;
5 დეკემბერი 2013      NiNi_N     12 კომენტარი     ნანახია 2246-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

ფაქტები ები ლი კერშაუს შესახებ
"If that fails i plan to grow a mermaid's tale and disappear deep beneath the ocean." - Abbey Lee Kershaw

26 წლის ავსტრალიელი სუპერმოდელი, ები ლი კერშაუ დაიბადა 1987 წლის 12 ივნისს მელბურნში. მისი
დებიუტი მოდის სამყაროში მას შემდეგ შედგა, რაც ავსტრალიური Girlfriend Model Search 2004-ის გამარჯვებული
გახდა. თითქმის ათწლიანი კარიერის განმავლობაში, ებიმ ითანამშრომლა უამრავ ცნობილ ბრენდთან და რეკლამირება
გაუწია მათ პროდუქციას. ამჟამად ები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია. ნიუსში
შემოგთავაზებთ ფაქტებსა და მცირე ამონარიდებს სხვადასხვა ჟურნალთან მიცემული ინტერვიუებიდან.


❤❤❤❤❤❤❤❤❤ ❤❤❤❤❤ ❤❤❤❤❤❤❤❤❤

● ების ჰყავს ხვლიკი, სახელად - Annie Hall.

● მას არ აქვს არც Facebook-ის, არც Instagram-ის და არც Twitter-ის ოფიციალური ექაუნთი.

მისი საყვარელი კერძებია: ორაგული თევზის სალათი, გრილზე შემწვარი ბადრიჯანი და ყვავილოვანი
კომბოსტო ყველის სოუსით.

● "მიყვარს ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღრმა და წრფელი გრძნობები, მტკიცედ ჩამოყალიბებული საინტერესო შეხედულებები და აზრები. მიყვარს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ღიმილი მომგვარონ."

ები ლის მეგობარი მამაკაცები: 1) 2009 წელს ის ხვდებოდა Elyse Taylor-ის ყოფილ შეყვარებულს ენდრიუ ფლინს, რომელიც ებიმ The Victoria's Secret Fashion Show-ზე გაიცნო.
2) 2009/10 წლებში ები ხვდებოდა როკ-ბენდის 'Our Mountain'-ის ერთ-ერთ წევრს Matthew Hutchinson-ს.
3) 2012 წელს ებიმ ტომ კრუზთან ერთად მონაწილეობა მიიღო W Magazine-ის ივნისის ნომრისთვის გამრთულ ფოტოსესიაში, რის შემდეგაც გავრცელდა ჭორები მათი შესძლო რომანის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ტომმა უარყო.
ფაქტები ები ლი კერშაუს შესახებ
● "მოდელი რომ არ ვიყო... სხეულს მთლიანად დავიფარავდი ტატუთი."

● მას აქვს 10 პირსინგი: შვიდი მარცხენა ყურზე, ერთი ცხვირზე და ორი მკერდზე.

● ები აბსტრაქტული ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია და ხშირად თავადაც ხატავს.

● ების არ მოსწონს ქალაქის ცათამბრჯენებზე გაკრული ბილბორდები მისი გამოსახულებით, რადგან ის ამბობს,
რომ გოგონა პლაკატზე სრულებით განსხვავდება მისგან.

საყვარელი ქვეყანა: ტაილანდი. "ძალიან მომწონს ამ ქვეყნის კულტურა და ღირსშესანიშნავი სანახაობები."

● იგი სწავლობდა წმ.მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კათოლიკურ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს ძალიან მკაცრი წესების დაცვა უწევდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო ღვთისმშობლის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც 2004 წელს დაამთავრა.
ფაქტები ები ლი კერშაუს შესახებ
● "ხშირად მიწევს მოგზაურობა, ამიტომ თვითმფრინავით მგზავრობისას დროის გაყვანას წერით ვცდილობ. ამ დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ და ყველაფერს დღიურში ვიწერ."

საყვარელი ფოტოგრაფი: "უამრავ ფოტოგრაფთან მიმუშავია და ვთვლი, რომ ყოველი მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ ვერ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულს."

● "წლებია რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ და მშობლიურ ავსტრალიში ჩასვლას მხოლოდ გრძელვადიანი არდადეგების დროს ვახერხებ. ძალიან მენატრება საკუთარი ოჯახის წევრები და მშობლიურ მიწაზე ფეხშიშველი სიარული."

● ები მოღვაწეობს როგორც სამოდელო, ასევე მუსიკალურ ინდუსტრიაში. ჟურნალისტის კითხვაზე, ნერვიულობს თუ არა ის სცენაზე გასვლის წინ, ებიმ უპასუხა: "ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ დედაჩემი დამცინის და მეუბნება, რომ ნერვიულობა კარგია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ის საქმე რასაც აკეთებ შენთვის მნიშვნელოვანია. სცენაზე გასვლის წინ კი ყოველთვის მახსენდება მისი სიტყვები და ვმშვიდდები."
ფაქტები ები ლი კერშაუს შესახებ
● ების არ ყავს პირადი მწვრთნელი, თუმცა ის მისი დახმარების გარეშეც შესანიშნავად ართმევს თავს ყოველდღირ ვარჯიშს: ყოველ დილით დარბის ნიუ-იორკის ქუჩებში, ის ასევე გატაცებულია იოგით და ცეკვით.

ჩაცმის სტილზე: "ხშირად მეკითხებიან თუ როგორ ვარჩევ სამოსს და რას ვანიჭებ უპირატესობა, თუმცა ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან თავადაც არ ვიცი. სამოსს ვირჩევ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხასიათზე ვარ. მე მიყვარს ვინტაჟის სტილის სამოსი: ხასხასა ფერები, პრინტები და მაქმანები. ძალიან მომწონს 90-იანების სტილი, რადგან ამ პერიოდის მოდური ტენდენციები ზუსტად გამოხატავს ჩემს პიროვნებას."

ყოველდღიური მაკიაჟი და თმა: "თავის მოვლის საშუალებების გამოყენება 17 წლის ასაკიდან დავიწყე და დღემდე არ შემიცვლია მაკიაჟის გაკეთების რიტუალი. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ყველა ქალი და მათ შორის მეც, უმაკიაჟოდ ბევრად უფრო ლამაზი და ბუნებრივია. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს იშვიათად ვიკეთებ და მაშინაც ვცდილობ ის იყოს მკრთალი და შეუმჩნეველი, თუმცა ძალიან მომწონს წითლად შეღებილი ტუჩები და თვალის შავი ჩრდილი. ის ძალიან ეფექტური და მიმზიდველია. თმის მოსავლელად ვიყენებ Kerastase-ის ფირმის შამპუნს."
ფაქტები ები ლი კერშაუს შესახებ

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

12


  • Mari Glonti თქვა:
    11 დეკემბერი 2013 20:18 - ID: 12,
    kargi siaxlea love

  • elga თქვა:
    7 დეკემბერი 2013 13:21 - ID: 11,
    რა კარგი ნიუსია ბრწყინვალედ გაკეთებული.
    ები უსაყვარლესია

  • NiNi_N თქვა:
    6 დეკემბერი 2013 22:40 - ID: 10,
    ta_mo
    masho
    • Angel M •
    Hermione...♥

    მადლობა :)))

  • NataLefayStew თქვა:
    6 დეკემბერი 2013 20:53 - ID: 9,
    ებიიიიიი! love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    6 დეკემბერი 2013 18:15 - ID: 8,
    ფანტასტიურია ყველანაირად, ზღაპრული, თავისი მუხტით, ენერგეტიკით, შემექმედებით და მიხარია რომ ასეთი მოდელი იყო/არის ინდუსტრიაში<3

  • liii :) თქვა:
    6 დეკემბერი 2013 14:43 - ID: 7,
    ლამაზია love

  • liliana თქვა:
    6 დეკემბერი 2013 13:54 - ID: 6,
    მიყვარსსსსსსსსს love

  • • Angel M • თქვა:
    6 დეკემბერი 2013 00:03 - ID: 5,
    აი ისეთი სილამაზის პატრონია სიტყვებით რომ ვერ აღწერ<3 რაღაც სხვანაირი ხიბლი აქვს love ძალიან მომწონს ები და ნიუსიც ძალიან კარგია<3

  • masho თქვა:
    6 დეკემბერი 2013 00:00 - ID: 4,
    კარგი სიახლეა,საინტერესეო ფაქტები იყო love რაც შეეხება ების, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელია,ძალიან საინტერესო ჩანს შინაგანად და ნამდვილად დააკლდა თვალს.

  • Hermione...♥ თქვა:
    5 დეკემბერი 2013 23:31 - ID: 3,
    აბსტრაქტული ხელოვნება მეც ძალიან მიყვარს :) დიდი მადლობა ამ ნიუსისთვის, ფავორიტებში ♥

  • ta_mo თქვა:
    5 დეკემბერი 2013 23:11 - ID: 2,
    განსაკუთრებულია შინაგანად ები, ეს ხდის მას უზომოდ მიმზიდველსა და დამაინტრიგებელს. ამდენი ბავშვი ჩერჩეტი ახალბედა მოდელების ფონზე კი ასმაგად ვაფასებ მას, ფილმს ველოდები და იმედია მომავალში უფრო ხშირად მოგვეცემა მისი ხილვის საშუალება, არ აქვს მნიშვნელობა მსახიობის ამპლუაში თუ მოდელის, დააკლდა თვალს აშკარად. კარგი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top