;
24 ივლისი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2820-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ქართველები



❏ ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია (ფოტოგრაფი)
www.facebook.com/Romanovskaya.Photography
www.vogue.it/photovogue/Profilo

ქართველი ფოტოგრაფია, ნატას დაინტერესება ფოტოგრაფიით ბავშვობიდან დაიწყო, რაზეც გავლენა ბაბუამ იქონია, რაც შემდგომ სკოლაში სწავლის პერიოდში თბილისის ქუჩებში 'ხეტიალისას' გაღვივდა. 2007 წელს მოსკოვში წარმოადგინა პირველი ფოტოგამოფენა: თბილისის ქუჩები, არქიტექტურა და კოლორიტი. თუმცა მისი ძირითადი ჟანრი პორტრეტია.

❝ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი მოგონებაა ბნელი სარდაფი, რომელშიც ჩემთვის საკმაოდ საშიში კიბე ჩადიოდა, მაგრამ საკმარისი იყო დამენახა ის იდუმალი წითელი შუქი სიღრმეში და ბაბუაჩემი, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მაგიის საშუალებით ვიწრო შავ-თეთრი ფირებიდან ახერხებდა გამოსახულების გადმოტანას სპეციალურ ფოტოქაღალდზე. მოჯადოვებული ვიყავი, სხვა არაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე.❞

❝მეორე მოგონება, რასაც, ასევე, ფოტოგრაფიით ჩემს დაინტერესებას ვუკავშირებ მახსენებს სკოლის პერიოდს, შემოდგომის ქუჩებში ბოდიალს ჩემს მეგობართან ერთად და მომენტს, როცა პირველად ვინანე, რომ კამერა არ მქონდა თან - რუსთაველის გამზირი, თბილი შემოდგომის დღე, წყლის დასალევად დახრილი ქალბატონი, რომელსაც ეხურა საოცრად ლამაზი ოქროსფერი ბერეტი და უამრავი შემოდგომისფერი ფოთოლი, რომელიც მის გარშემო იყო მიფანტული წყლის გუბეებში... რატომღაც ეს "კადრი" სამუდამოდ ჩამრჩა მესიერებაში.❞




ამის შემდგომ დავინტერესდი ფოტოხელოვნებით და დაიწყო ჩემი ექსპერიმენტები. რამდენი ფირი შეეწირა ამ ექსპერიმენტებს - მეც კი აღარ მახსოვს. პირველი "სასაპნე" და მეგობართან ერთად კიკეთში გადაღებული ფოტოები სიმწრით ნაშოვნი შავ-თეთრი ფირით. შემდგომ იყო "ზენიტი" და უამრავი გაწყვეტილი ფირი, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი და ვაგრძელებდი საკუთარი იდეების გამოხატვას ფოტოკამერის საშუალებით.

პირველი ფოტოგამოფენა მოსკოვში მქონდა, 2007 წლის დეკემბერში. გამოფენის თემა - თბილისის ქუჩები, არქიტექტურა და ზოგადად კოლორიტი. საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა ამ გამოფენამ. შემდგომ, დიდი პაუზის მერე, კიდევ ორი გამოფენა გაკეთდა 2012 წელს - ერთი იყო მოგზაურობის თემაზე და უამრავი ფოტოსგან შედგებოდა ღია ბარათების სახით, ხოლო მეორე გამოფენა - პორტრეტები.

პორტრეტი ჩემი ძირითადი ჟანრია. მიყვარს დაკვირვება ადამიანებზე, მათი განწყობის და შინაგანი სამყაროს გაცნობა. ულევი შთაგონების წყაროა ადამიანი. ჩემი მთავარი დევიზია - არ არსებობს არაფოტოგენური ადამიანი, არსებობს გამოუცდელი ფოტოგრაფი და არასწორი განათება. ყველას გააჩნია სილამაზე, შინაგანი სამყარო, თავისი საგანძურით, რომელსაც ყველას არ აჩვენებ და უმეტესობა ვერც ხედავს.




შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს ნებისმიერი რამ - ნივთი ან დეტალი კონკრეტული ადამიანის გარემოდან. ყველაზე საინტერესო კი შინაგანი სამყაროა და ის სილამაზე, რომელსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ. ჩემი ძირითადი ამოცანაც ესაა - ამ სილამაზის აღბეჭდვა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ესთეტიკას - და ყველანაირად ვცდილობ თავი ავარიდო ნებისმიერ ვულგარულობას. არაერთხელ მითანამშრომლია სხვადასხვა ტანსაცმლის მაღაზიებთან და დიზაინერებთან, მიმუშავია მოდელის პორტფოლიოზე თუ ზოგადად პორტრეტებზე.

ნებისმიერ ქალს სურს ჰქონდეს ლამაზი პორტფოლიო, რომელიც მას საუკეთესო მხრიდან წარადგენს და ბევრს დაანახებს მის სილამაზეს და შარმს. ზუსტად ამაზე ვმუშაობთ ჩვენ - ფოტოგრაფი, ვიზაჟისტი და ასისტენტი. ფოტოსესიის დაგეგმვა ხდება, აუცილებლად, წინასწარ, არაფორმალურ გარემოში - ვსაზღვრავთ დამკვეთის სურვილებს, ვარჩევთ სტილს, მიმართულებას, ასევე ლოკაციას და უამრავ სხვა დეტალს. თან ვეცნობით ერთმანეთს - რაც გადაღების პროცესს ხდის უფრო ხალისიანს, შემოქმედებითს და გაცილებით შედეგიანს.

ფოტოხელოვნება - ხელოვნების ის სფეროა, რომელსაც შემოაქვს ესთეტიკა და სილამაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და კარგი და ლამაზი ფოტო ყოველთვის პოზიტიურ განწყობას შეგიქმნის. პორტფოლიო კი - დადებითი მოგონებების უკვდავი კრებული ხდება.

ამჟამად ვმუშაობ სხვადასხვა პროექტებზე და პარალელურად ვიღებ საოჯახო, საქორწილო და სხვა ფოტოსესიებს, შესაბამისად საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. მიყვარს მოგზაურობა და მაქსიმალურად ვცდილობ გავიდე საზღვარგარეთ, როგორც კი მაგის საშუალება მიჩნდება. ბევრ საინტერესო კადრებს და ადამიანებს ვაწყდები მოგზაურობისას. სურვილი მაქვს ვიმუშაო მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ადამიანებთან, მითუმეტეს კომუნიკაბელური ვარ და რამდენიმე ენას ვფლობ. ფოტოგრაფია იმდენად მრავალფეროვანი და ამოუწურავი დარგია - ყოველთვის იპოვი ახალი შთაგონების წყაროს, რაც მუდმივად გაძლევს განვითარების საშუალებას. ზუსტად ეს არის ის, რაც მხიბლავს ყველაზე მეტად ჩემს საქმეში.





























კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ქართველები
Tags:

1


  • Ani ))) თქვა:
    24 ივლისი 2014 18:17 - ID: 1,
    კაი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top