;
21 ივლისი 2014      liliana     4 კომენტარი     ნანახია 2046-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, მამაკაცი, ვარსკვლავები

Ethan Hawke

ითან ჰოუკი გახლავთ ამერიკელი მსახიობი,რეჟისორი,ნოველისტი და სცენარისტი,რომელიც დაიბადა 1970 წლის 6 ნოემბერს ქალაქ ოსტინში,ტეხასის შტატში,აშშ. დედამისი ლესლი ნე გრინი საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა,ხოლო მამა ჯეიმს ჰოუკი სადაზღვეო კომპანიაში.ითანის დაბადებისას მისი მშობლები ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ და საბოლოოდ 1974 წელს დაცილდნენ ერთმანეთს.მშობლების დაცილების შემდეგ ითანს დედასთან ერთად ნიუ იორკში ცხოვრება მოუწია,სადაც მან რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებელში ჩააბარა მათ შორის : Packer Collegiate Institute, West Windsor-Plainsboro High School South და Hun School of Princeton,რომელიც 1988 წელს დაასრულა.სკოლის დამთავრების შემდეგ ითანს მწერლობა უნდოდა თუმცა მისი ინტერესი სამსახიობო ხელოვნებამ მიიპყრო და 13 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი George Bernard Shaw -ს სატელევიზიო სპექტაკლში Saint Joan. ითანი ძირითადად სასკოლო სპექტაკლებსა და შოუებში იღებდა მონაწილეობას.14 წლის ასაკში ჰოუკმა დედისაგან ნებართვა აიღო და Explorers-ის ქასთინგზე წავიდა ,რომელიც მისთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი აღმოჩნდა კინოკარიერაში .მცირე წარმატების შემდეგ ჰოუკმა პიტსბურგში ,Carnegie Mellon University-ში ჩააბარა სამსახიობო ხელოვნების განხრით ,თუმცა სწავლას თავი Dead Poets Society (1989) -ის გადაღებების გამო დაანება.


Ethan Hawke Ethan Hawke
Ethan Hawke Ethan Hawke

1991 წელს ითანმა მიიღო მთავარი როლი ჯეკ ლონდონის რომანის White Fang-ის ჰოლივუდურ კინოვერსიაში.მისი შემდეგი წარმატებული როლები აღმოჩნდა A Midnight Clear (1992) ,Generation X და Reality Bites (1994) და Before Sunrise(1995) . 1997 წელს გადაღებულ რეჟისორ ენდრიუ ნიკოლის ფილმ Gattaca-ში შესრულებული მთავარი როლ ისათვის ითანი კრიტიკოსებმა ქება -დიდებით აავსეს და ერთხმად აღნიშნეს რომ მისი ბავშვური როლები წარსულს გაჰყვა. 2001 წელს ჰოუკმა დენზელ ვაშინგტონს გაუწია პარტნიორობა ფილმში Training Day,სადაც დასავლეთ ლოს ანჯელესის კრიმინალური ჯგუფის სისხლიანი გარჩევებია აღწერილი .ფილმმა 104 მილიონიანი მოგება მოიტანა და თავად ჰოუკმა ფილმს „ყველაზე დიდი გამოცდილების მომტანი უწოდა.“

2004 წელს ითანის 2 ფილმი ჩაეშვა გაქირავებაში : Taking Lives , რომელშიც ითანის შესრულებული როლი უარყოფითად შეფასდა კინოკრიტიკოსების მიერ და Before Sunset, რომლის სცენარისტიც თავად გახლდათ და რომლისთვისაც ოსკარზეც იყო წარდგენილი ,როგორც საუკეთესო ადაპტირებული სცენარი.
2005 წელს ითანი გამოჩნდა ჯონ კარპენტერის თრილერში Assault on Precinct 13, რომელიც 1977 წელს გადაღებული ამავე ფილმის რიმეიქია,ხოლო 2006 წელს გამოვიდა ფილმები Before the Devil Knows You're Dead, What Doesn't Kill You და New York, I Love You.

ითანის ფილმოგრაფია მოიცავს 53 კინოროლს,თუმცა ბოლო წლებია მისი მონაწილეობით წარმატებული ფილმები არ გამოსულა თუ არ ჩავთვლით Sinister და Before Midnight,თუმცა 2014 -2015 წლებში მისი მონაწილეობით 6 ახალი ფილმი გამოვა.


Ethan Hawke

კინოს გარდა ითანი აქტიურად მოღვაწეობს თეატრშიც,რომელსაც მის „პირველ სიყვარულს „უწოდებს და ადგილს სადაც „უფლება გაქვს იყო უფრო კრეატიული.“მისი პირველი თეატრალური დებიუტი შედგა მანჰეტენზე, ლიცეუმის თეატრში ,ანტონ ჩეხოვის სპეკტაკლში The Seagull. 2003 წელს ჰოუკმა ითამაშა ბროდვეის თეატრში ჯეკ ო ბრეინის Henry Percy (Hotspur)-ში მეფე Henry IV,ხოლო 2005 წელს დევიდ რაბეს Hurlyburly-ში.2009 წელს მან კინორეჟისორ სემ მენდედსის 2 სპექტაკლში ითამაშა: ჩეხოვის The Cherry Orchard -სა და შექსპირის The Winter's Tale-ში , 2010 წელს კი Macbeth -სა და და ჩეხოვის Ivanov-ში.

Ethan Hawke

1998 წლის 1 მაისს ითანი დაქორწინდა უმა თურმანზე, რომელსაც 1996 წელს ფილმ Gattaca-ს დაგაღებებზე შეხვდა. უმას და ითანს 2 შვილი ჰყავთ ქალიშვილი მაია და ვაჟი ლევონი. წყვილი ერთმანეთს 2003 წელს დაცილდა, რადგან ითაი მისი შვილების ძიძასთან ღალატობდა მეუღლეს. 2008 წლის ივნისში ითანი მეორედ დაქორწინდა - სწორედ იმ ძიძაზე, მათ 2 ქალიშვილი ჰყავთ: კლემენტინა და ინდიანა.



ითანი საქველმოქმედო ორგანიზაცია Doe Fund-ის წევრია,რომელიც უსახლკარო მოხუცებსა და ბავშვებს ეხმარება და ყოვეწლიურად რიცხავს სოლიდურ თანხებს მათ დასახმარებლად,აგრეთვე მეუღლესთან ერთად ხშირად გამოდის ერთსქესიანი ქორწინებების მხარდასაჭერად.იგი ბარაკ ობამას აქტიური მხარდამჭერია 2000 წლიდან და თითქმის ყველა არჩევნებში ღიად მოუწოდებს საზოგადოებას მათი არჩევანი ბარაკ ობამაზე შეაჩერონ.იგი ამჟამად ბრუკლინში, ბოერუმ ჰილში ცხოვრობს.




















































კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, მამაკაცი, ვარსკვლავები
Tags:

4


  • demetria თქვა:
    30 ივლისი 2014 18:14 - ID: 4,
    ანჯისთან ერთად მომწონს ძალიანნ love

  • Tynerevans თქვა:
    22 ივლისი 2014 22:50 - ID: 3,
    კარგი მსახიობია მაგრამ იმის მერე ვერ ვიტან რაც უმას უღალატა

  • Ani ))) თქვა:
    21 ივლისი 2014 22:10 - ID: 2,
    კაი სიახლეა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top