;
18 მაი 2013      Britain     7 კომენტარი     ნანახია 1717-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

23 წლის ასაკში უკვე საკმაოდ წარმატებულ ბრიტანელ მსახიობს, ემა უოტსონს განსაკუთრებული
პოპულარობა "ჰარი პოტერში" მონაწილეობამ მოუტანა. მისი დებიუტი მოდის სამყაროში 2009 წელს,
ბარბერის კამპანიაში გამოჩენისას შედგა. 2011 წელს, ინგლისურმა "Elle"-მა ემას სტილის აიკონის ტიტული
მიანიჭა. ლამაზმანმა სამოდელო კარიერა გააგრძელა და იმავე წელს "Lancôme"-ს სახე გახდა. აღსანიშნავია,
რომ 2009 წელს უოტსონმა ოფიციალურად დაადასტურა ის, რომ იმუშავებდა ტანსაცმლის ხაზ - People Tree-სთან.
ერთობლივი მუშაობით შექმნილი კოლექცია ჭკვიანურად იქნა შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ ემასთვის People
Tree-სთან მუშაობას არანაირი შემოსავალი არ მოჰქონდა, მან თანამშრომლობა გააგრძელა და შემდეგი კოლექციაც
გამოუშვა.
2012 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში "წლის სექსუალური ქალები",რომელშიც მხოლოდ მამაკაცები
იღებენ მონაწილეობას ემა 64 ადგილს დასჯერდა. ამჯერად, უოტსონმა "W"-ს ივნისი/ივლისის ნომრის
ფურცლები დაამშვენა. ფოტოსესიის სახელწოდება (Emma Grown Up) მისი ჩანაფიქრის შესაბამისია-
ჟურნალის მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა თუ როგორ შეიცვალა ულამაზესი შავგვრემანი
ქალბატონი ბავშვობიდან დღემდე.
ფოტოგრაფ მაიკლ ტომპსონის ობიექტივში ემამ ლუი
ვიტონის, ჩანელის, ერდემისა და მარკ ჯეიკობსის
ტანსაცმლით იპოზიორა.





კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

7


  • tikaarchvadze თქვა:
    26 მაი 2013 20:05 - ID: 7,
    mosacyenia... Emmas ese tma uxdeba, makiaji magaria.

  • liliana თქვა:
    19 მაი 2013 01:40 - ID: 6,
    ულამაზესია....ძალიან მომეწონა....

  • Ana smiley თქვა:
    18 მაი 2013 23:32 - ID: 5,
    ლამაზადა ძაან

  • guda თქვა:
    18 მაი 2013 19:51 - ID: 4,
    ემა არ მომწონს, უგემური ტიპია

  • MARAUDER თქვა:
    18 მაი 2013 18:39 - ID: 3,
    პირველი ფოტო მომეწონა ძალიან <3 რომ შევხედე უცებ ვერც ვიცანი :)
    კარგი ნიუსია <3

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    18 მაი 2013 18:38 - ID: 2,
    ყდა ბრწყინვალე, საოცარი ფერთა გამა, მაკიაჟი-ვარცხნილობა, პოზა, მოკლედ ძალიან მოკრძალებული, გლამურული გამოვიდა, და ყდაზე მარკ ჯეიკობსის კოსტიუმია, რომელიც მე ძალიან მომწონს, კოლექციის ამომავალი წერტილია.

  • NiNi_N თქვა:
    18 მაი 2013 16:53 - ID: 1,
    მეორე ფოტოში ფეხი ძალიან ცუდად ჩანს :| პირველი
    და ბოლო ფოტო განსაკუთრებით მომწონს ♥ კარგი ნიუსია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top