;
20 თებერვალი 2015      slimshady     1 კომენტარი     ნანახია 1316-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ვარსკვლავები

კრისტენ სტუარტი Interview-ის გარეკანზე კრისტენ სტუარტი Interview-ის გარეკანზე

კრისტენ სტუარტი კიდევ ერთი ჟურნალის - "Interview"-ის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა.ინტერვიუსი,რომელიც მას ლეგენდარულმა მომღერალმა პეტი სმიტმა ჩამოართვა,მსახიობი საკუთარ კარიერულ ნაბიჯებზე,პირველ როლზე,მომავალ როლებზე საუბრობს და გვიმხელს,რომ "ბინდი საგას" გადაღებას სულაც არ ნანობს,რადგან მისი წყალობით 24 წლის ასაკში წარმოუდგენელს მიაღწია.ჟურნალის ფოტოსესიაში კრისტენი საკუთარ "ბიჭურ" ლუქს არ ღალატობს და ფოტოგრაფ სტივენ კლაინისთვის ლეოპარდის პრინტიან ტანისამოსში პოზიორობს.

ასევე იხილეთ კრისტენი ჟურნალ Wonderland-ის მარტის ნომრის გარეკანზე : Kristen Stewart for WONDERLAND Magazine

კრისტენ სტუარტი Interview-ის გარეკანზე

"მსახიობობა ყოველთვის მინდოდა,რადგანაც გადასაღებ მოედანზე ვიზრდებოდი.ადრე ვოცნებობდი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი გავმხდარიყავი,თუმცა ახლა აზრი შევიცვალე,ვიცდი სანამ ნამდვილად მზად ვიქნები ამ საქმესთან შეჭიდებისთვის."

კრისტენ სტუარტი Interview-ის გარეკანზე

"მხოლოდ 10 წლის ვიყავი,როდესაც პირველ ფილმში გადამიღეს ჯოდი ფოსტერთან ერთან.ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუებში ჟურნალისტებს ყოველთვის ზედმეტად სერიოზული და მოღუშული ვეჩვენებოდი და ყოველთვის მეუბნებოდნენ : "უბრალოდ იყავი გახსნილი",მაგრამ მე შოუს გათამაშება არ შემიძლია"


კრისტენ სტუარტი Interview-ის გარეკანზე

"ყოველთვის მეკითხებიან მომავალში როგორი ტიპის ფილმებში მივიღებ მონაწილეობას.როდესაც ვამპირებზე შეყვარებულ გოგონას ვთამაშობდი,მეუბნებოდნენ : "ახლა მზად ხარ აჩვენო ყველას რომ ნამდვილი მსახიობი ხარ?",თითქოს აქამდე ნამდვილი მსახიობი არ ვიყავი"

კრისტენ სტუარტი Interview-ის გარეკანზე

"მესმის მათი,ვინც "ბინდზე" ცუდს ამბობს,მაგრამ დღემდე არსებობს ამ პროექტში რაღაც,რაც უზომოდ მეამაყება.ყველა ჩემმა წარსულში გადადგმულმა ნაბიჯმა ამ მომენტამდე მომიყვანა.ახლა კი თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ,ამიტომ არ შემიძლია ვთქვა,რომ "ბინდის" გადაღებას ვნანობ."

კრისტენ სტუარტი Interview-ის გარეკანზე
კრისტენ სტუარტი Interview-ის გარეკანზე

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, ვარსკვლავები
Tags:

1


  • HotMess თქვა:
    21 თებერვალი 2015 11:32 - ID: 1,
    როგორც ყოველთვის იდეალურია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top