;

11 February 2012      Anch_Bey     Views 3600    
Category: Photos

ნიკი მინაჟი ჟურნალ PAPER-სთვის.

ნიკი მინაჟი ჟურნალ PAPER-სთვის.

29 წლის ამერიკელმა რეპერმა ნიკი მინაჟმა სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალ Paper-ის გაზაფხულის ნომერი დაამშვენა. მსახიობი ფერადი, მწვანე და ვარდისფერი თმით წარსდგა ფოტოსესიაში. მან ჟურნალ მცირეოდენი ინტერვიუც მისცა თავის სტილის 'აიქონებსა' და ახალ ალბომზე.

სექტემბრის თვეში გამართულ მოდის კვირეულზე დიზაინერ Carolina Herrera-ს კოლექციის ჩვენებაზე ნიკი ამერიკული ვოგის რედაქტორ Anna Wintour-ის გვერდზე იჯდა. რეპერი ამის შესახებ ამბობს, რომ ეს მომენტი მისთვის წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო.
ნიკი მინაჟი ჟურნალ PAPER-სთვის.

ნიკიმ თავის სტილის 'აიქონებზეც' ისაუბრა. ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი Grace Jones-ია. ნიკის სტილის 'აიქონი' Cyndi Lauper-იც იყო, რომელიც ნიკის პატარაობიდანვეც მოსწონდა. ასევე იყო Janet Jackson-იც. და ბოლოს ინგლისელი მომღერალი Boy George, რომელშიც ნიკის მისი ჩაცმულობა და სიმღერები მოსწონდა.
ნიკი მინაჟი ჟურნალ PAPER-სთვის.

ნიკიმ ისაუბრა თავის ახალ ალბომზეც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში გამოვა. მინაჟი ამბობს, რომ ეს ალბომი თითქოსდა თავისი ემოციების კოლაჟი, კრებულია. ის აკეთებს იმას, რასაგ გრძნობს, ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.
ნიკი მინაჟი ჟურნალ PAPER-სთვის.


Category: Photos
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top