;

3 February 2012      MaRihanna     Views 2354    
Category: Photos

ალექსანდრ მაქქუინის ახალი კოლექცია - გაზაფხული 2012

ალექსანდრ მაქქუინი - ეს არის დიზაინერი, რომლის ნამუშევრებით მრავალი ქალბატონი მოხიბლულა. ის
ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად დახვეწილი სამოსი წარმოადგინოს, რომელიც ქალის სიძლიერეს
გაუსვამს ხაზს. ამჯერად დიზაინერმა მომხმარებლებს იმედი არ გაუცრუა და წარმოადგინა ახალი კოლექცია,
2012 წლის გაზაფხულისთვის. მაქქუინის კოლექციებში ძირითადად თეთრი, შავი და ნაცრისფერი დომინირებს,
მაგრამ ამჯერად დიზაინერმა "ტრადიციას" უღალატა და ახალი კოლექცია მთლიანად თბილ ფერებზე ააგო.
საგაზაფხულო სეზონისთვის დიზაინერმა გაბედულად შეუთავსა სრულიად განსხვავებული ფერები
და მეტად ლამაზი კომბინაციები მიიღო.
დომინირებს წითელი და ვარდისფერი. ''მკაცრი, ქალური,
დახვეწილი, გემოვნებიანი და ამავე დროს ძლიერი''
- სწორედ ასეთ გოგონებზეა გათვლილი მაქქუინის
საგაზაფხულო კოლექცია. კარგ კოლექციას, კარგი წარმომადგენელიც სჭირდება, ამიტომ ახალი კოლექციის
სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა მიიღო 17 წლის პოლონელმა მოდელმა Zuzanna Bijoch-მ. ფოტოსესია კი
ცნობილმა ბრიტანელმა მოდის ფოტოგრაფმა დევიდ სიმსმა გამართა. ( ჯერჯერობით მხოლოდ 3 ფოტოა გავრცელებული )

ალექსანდრ მაქქუინის საგაზაფხულო კამპანია
ალექსანდრ მაქქუინის საგაზაფხულო კამპანია
ალექსანდრ მაქქუინის საგაზაფხულო კამპანია


Category: Photos
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top