;
20 აპრილი 2013      yeezy     14 კომენტარი     ნანახია 4191-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

ASAP Rocky - Fashion Killa


FASHION:''Exchange health for beauty..''
არის თუ არა მოდა საზიანო ჩვენი ჯამრთელობისათვის ? და საერთოდ რა არის მოდა?

მოდა ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა , რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა.

მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.

ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება
და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია.
თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური
მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების
და მატერიალიზმის სინონიმს
.

FASHION:''Exchange health for beauty..''
FASHION:''Exchange health for beauty..''
ისტორია სავსეა მაგალითებით - არაჯანსაღი მოდისა, რომელსაც ხალხი მიჰყვებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ყოფილიყო სტილში.

მიანმაში დღემდე შემორჩნენ ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებიც ცნობილნი არიან ''კისრის რგოლებით'' . ბავშვი 5 წლის ასაკში იკეთებს თავის პირველ რგოლს. დროთა განმავლობაში, რგოლების რაოდენობა მატულობს მის კისერზე. 1 რგოლის სიმძიმე 3 კილოგრამია და სწორედ ასეთი სიმზიმე იწვევს იმას, რომ ბავშვის კისრის ძვლები სუსტდება, კისერი გრძელდება. თუ ქალი ამ რგოლებს კისრიდან მოიხსნის, ის ვეღარ დაჯდება და ვერც ადგება. მისთვის მოზრაობა შეუძლებელი იქნება .

ჩინეთში მიღებული იყო ფეხის დამოკლება. 3 წლის ასაკში, გოგონას ორივე ფეხზე ამტვრევდნენ თითებს, მომტვრეულ თითებს ფეხის გულთან უბამდნენ - ბანდაჟით და ამ ბანდაჟს ყოველდღიურად ჭიმავდნენ . ეს მტკივნეული პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა მანამ, სანამ გოგონას ფეხის ზომა 8-10 სანტიმეტრი გახდებოდა. გოგონასთვის შეუძლებელი იყო ბუნებრივად სიარული და 10% სწორედ ამ ტკივილის გამო იღუპებოდა.
FASHION:''Exchange health for beauty..''
XVI საუკუნეში, იდეალურად ითვლებოდა თეთრი ფერის კანი. ამის გამო უამრავი ქალი სახეზე ისვამდა თეთრ მაკიაჟს. ეს მაკიაჟი შეიცავდა სიცოცხლისათვის საზიანო მეტალებს. დროთა განმავლობაში, ქალებს კანის ფენები უთხელდებოდათ, კბილები ცვიოდათ და ზოგჯერ ფატალურ შემთხვევებსაც იწვევდა.
FASHION:''Exchange health for beauty..''
კოკო შანელი იყო პირველი, რომელიც საზოგადოებაში რუჯით გამოჩნდა. მან შეცვალა ადამიანთა შეხედულებები სილამაზეზე, მოდაზე... რუჯი დღემდე მოდაშია, იმისდა მიუხედავად, რომ მზის რადიაცია კანის კიბოს იწვევს და ეს საზოგადეობისათვის ცნობილია.

ბევრი თვლის რომ მოდა ყალბია, სტილი - ნამდვილი .

კარგად ჩაცმას აზრი არ აქვს, თუ არ გაიღიმებ. ღიმილი არის ყველაზე მშვენიერი რამ , რაც შეგიძლია რომ ატარო .
FASHION:''Exchange health for beauty..''
FASHION:''Exchange health for beauty..''
სტილი ყველაფერს ამბობს შენზე, სიტყვების გარეშე.

''ახლა მოდის ახალი ერაა. არ არსებობს წესები, ყველაფერი მხოლოდ
ინდივიდუალიზმზე და პერსონალურ სტილზეა დამოკიდებული. ''
- ალექსანდრ მაქქუინი




FASHION:''Exchange health for beauty..''


























კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

14


  • m_a_n_ch_o თქვა:
    21 აპრილი 2013 18:05 - ID: 14,
    არ გამიხსნა სურათები sad

  • krusuna თქვა:
    20 აპრილი 2013 22:35 - ID: 13,
    ჩინეთში ქალებს ასევე ხის ფეხსაცმელებს აცმევდნენ და მთელი ცხოვრება ერთი ზომის ხის ფეხსაცმელი ეცვათ რის გამოც ბალანსს ვეღარ ინარჩუნებდნენ(პატარა ფეხები ქონდათ და მაღლები იყვნენ)და ვერ დადიოდნენ ამიტომ მთელი ცხოვრება საწოლში იწვნენ და იქვე კვდებოდნენ :! :| საშინელებაა :O

  • elenikojoe თქვა:
    20 აპრილი 2013 21:57 - ID: 12,
    კარგი ნიუსია :)
    ჩინეთის 'ტრადიცია" რაღაც კატასტროფაა

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    20 აპრილი 2013 21:52 - ID: 11,
    მირანდა და ქენდისი love love

  • liliana თქვა:
    20 აპრილი 2013 21:13 - ID: 10,
    მომეწონა სიახლე

  • Eleniko♥ თქვა:
    20 აპრილი 2013 21:00 - ID: 9,
    მოდა, მოდა, მოდა!

  • Medea♥ თქვა:
    20 აპრილი 2013 20:08 - ID: 8,
    ძალიაან კარგი ნიუსია love
    ვაიმე ჩინეთში რა საშინელი წესი ჰქონდათ და მიანმაშიც რა უაზრობაა რა

  • marika0704 თქვა:
    20 აპრილი 2013 19:22 - ID: 7,
    მოკლე მაგრამ ძალიან კარგი სახლე იყო! love ყოჩაღ!

  • ana_anano თქვა:
    20 აპრილი 2013 18:43 - ID: 6,
    ''ახლა მოდის ახალი ერაა. არ არსებობს წესები, ყველაფერი მხოლოდ
    ინდივიდუალიზმზე და პერსონალურ სტილზეა დამოკიდებული. ''

    იფფ ვეთანხმებიი.. მაგალითად როცა არ გიხდება ეს დედააფეთქებული მოტკეცილი შარვალი ან გადმოყრილი ძუძუები იმისდამიუხედავად რომ მოდაა ასეთი არ უნდა ჩაიცვა ან გადმოყაროო..
    ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი რომ მოდას ის მიყვება ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნიაა <3
    მომწონს ნიუსიი <3

  • anajiqia თქვა:
    20 აპრილი 2013 18:21 - ID: 5,
    კაი იყოოოო

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    20 აპრილი 2013 18:12 - ID: 4,
    ქენდისი <3

  • katskatss თქვა:
    20 აპრილი 2013 16:51 - ID: 3,
    love

  • mari mari mari თქვა:
    20 აპრილი 2013 16:16 - ID: 2,
    მაგარიიი იყოო. ყოჩაღ! ეს ჩIნელები რამ გააგიჟა :D

  • Ana smiley თქვა:
    20 აპრილი 2013 15:39 - ID: 1,
    იფ მომეწონააა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top