;

18 June 2013      Britain     Views 2480    
Category: Photos

პუერტო-რიკოელი ჯოან სმოლსი 24 წლის წარმატებული მოდელია. გასული წლის სექტემბერში, models.com-ის მიერ შედგენილ "მსოფლიოს ტოპ-მოდელთა" სიაში მან პირველი ადგილი დაიკავა. მისი მონაწილეობით გამოსულ კამპანიათა სიაში შედის გუჩის, ლაკოსტეს, გეპის, H&M-ის, ჟივენშის, რობერტო კავალის, შანელის, ფენდის, სტელა მაკარტნის, ვერსაჩესა და სხვა ბრენდების კამპანიები. ჯოანს დამშვენებულია აქვს სხვადასხვა ქვეყნის გამოცემის ვოგის,Harpers Bazaar-ის,GQ-ის, Dazed & Confused-ის, V Magazine-ს, Glamour-ის, W Magazine-ს, Elle-სა და უამრავი სხვა ჟურნალის ფურცლები. 2006 წელს სმოლსი რიკი მარტინის სიმღერის “It's Alright”-ის კლიპში გამოჩნდა. იგი ორჯერ გამოვიდა Victoria's Secret-ის შოუებზე. ამჯერად ჯოანმა შვედური ტანსაცმლის ხაზის, H&M-ის კოლექცია, Romantic Edge წარმოადგინა. ტანსაცმელი ძირითადად შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი და მაქმანებით გაფორმებულია.









Category: Photos
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top