;

15 October 2011      Ancho.     Views 3501    
Category: Photos

ბიონსე ჟურნალ "Harper’s Bazaar"–ის ნოემბრის ნომრისათვის

ბიონსე მსოფლიოში უბედნიერეს ქალად გრძნობს თავს. ის ხომ პატარას ელოდება.
ცნობილმა მომღერალმა ეხლახანს ახსენა, რომ გადაწყვეტილი აქვს გამოუშვას მოდის ხაზი – დედებისათვის. ის უკვე საუბრობს იმ სტილზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავს ახლო მომავალში.

Beyonce Covers For Harper’s Bazaar November 2011

ის ინტერვიუში ამბობს:

"მე არ მომწონს დღესდღეობით არსებული ტანისამოსი ორსულებისათვის. მე მიყვარს დიზაინი, რომელიც ხაზს უსვამს და სექსუალურს ხდის შენს ფეხმძიმობას. ყვავილებიანი ქსოვილები ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. მე თავს ვიწონებ ჩემი სტილეტებით."

Beyonce Covers For Harper’s Bazaar November 2011

მომღერალს სურს მისი ფეხმძიმობის შესახებ ხალხმა გაიგოს მისგან და არა მედიისგან. მან ახალი ნომრისათვის 70 კაბა მოისინჯა და ბოლოს არჩევანი სტაფილოსფერ ხალათზე გააკეთა ლანვინის კოლექციიდან.

Beyonce Covers For Harper’s Bazaar November 2011

ბიონსე ამბობს:

"მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემი მომავალი გეგმების შესახებ. მე ძალიან ვნერვიულობ. ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველად ვარ ასეთი მკვრივი წითელ ხალიჩაზე. მე არ მინდა გიჟური სურათები, საჭორაო თემები. მინდა რამე სერიოზული ვთქვა და ჩემი მომავალი შვილი მოვიშველიე. მე ვგრძნობ იმ ძლევამოსილებას რაც მოყვება შენს ნათქვამს სიყვარულისა და ენთუზიაზმის შესახებ."

Beyonce Covers For Harper’s Bazaar November 2011

მან ჯეიზის შესახებაც ისაუბრა:

"ჩვენ მას შემდეგ ვართ ერთად, რაც მე 20 წლის ვარ...მე უდიდეს პატივს ვცემ მას. ის უდიდესი პიროვნება და არტისტია. ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ მივხვდით რომ ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდა. ერთერთო საუკეთესო რამ ქორწინებაში ეს შემოსავლის გაზრდაა, რადგან აღარ ისადგურებს შიში და დაძაბულობა ურთიერთობაში. ის არის ადამიანი, რომელსაც დაურეკავ, დაუძახებ, იმ მომენტში როდესაც გვერდში დგომა გჭირდება."

Beyonce Covers For Harper’s Bazaar November 2011

ბიონსე ამბობს, რომ ეს საუკეთესო დროა, იმისათვის რომ გახდეს დედა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მივცე ჩემს თავს დრო იმისათვის რომ გავხდე ქალი, როგორიც მსურს. ესაა დრო ავაშენო ჩემი იმპერია, ჩემი ნათესაობა, საკუთარი ღირებულება სანამ გავხდები დედა. საბოლოოდ ღმერთმა ჩვენ დაგვლოცა."


Beyonce Covers For Harper’s Bazaar November 2011
Beyonce Covers For Harper’s Bazaar November 2011
Beyonce Covers For Harper’s Bazaar November 2011



Category: Photos
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top