;
22 იანვარი 2015      slimshady     0 კომენტარი     ნანახია 1017-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ვარსკვლავები

ქეითი პერი ჟურნალ ESPN-ის გარეკანზე

30 წლის მომღერალი ქეითი პერი სპორტული ჟურნალის ESPN-ის გარეკანზე მოხვდა ცნობილ ამერიკელ ფეხბურთელთან ჯეი ჯეი ვოტსთან ერთად. ქეითი ჟურნალის მუსიკალურ გამოშვებაში საუბრობს "Super Bowl"-ზე, რომელის ნახევარტაიმის შოუს სცენა წელს მას ეთმობა. ასევე საუბრობს წარმატების მიღწევასა და ემოციურ მომენტებზე. მხიარულ ფოტოსესიაში კი ქეითი და ჯეი ჯეი ხან კუნთების სიდიდეს ადარებენ, ხან მიკროფონით ერთობიან, ხან კი ფეხბურთის ბურთით.

როდესაც ქეითიმ შეიტყო ვისთან ერთად იქნებოდა ფოტოსესიაზე მან მაშინვე დაგუგლა ის და პირველი რაც ნახა იყო ჯეი ჯეის სისხლიანი სახე ერთ-ერთი მატჩის დროს.

"ამ სურათს ყველა მეგობარს ვაჩვენებდი და ვეუბნებოდი: "როგორ მოგწონთ? მასთან ფოტოსესიაზე მივდივარ". ახლა კი ვეღარც ვცნობ, სულ სხვანაირია. სინამდვილეში უფრო კარგად გამოიყურება"

ქეითი პერი ჟურნალ ESPN-ის გარეკანზე

ქეითი პერი ოქტომბერში თავის პირველ ფეხბურთის მატჩს დაესწრო,რის შემდეგაც თავი ბარში ამოყო, სადაც ნასვამი დახლიდან გადმოხტა ხალხში, რაც კამერით დააფიქსირეს. ამაზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა :

"Journey-ს"Don't Stop Believing" იყო ჩართული და მეც ვიფიქრე:
რატომაც არ მოვიქცე როგორც კოლეჯის გოგო და არ გადმოვხტე დახლიდან?"


"კარგი იყო?" - იკითხა ჯეი ჯეი ვოტსმა

"ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ეს ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება. მთელი ტურის განმავლობაში მაგ საღამოს პირველად დავლიე ლუდი, მეორე დღეს კი თავს საშინლად ვგრძნობდი"

ქეითი პერი ჟურნალ ESPN-ის გარეკანზე

ქეითიმ ასევე ინტერვიუში თავის ემოციურ მომენტებზე ისაუბრა და თქვა,რომ ყველაზე ამაღელვებელი მომენტია მისთვის,როდესაც "ხალხი ჩემ დაწერილ სიმღერებს მღერის.სიმღერებს,რომლებიც მე დავწერე პატარა ბინაში,გარაჟში ანდა პატარა სტუდიოში.განსაკუთრებით თავიდან,როცა ვისმენდი სიმღერის ტექსტებს,რომლებიც ჩემთვის წმინდა იყო,სხვისი პირიდან,ეს იყო საოცარი გრძნობა,რომელიც ვერაფერს უტოლდება"

თავის წარმატებაზე მომღერალი ამბობს: "9 წლის რომ ვიყავი,როცა ყველა თავის საქმეს აკეთებდა უცბად სიმღერას ვიწყებდი.ყველა ჩერდებოდა და გაოცებული მიყურებდა.ალბათ ეს ყურადღება მომწონდა,ამიტომაც ხშირად ვაკეთებდი ამას.მაშინ,როცა თმის ჯაგრისით,ვითომდა მიკროფონით, ვმღეროდი,ვერ წარმოვიდგენდი,რომ ამ დონემდე მისაღწევად უამრავი მუშაობა და ძალისხმევა დამჭირდებოდა."

ქეითი პერი ჟურნალ ESPN-ის გარეკანზე

"ბევრი დამეთანხმება,რომ წარმატების მიღწევა ადვილია,მაგრამ ზემოთ დარჩენა,უკეთესი სიმღერების შექმნა,რომლებიც მოლოდინებს გაამართლებენ-აი ეს არის ყველაზე ძნელი."

ქეითი პერი 1 თებერვალს წლიურ ფეხბურთის ჩემპიონატზე "Super Bowl"-ზე ნახევარტაიმის შოუს სცენას დაიკავებს."სიმართლე გითხრათ, ამას სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.ბევრ რამეზე არ ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ 1 თებერვალს ნამდვილად ავფორიაქდები

ქეითი პერი ჟურნალ ESPN-ის გარეკანზე
ქეითი პერი ჟურნალ ESPN-ის გარეკანზე ქეითი პერი ჟურნალ ESPN-ის გარეკანზე

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top