;
19 მაი 2014      Hermione...♥     19 კომენტარი     ნანახია 2880-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ვარსკვლავები

Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014

შარლიზ ტერონმა ამერიკული ვოგის 2014 წლის ივნისის გამოცემისთვის გამართული ფოტოსესიით საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ასაკის მატება მის სილამაზეს ვერაფერს აკლებს. 38 წლის ოსკაროსანმა ვარსკვლავმა, რომელსაც სურათები მარიო ტესტინომ გადაუღო, მოდური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში შონ პენთან ურთიერთობასა და ქორწინების პერსპექტივაზე ისაუბრა.

Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014

შონ პენთან ურთიერთობის შესახებ: ჩვენ ერთად ვართ და ამას არ ვმალავთ. მასთან დაახლოებამდე კი დიდხანს არავინ მყოლია, რადგან მთლიანად დედობაზე ვიყავი გადართული. ბავშვის მოვლა დიდ დროს მოითხოვს და გარკვეული დროის მანძილზე მის გარდა არავინ გახსოვს, მაგრამ მოგვიანებით შენში ვნებიანი არსება იღვიძებს, რომელიც რაღაც-რაღაცების შეცვლისკენ მოგიწოდებს. ჩემს ასაკში ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ადვილი არ აღმოჩნდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ყოველივე ეს ჩემსავე ცხოვრების სტილს მოვარგე.

Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014

მოულოდნელი სიყვარულის შესახებ: ურთიერთობის დაწყებამდე შონს 18 წელი ვიცნობდი და ახლო მეგობრები ვიყავით. ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე ერთმანეთს ასეთი თვალით შევხედავდით, მაგრამ ამ მოულოდნელობამ ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალა.

Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014

მოსალოდნელი ქორწინების შესახებ: კარგად მესმის, თუ რატომ ანიჭებს ხალხი ქორწინებას დიდ მნიშვნელობას, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან პირადულია. როგორ გითხრათ, არასოდეს მიოცნებია საკურთხეველთან თეთრი კაბით მისვლაზე... გრანდიოზული საქორწინო ცერემონიები კი ლამაზია, მაგრამ დაქორწინებულ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთთან ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, აბეზარი სტუმრების მოსმენა უწევთ, ინტიმურობის შეგრძნება კი სადღაც ქრება.

Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014
Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014
Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014
Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014
Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014
Charlize Theron Covers 'Vogue,' June 2014

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ვარსკვლავები
Tags:

19


  • Ggvantsa თქვა:
    24 მაი 2014 23:48 - ID: 19,
    რაღა შონ პენი აირჩია ვერ ვხვდები, ეს ჩამოწერილი კაცი

  • elga თქვა:
    22 მაი 2014 12:51 - ID: 18,
    მომწონს შარლიზი. ამის და პენის სასიყვარულო ურთიერობას ვერ ვუმუღამებ. შონი უფრო ძალიან მომწონდა სკარლეტთან.

  • moonwalker თქვა:
    22 მაი 2014 01:37 - ID: 17,
    ულამაზესიაააა უნაკლოოაა ))))))))) ქალის ეტალონიაა ჩემთვისს ნებისმიერ ჰოლივუდის ვარსკვლავს მირჩევნია <33

  • miranda.. თქვა:
    20 მაი 2014 16:51 - ID: 16,
    ციტატა: Hermione...♥
    მდაა, როგორც ჩანს, თითქმის ყველა ერთსა და იმავეს განიხილავს... დიახაც, მონიკას, ანჯელინასა და ევას ერთი შარლიზი სულ მირჩევნია ყველაფრით, მაგრამ ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, რომლის გაზიარებასაც არ გთხოვთ და რამდენიც არ უნდა მიძახოთ დაიჩაგრება, ვერ შევადარებთ, მათთან შედარებით უფერული და უბრალოაო და ბლაბლაბლა, აზრს მაინც ვერ შემაცვლევინებთ. სულაც არ ვამბობ, რომ ზემოთ ხსენებული ქალბატონები უშნოები არიან, პირიქით, მაგრამ მე მათ სილამაზის ეტალონებად არ მივიჩნევ და რა ვქნა? ასე რომ, თუ შეიძლება, დამიტოვეთ თავისუფალი არჩევანის ნება, ყველა თქვენნაირი ვერ იქნება :)

    100 % იანი ხარ, მეც ანალოგიურად ვარ.. არცერთი ამომავალი, უკვე ჩამავალი თუ მარად ბრწყინვალე ჰოლივუდი სვარსკვლავი არ მირჩევნია ამ ქალს <3 <3

  • Hermione...♥ თქვა:
    20 მაი 2014 14:41 - ID: 15,
    მდაა, როგორც ჩანს, თითქმის ყველა ერთსა და იმავეს განიხილავს... დიახაც, მონიკას, ანჯელინასა და ევას ერთი შარლიზი სულ მირჩევნია ყველაფრით, მაგრამ ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, რომლის გაზიარებასაც არ გთხოვთ და რამდენიც არ უნდა მიძახოთ დაიჩაგრება, ვერ შევადარებთ, მათთან შედარებით უფერული და უბრალოაო და ბლაბლაბლა, აზრს მაინც ვერ შემაცვლევინებთ. სულაც არ ვამბობ, რომ ზემოთ ხსენებული ქალბატონები უშნოები არიან, პირიქით, მაგრამ მე მათ სილამაზის ეტალონებად არ მივიჩნევ და რა ვქნა? ასე რომ, თუ შეიძლება, დამიტოვეთ თავისუფალი არჩევანის ნება, ყველა თქვენნაირი ვერ იქნება :)

  • I.M თქვა:
    20 მაი 2014 13:46 - ID: 14,
    უზომოდ მიყვარს <3 <3

  • ano... თქვა:
    20 მაი 2014 13:41 - ID: 13,
    უნაკლო ქალია იდელურიაა რაა <3

  • demetria თქვა:
    20 მაი 2014 13:01 - ID: 12,
    მონიკას და ენჯიის მერე ულამაზესია, ძალიან მომწონს მაგრამ ეს შონიი რამ აარჩევია ვერ ვხდებიი ანგელოიზივითა ;\\

  • keetaa თქვა:
    20 მაი 2014 11:06 - ID: 11,
    ბელუჩი, კიდმანი, ევა გრინი და ბლანშეტი ჩემი სილამაზის ეტალონები არიან. დედაჩემი გიჟდება ამ ქალზე მე ვერ დავამუღამე კი ლამაზი ანგელოზივით სახე აქვს მაგრამ მასიური ქალია რაღაცნაირი ტანი აქვს.

  • Laaaa თქვა:
    19 მაი 2014 22:11 - ID: 10,
    ულამაზესია ენჯისაც მირჩევია და ბელუჩისაც :))) მიუხედავათ იმასა რო ორივე ულამაზესია ამ ქალზე მეკეტება

  • B2UTY თქვა:
    19 მაი 2014 21:34 - ID: 9,
    ვერც ანჯელინას ჯობია ვერც ევას და ვერც ბელუჩის მითუმეტეს >_<

    ძალიან ლამაზია ესეც, მაგრამ რაღაც უფერულია და უბრალო, ჯოლის და დანარჩენებს გამორჩეული და ეგზოტიკური სილამაზე აქვთ.... მიუხედავად იმისა რო ანჯელინა არ მომწონს, მაინც ვაღიარებ მის მშვენიერებას. ეს ჩემი აზრია

  • Hermione...♥ თქვა:
    19 მაი 2014 21:15 - ID: 8,
    ნუ, ჩემთვის შარლიზია საუკეთესო ♥ მერე ქეით ბლანშეტს, ვაინონა რაიდერს, ჯენიფერ კონელის და ნიკოლ კიდმანს გამოვარჩევდი. მათი პაკალენიიდან სხვა ისეთი არავინ მომწონს.

  • taqson თქვა:
    19 მაი 2014 21:15 - ID: 7,
    ვგიჟდები ამ ქალზე.ულამაზესიაააააააააააა

  • ni_nini თქვა:
    19 მაი 2014 20:59 - ID: 6,
    ჩემთვის შარლიზი ნომერ მეორე ქალია ..პირველი რათქმაუნდა ანჯელინა <3

  • Hermione...♥ თქვა:
    19 მაი 2014 20:42 - ID: 5,
    liliana,
    მადლობა ♥

  • liliana თქვა:
    19 მაი 2014 20:39 - ID: 4,
    ძალიან მიყვარს ..აი უალამზესია მაგრამ ბელუჩის ვერ შევადარებ... აშკარად დაიჩაგრება..ნუ ანჯელინას და ევას ჯობია ორი აზრი არ არსებობს.. ულამაზესი ღიმილი აქვს და ყოველთვის საინტერესოა მისი ინტერვიუების კითხვა... ერთი წელი არ უვარგა გამოუყვანელი და ძლაგვი აქვს..სიახლე ფანტასტიურია..

  • Hermione...♥ თქვა:
    19 მაი 2014 20:34 - ID: 3,
    ნამდვილი ქალღმერთია, არაამქვეყნიურად ლამაზი, სუნთქვა მეკვრება რომ ვუყურებ <3 ჯოლის, გრინს, ბელუჩის და ეგეთებს ხომ ერთად აღებულებს მირჩევნია. სხვათა შორის, ფოტოსესიაც ძალიან მომეწონა, ყველა კარდიდან დადებითი ენერგია მოდის. რაც შეეხება ინტერვიუს, მაინც ვთვლი, რომ შონ პენზე ბევრად უკეთეს მეორე ნახევარს იმსახურებს, მაგრამ მასთან აშკარად ბედნიერია და მეც ეს მახარებს :))

  • სოკო თქვა:
    19 მაი 2014 20:28 - ID: 2,
    აბა ესაა რა კურდღელა და მარუსა! რას გამს

  • ni_nini თქვა:
    19 მაი 2014 20:27 - ID: 1,
    შარლიზ ძაიან მომწონხარ,მაგრამ რატომ შონიიიიიიიიიიიი???((((((((

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top