22 January 2015      slimshady     Views 3 542    
Category: Photos / Stars

დაკოტა ჯონსონი Vogue-ის გარეკანზე

დაკოტა ჯონსონი, რომელიც წლის ყველაზე მოთხოვნადი ახალი ფილმის "50 Shades of Grey"-ის წყალობით სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, ჟურნალ Vogue-ის თებერვლის გარეკანზე გამოჩნდა. მსახიობი პირველად მოხვდა ამ ჟურნალში. კითხვაზე, თუ რა მოსწონს ყველაზე მეტად ლონდონში, მან უპასუხა : "ის, რომ ვერავინ ვერ მცნობს" თუმცა კი ეს დიდხანს არ გასტანს, ახლოვდება ფილმის პრემიერა...




როგორც ჩანს დაკოტა ანონიმურობას ძლიერ აფასებს: "ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემს ანონიმურობაზე,რომელიც დღითიდღე მცირდება, რაც ძალიან მაშინებს.ჩემს ერთ ნაწილს უნდა კოლორადოში,ფერმაში ცხოვრება,ბავშვების გაჩენა,ცხენების და ქათმების მოვლა,ამას ოდესღაც მაინც გავაკეთებ".

დაკოტამ ვერ შეძლო თავი შეეკავებინა და ეთამაშა ანასტასია სტილის როლი, პერსონაჟი, რომელსაც ამდენი ადამიანი უკვე კარგად იცნობდა. "მინდოდა პროექტში ჩაბმა, რადგანაც ისტორია ძალიან განსხვავებული და ინტენსიურია".

დაკოტა ჯონსონი Vogue-ის გარეკანზე

ფილმის რეჟისორმა სემ ტეილორ-ჯონსონმა დაკოტაზე გასაუბრებამდე თითქმის არაფერი იცოდა. მას მხოლოდ მსახიობის ეპიზოდური როლი ჰქონდა ნანახი ფილმში "სოციალური ქსელი". "გასაუბრებაზე დაკოტამ მოგვხიბლა, მან ზუსტად შეასრულა ის ეპიზოდი მთელი თავისი დეტალებით. მას არაჩვეულებრივად შეუძლია სუსტი, ნაზი ადამიანის როლი მოირგოს ისე, რომ ამ სინაზეს თავისი სიძლიერეც ახლდეს"

დაკოტა ფილმის გარშემო ატეხილ აურზაურზე ამბობს: "ეს თან ამაღელვებელია, თან კი შემაძრწუნებელი"

დაკოტა ჯონსონი Vogue-ის გარეკანზე

ამჟამად ის თავის თავსაც კი ვერ ცნობს,რადგანაც ქერა თმები მოიხდინა.როგორც ჩანს ცვლილებები უყვარს,რადგანაც სტილისტს არასდროს ეუბნება: "ეს რა გააკეთე?" და მის მიერ შეტანილი ცვლილებები ყოველთვის მოსწონს.ლონდონში მოსეირნეს პაპარაცები ქერა თმებით ვერც ცნობენ,მაგრამ მისი აზრით ეს შეიცვლება,როცა ფილმი დიდ ეკრანებზე გამოჩნდება.

დაკოტა ჯონსონი Vogue-ის გარეკანზე

დაკოტა ლოს ანჯელესში გაიზარდა, თუმცა ქალაქი არ მოსწონს : "სანამ მსოფლიოს სხვა ადგილები არ ვნახე ვერ ვაცნობიერებდი რამდენად უცნაური და შემზარავია ლოს ანჯელესი.ნეშვილი ნიუ იორკთან ახლოსაა,თუმცა განსხვავება მაშინვე იგრძნობა,აქ ხალხს არ აინტერესებს ვინ ხარ და რას აკეთებ.თანაც ქალაქის ქუჩებში ხეტიალს,ეზოში ჯდომა და განტვირთვა მირჩევნია"

მომავლის გეგმები კი ასეთი აქვს: "50 Shades-ისთვის პრომოტირების შემდეგ მთელი წელი უნდა დავისვენო, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გავერთო"

დაკოტა ჯონსონი Vogue-ის გარეკანზე
დაკოტა ჯონსონი Vogue-ის გარეკანზე

Category: Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top