17 February 2015      slimshady     Views 4 048    
Category: Photos / Stars

კრისტენ სტუარტი Wonderland-ის გარეკანზე

კრისტენ სტიუარტი მოკლე თმითა და ტყავის ქურთუკით,თავისი ახალი,ბიჭური იმიჯით ჟურნალ Wonderland-ის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა.კრისტენი მხოლოდ 17 წლის იყო"ბინდის" წყალობით პოპულარობა და წარმატება რომ მოიპოვა,თუმცა საგას დამთავრების შემდეგ ბლოკბასტერებისგან მაქსიმალურად შორს უჭირავს თავი,რადგანაც ახლიდან სურს სახელის დამკვიდრება კინო ინდუსტრიაში მცირებიუჯეტიანი ინდი-ფილმების საშუალებით.მისი მშობლები გადასაღებ მოედანზე მუშაობდნენ,თუმცა ძალიან გაუკვირდათ პატარა კრისტენმა მსახიობობის სურვილი რომ გამოთქვა.მათ მაშინვე აუხსნენ,თუ რაოდენ მცირე იყო წარმატების მიღწევის ალბათობა.ასეც აღმოჩნდა : მთელი წელი კრისტენი ამაოდ ცდილობდა გასაუბრებებზე კასტინგ მენეჯერების მოხიბვლას."ყველა იმას ფიქრობდა,რომ ბიჭს ვგავდი" ამბობს მსახიობი.მისმა მშობლება წარუმატებლობის მიუხედავად განაგრძეს კრისტენის გადასაღებ მოედანზე ტარება,რადგანაც მას ინტერესი ფილმებისადმი უღრმავდებოდა. "გადასაღებ მოედანზე გავიზარდე,მიყვარს ეს გარემო".ბავშვობა უზრუნველი ჰქონდა : "სკოლაში კარგი ნიშნები მყავდა,თუმცა ზეწოლას ვერასდროს ვგრძნობდო.ყოველთვის შემეძლო ჰობი და ინტერესთა სფერო მეთვითონ ამერჩია."

საკუთარ როლებზე იმის თქმა შეუძლია,რომ აუცილებელია "ვიგრძნო პერსონაჟი,სცენარმა კი უნდა გამიტაცოს და გამაოცოს".მსახიობი ბედნიერია,რომ მუდამ განსხვავებული ჟანრისა და სტილის ფილმებში უწევს თამაში და ამის გამო თავს იღბლიანად მიიჩნევს.

კრისტენ სტუარტი Wonderland-ის გარეკანზე
კრისტენ სტუარტი Wonderland-ის გარეკანზე

კრისტენ სტუარტი ფემინსტია და მიიჩნევს,რომ ქალებს მეტი შრომა უწევთ ჰოლივუდში სახელის მოსახვეჭად."ვიცი,რომ ეს ერთ დღეში ვერ შეიცვლება და მიხარია,რომ ამ მხრივ პროგრესს ვხედავ.თუმცა მაინც,პროდუსერები ყოველთვის მამაკაცებს ირჩევენ მთავარ როლებზე,რადგან ეს შემოსავლის გარანტიაა.კინო შემქმნელებს ეშინიათ მარცხის და რისკზე აღარ მიდიან.ეს კლიშედ ჟღერს,თუმცა უნდა ითქვას,რომ კარგი საქმის გასაკეთებლად რისკი აუცილებელია"

"ფემინიზმზე საუბრისას ფრთხილად უნდა იყო,რადგანაც შეიძლება შემთხვევით ამ ცნებას სხვანაირი მნიშვნელობა მისცე.დღევანდელ დღეს ახალგაზრდა გოგონებს უჭირთ იმის თქმა,რომ ფემინისტები არიან,რომ მხარს უჭერენ ქალისა და მამაკაცის თანასწორობას,რადგანაც ამის გამო ასოცირდებიან იმ აგრესიულ ჯგუფთან,რომლებიც საკუთარ თავებს ფემინისტებად მიიჩნევენ,თუმცა სრულიად საპირისპიროდ იქცევიან და რადიკალურ მეთოდებს იღებენ."

კრისტენ სტუარტი Wonderland-ის გარეკანზე

კრისტენის ცხოვრება "ბინდის" გამოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.ახლა მის ყველა ნაბიჯს უყურებენ და მიკროსკოპის ქვეშ ათავსებენ."ალბათ ამ ინტერვიუზე რომ მოვდიოდი თან გამომყვნენ პაპარაცები,ჩემი სახის ყველა გამომეტყველებას აფიქსირებენ და ფიქრობენ,თუ რას უნდა ნიშნავდეს ის.ხანდახან სწორად მიხვდებიან ხოლმე,თუმცა ძირითადად ტყუილების მორევში იხრჩობიან."

კრისტენის შესახებ ხშირად ამბობენ,რომ ის თავს უხერხულად და არაკომფორტულად გრძნობს მედიის ყურადღების ქვეშ,ინტერვიუებსა თუ თოქ-შოუებზე. "საზოგადოება მიჩვეულია,რომ სელებრითები დისკომფორტს არასდროს გამოხატავენ.მათი აზრით დიდება,პოპულარობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბედნიერება.მე მიყვარს ჩემი პროფესია,ფილმების გადაღება,თუმცა ამას სახელისთვის არ ვაკეთებ."

რაც შეეხება მის კარიერას,კრისტენმა განაცხადა,რომ მას კამერის უკან გადანაცვლება სურს.მას მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარი აქვს დაწერილი და ცდილობს ამ პროექტის განხორციელებას.თანაც,როგორც თვითონ ამბობს,კინემატოგრაფიის ტექნიკური მხარე უფრო იზიდავს და ვერსდროს გახდება "ის მსახიობი,რომელიც თამაშში იძირება და ისიც კი ავიწყდება სად არის კამერა,მე ყოველთვის მახსოვს სად არის კამერა!"

კრისტენ სტუარტი Wonderland-ის გარეკანზე
კრისტენ სტუარტი Wonderland-ის გარეკანზე

Category: Photos / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top