;
10 თებერვალი 2015      slimshady     4 კომენტარი     ნანახია 1612-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ვარსკვლავები

Scarlett Johansson For W Magazine

30 წლის წარმატებული მსახიობი,სკარლეტ იოჰანსონი,ჟურნალ W-ის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა.სკარლეტმა 2014 წლის ნოემბერში იმშობიარა და პატარა გოგონა-როუზი გააჩინა.სამი თვის შემდეგ კი მისი სხეული ისევ ისე გამოიყურება,როგორც ორსულობამდე.ჟურნალის ფოტოსესიაში მსახიობი თავის სექსუალურ და მიმზიდველ ფორმებს გვაჩვენებს.

როუზის შესახებ მას წარმოდგენები ორსულობის დროსაც ჰქონდა და როდესაც პირველად დაინახა,გაოცდა : "ძალიან დეტალურად წარმომედგინა ჩემი შვილი სანამ გავაჩენდი,როდესაც პირველად დავინახე,რა თქმა უნდა,სრულიად განსხვავებული იყო,იდეალური,მაგრამ განსხვავებული.ახლა კი ვეღარ წარმომიდგენია სხვანირად."

Scarlett Johansson For W Magazine

სკარლეტისა და რომეინ დორიაკის დაქორწინების ამბავი მედიამ მხოლოდ თვეების შემდეგ შეიტყო.სკარლეტი თავის პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავს და არ უყვარს ამ თემაზე საუბარი.თუმცა თავის სხეულს არ მალავს და არავისი სცხვენია.გადაღებისას მას ინდივიდუალური გამოსაცვლელი ოთახი შესთავაზეს,მაგრამ მან უარი თქვა,იმ მიზეზით,რომ "ჩემი მკერდი ყველას აქვს ნანახი,შემიძლია აქვე გავიხადო ზედა!"

სკარლეტი კრიტიკოსთათვის ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო.2010 წელს,როდესაც კინო კარიერის ზენიტში იყო,გადაწყვიტა ბროდვეი მოესინჯა და ყველას გასაოცრად ტონის ჯილდოც(მუსიკალური დაჯილდოება) მიიღო.მან რამდენიმე ალბომი ჩაწერა და როცა ხელოვნებაში ღრმად ჩაფლულად მიიჩნიეს,უცბად დიდ ეკრანებზე ნატაშა რომანოვის - Black Widow-ის როლით დაბრუნდა ფილმში "შურისმაძიებლები" (The Avengers) .2014 წელს კი მომაკვდინებელი უცხოპლანეტელის როლი მოირგო ფილმში "კანი"

"ამ ფილმში სრულიად შიშველი ვიყავი.ის[თავისი პერსონაჟი] სრულიად სხვა სახეობის წარმომადგენელი იყო.მისი სიშიშვლე აუცილებელი და პრაქტიკული იყო.თანაც შავი თმა მქონდა-ჩემი იდეა იყო ვყოფილიყავი არა ქერათმიანი სექს ბომბი,არამედ შიშველი,მაგრამ არა სექსუალური"

Scarlett Johansson For W Magazine



ბავშვობაში სკარლეტი შოუბიზნესის ყველა ასპექტით იყო გატაცებული : "ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი მქონდა.რაც თავი მახსოვს მსახიობობა მინდოდა.ყველაფრის კეთება მსურდა.პატარა ბავშვებს ძირითადად რეკლამის გასაუბრებაზე აგზავნიან.მე კი გაყიდვა არ გამომდიოდა,ამიტომაც გასაუბრებიდან აღარ მირეკავდნენ ხოლმე,რის გამოც სულ ვტიროდი.დედა მეუბნებოდა,მოდი სხვა რამე სცადეო,მაგრამ მე არ ვაპირებდი დანებებას!"

ამიტომაც სკარლეტმა და დედამისმა(რომელიც მისი მენეჯერი გახდა) გადაწყვიტეს მხოლოდ ფილმის გასაუბრებაზე წასულიყვნენ,სადაც პატარა სკარლეტი საზოგადოებას თავისი ჩახლეჩილი,უჩვეულო ხმით ხიბლავდა. "პატარაობაში როდესაც დავილაპარაკებდი ყველას ეგონა,რომ გაციებული ვიყავი.გასაუბრებისას კი ძალიან მოეწონათ ჩემი ხმა.ეს სრულიად სვა სამყარო იყო."

Scarlett Johansson For W Magazine

სკარლეტის ხმას მშვენიერი გამოყენება მოუძებნეს ფილმში "Her".ანიმაციურ ფილმებში კი არასდროს უთამაშია. "მე Pixar-ს ვეწვიე კიდეც,ვიმედოვნებდი მულტფილმისთვის გამოიყენებდნენ ჩემ ხმას,მაგრამ უარი მითხრეს.ახლა კი მე მათ ვიწვევ-გამიკეთეთ ანიმაციური ფილმი!"

"ხალხს ძალიან უკვირდა ქალი სუპერგმირის როლის შესრულება რომ გადავწყვიტე.ძალიან მიყვარს "რკინის კაცი".მარველის წარმომადგენლებს შევხვდი და წინასწარ მოვემზადე კიდეც.ყველაფერი შევიტყვე ამ პერსონაჟის შესახებ."შავი ქვრივი" ძალიან ბნელი და სიკვიდილის მატარებელი ქალია.ის სხვანაირად უყურებს ცხოვრებას,რადგანაც სიკვდილთან ასე ახლოსაა ნამყოფი.ის ძალიან ჩახლართული პერსონაჟია.სუპერგმირია მაგრამ თან ადამიანი,პატარაა მაგრამ ძლიერი.ბოლომდე იბრძვის-ვფიქრობ ყველანი ასეთები უნდა ვიყოთ"

Scarlett Johansson For W Magazine
Scarlett Johansson For W Magazine

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ვარსკვლავები
Tags:

4


  • cuca :))) თქვა:
    12 თებერვალი 2015 16:27 - ID: 4,
    love რა კარგიიაა <3

  • I.M თქვა:
    10 თებერვალი 2015 15:28 - ID: 3,
    რა ქალი love

  • anabell) თქვა:
    10 თებერვალი 2015 12:42 - ID: 2,
    ბომბა love

  • liliana თქვა:
    10 თებერვალი 2015 11:52 - ID: 1,
    სექსუალურზე სექსუალური love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top