინა მოდის სფეროში ინტეგრირებას აქტიურად აგრძელებს, რამოდენიმე დღის
წინ შედგა უკრაინული ვოგის რიგით მეორე გამოცემის პრეზენტაცია, ჟურნალის გარეკანი
დარია ვერბოვას შემდეგ სუზანა ბიჟოჩის მიერ იქნა დაამშვენენული. ნომერში დაბეჭდილი
ფოტოსესიებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დამამახსოვრებელი კინგა რაჯზაკის
მონაწილეობით, სერჯ ლებლონის მიერ გადაღებული ნამუშევარი გახლათ. ერთი შეხედვით მოუწესრიგებელი
გარემო, სადაც აქცენტები სარკეებზე კეთდება რათა პრადას, ვალენტინოს, დიორის, მიუ-მიუსა და სხვა ბრენდების
სამოსის უნიკალური სტრუქტურა მაქსიმალურად აღბეჭდოს და წარმოაჩინოს სრულფასოვნად. ზემოთ აღნიშნული
ბრენდების ლუქები ცცნობილმა რუსმა სტილისტმა ეკატერინა მუჰინამ შეარჩია, მაკიაჟზე და
ვარცხნილობაზე კი ნიკოლას იურნიაკმა და ვიოლეტ სელეზევამ იზრუნეს.

Kinga Rajzak For Vogue Ukraine
Kinga Rajzak For Vogue Ukraine
Kinga Rajzak For Vogue Ukraine
Kinga Rajzak For Vogue Ukraine
Kinga Rajzak For Vogue Ukraine
Kinga Rajzak For Vogue Ukraine
Kinga Rajzak For Vogue Ukraine
Kinga Rajzak For Vogue Ukraine

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

7


  • elga თქვა:
    27 მარტი 2013 22:23 - ID: 7,
    RAMMSTEIN_TINA
    ისეთი საოცარი სიარული აქვს მის დაგრეხილ ფეხებს სულ არ ვაქცევ ყურადღებას, და სხვათაშორის დავაკვირდი მისი ფეხების მიუხედავად უმეტესწილად სულ მოკლე ქვედატანებით მოსავენ დიზაინერები.

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    27 მარტი 2013 21:11 - ID: 6,
    ჩემი ულამაზესი!!!!!!! ამას რომ ლამაზი ფეხები ჰქონდეს ჩემთვის ნომერ პირველი მოდელი იქნებოდა.

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    27 მარტი 2013 19:51 - ID: 5,
    რუსულ ვოგს სულ მალე აჯობებს ეს ყველაფერი, მშვენიერი მონაცემები აქვს უკრაინულ ვოგს. მრავალმხრივი ფოტოსესიები და უიშვიათესი კადრები, კინგა შესანიშნავი მასალაა, ფლობს სხეულს, სახეს, გრძნობს განათებას, კამერას და რაც მთავარია იღებს სიამოვნებას, არაა დაძაბული. კარგია love

  • 27 მარტი 2013 12:33 - ID: 4,
    მხოლოდ ბოლოს წინა ფოტო მომეწონა, ძალიან სადა და ამავდროულად დამაბნეველია. ფოტოსესიას კი რაც შეეხება, ნამდვილად არ მომეწონა, თუმცა მკრთალ ფონებს თუ გავითვალისწინებთ...

  • elga თქვა:
    27 მარტი 2013 11:37 - ID: 3,
    ვახ ვახ კინგაა როგორ გამიხარდა მისი ნახვა. მეც მომეწონა ფოტოსესია თამოს ვეთანხმები ყველაფერში სხვას ვერაფერს დავამატებ.
    კინგას სახე არ ვიცი საოცრებაა რო ვუყურებ ვმშვიდდები მისი თეთრი სახე და ლამაზი თვალები ,მუქი თმები საოცრად ლამაზია.
    კარგი ნიუსია კინგაზე ხსირად არ იდება ხოლმე ნიუსები

  • Mari Glonti თქვა:
    27 მარტი 2013 11:03 - ID: 2,
    კინგა მარიონ კოტილიარს მაგონებს,სახეზე ძალიან საყვარელია მისი ფოტოსესიები არ ვიცი ბევრი არ მინახავს მაგრამ პოდიუმზე განსხვავებულია ხოლმე და მიპყრო ჩემი ყურადღება ოღონდ თუ ფეხებს უფარავენ იმ შემთხვევაში მთლიანად ლამაზია
    ბუნდოვანი ფოტოსესიაა მომეწონა ფერები

  • Bao თქვა:
    26 მარტი 2013 23:06 - ID: 1,
    მომეწონა! ძალიან კარგი ფოტოსესია იყო, მართლა 'რაღაცნაირი' გრძნობა დამრჩა. მომწონს კინგა...ფაქტურის მრავალფეროვნებაა love



    ____________________
    დრონი მეფობენ და არა მეფეები.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top