;
11 აპრილი 2012      ta_mo     17 კომენტარი     ნანახია 1504-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები



<< არიზონა მიუზი ჟურნალ Vogue-ის მაისის ნომრისთვის >>

23 წლის ემერიკელი ტოპ მოდელი არიზონა მიუზი ფოტოგრაფმა ჯოშ ოლინსმა ჟურნალ Vogue-ის
ჩინური გამოცემის მაისის ნომრისთვის გადაიღო. სტილისტმა ნიკოლეტო სანტორომ არიზონას მისი ანდროგენული
იმიჯის შესაბამისი ლანვინის, ჰაიდერ აკერმანის, ჟივენშის, ქლოის და მაიკლ კორსის სამოსი მოარგო. მოდესის
ვარცხნილობაზე და მაკიაჟზე ჯულიენ ვესტოლმა და მიკი რაიოკემ იზრუნეს.
ფოტოსესიის სახელწოდება: Hippie Deluxe















კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

17


  • elga თქვა:
    12 აპრილი 2012 11:41 - ID: 17,
    am suratebshi iseti patara chans aravis egoneba rom modelia matyuara tani aqvs mokled. pirveli surati momewona magrad.me da arizo ver movrigdit mokled raa wink xan miyvars xan araa, xan ragacaze ise gamagizianebs xolme rooo ravici wink

  • ninikoo თქვა:
    11 აპრილი 2012 21:56 - ID: 16,
    love

  • 11 აპრილი 2012 21:17 - ID: 15,
    ta_mo,

    კი , უდაოდ ფრანკა ნამდვილი ქალღმერთია, მართლაც რომ უნიკალური... გეთანხმები.

    რაც შეეხება ამერიკულ ვოგს, ჩემი აზრით ის ვერასოდეს იქნება მწვერვალზე, მიზეზი შენთვისაც კარგად ცნობილია, აღარ დავონკრეტდები, მაგრამ ვიტყვი ერთს , რომ მართლაც ძალიან ზედმეტებში გადადიან , "ჭყიპავენ" ნომრებს ამ სელებრითებით და ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს უნიჭოობის განსახიერება მათ მილიონებად უფასდებათ, ეს კი უკვე შეიძლება ითქვას რომ ქვეყნის დონეზე მეტყველებს. არ ვიცი , რა ეშველება ამერიკის ვოგს, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ...

  • 11 აპრილი 2012 21:00 - ID: 14,
    ta_mo,
    კი , ნამდვილად. ძველი ეფოქა გაცილებით დახვეწილია თანამედროვესთან შედარებით, მაშინ კლასიციზმი და უნიკალიზმი მთავარ ელემენტებად ითვლებოდა და ეს "თვისება" დამახასიათებელი იყო არა მარტო პარიზის , არამედ სხვა განვითარებული ქვეყნების ვოგებისთვისაც. არც ახლა არაა ცუდი, უბრალოდ ახალ-ახალი ხალხი მოყავთ და შეიძლება ეს ამის ბრალიც იყოს. ახალი ფენა ყოველთვის იწვევს უარყოფით მხარეებს, მაგრამ შეიძლება გამოვარჩიოთ რამოდენიმე ნამდვილად ნიჭიერი რედაქტორი, ფოტოგრაფი და ა.შ
    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რედაქტორი ისევ და ისევ საფრანგეთის ვოგიდანაა ალბათ გსმენია კარენ როითFილდის შესახებ, ძალიან ნიჭიერია 2001 წელიც შეიძლება ვოგის აღორძინების ეტაპის ერთ-ერთ საფეხურად ჩავთვალოთ love და დღესდღეობით ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ამ სფეროში , თუნცად ძველი ეფოქის მოდის მიმდევრები.


    კი კი ,,, მეც ძალიან მაინტერესებს თუ რას იზავს , ჩასაფრებული ვარ wink

  • fash_ann თქვა:
    11 აპრილი 2012 20:47 - ID: 13,
    არიზონას გამომეტყველებისგან თითქოს უფრო მეტს მოველოდი ;| ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ:(

  • fash_ann თქვა:
    11 აპრილი 2012 20:46 - ID: 12,
    ოჰ არიზონა,არიზონა... ყოველთვის დარჩები ჩემს ფავორიტად ,მიუხედავად ამ მშრალი ფოტოსესიია. :D <333

  • 11 აპრილი 2012 20:36 - ID: 11,
    ta_mo,
    კი აბსოლიტურად გეთანხმები, იტალიის და პარიზის ვოგი მართლაც რომ მწვერვალზეა , უპირატესობას რაღათქმაუნდა პარიზისას ვანიჭებ , პირადად მე ვთვლი რომ პარიზის ვოგის ყოფილი რედაქტორი მაიკლ დე ბრუნჰოFი ლეგენდაა, 1956 წლამდე მისი რედაქტორობით ვოგი ბრწყინვალების უმაღლეს წერტილზე იყო... ალბათ დამეთანხმები რომ შემდეგ იყო გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ ბოლოს მაინც ამოქაჩეს და აი უკვე 2007- 2012 ისევ პირველ პლანზე წამოიწია. ძალიან მსიამოვნებს იმ ადამიანთან საუბარი , რომელთანაც თავისუფლად შეგიძლია ამ სფეროზე საუბარი , ამ შემთხვევაში შენ გგულისხმობ.

  • keetaa თქვა:
    11 აპრილი 2012 18:50 - ID: 10,
    love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    11 აპრილი 2012 18:17 - ID: 9,
    მოუხდა ასეთი ვარცხნილობა, უფრო მკაცრი იმიჯი შესძინა, მისი მზერა მრავლისმეტყველი და მიმზიდველია, შავ-თეთრი ფოტოები მომწონს, მაგრამ ყდას ნებისმიერი სხვა ფოტო ჯობია.

  • 11 აპრილი 2012 18:17 - ID: 8,
    ta_mo,
    კი, გეთანხმები ძალიან მშრალი ფოტოსესიაა და თითქოს "რაღაც" აკლია, ვერც იმას ვიტყვით, რომ უხარისხოა, მაგრამ მაინც დიდი არაფერი. ძალიან მაინტერესებს ვოგის რედაქტორების ვინაობა, სიამოვნებით მოვხსნიდი wink ჩემი რომ იყოს, მე ისეთ კორექტირებას შევიტანდი, რომელიც უშუალოდ არიზონას ხასიათს გაუსვამდა ხაზს და არა ხარისხს, რადგან მოდელსა და გარემოს შორის აუცილებლად უნდა იყოს პარალელი გავლებული , ამ შემთხვევაში ეს უკვე ფოტოგრაფის ბრალიცაა , მაინც კარგია რომ ნომერი კატასტროფა არ გამოვიდა, მაგრამ მაინც დამეთანხმები, რომ ცოტაოდენი არაპროფესიონალიზმის კვალი მაინც ატყვია ზედ ..

  • megane თქვა:
    11 აპრილი 2012 18:10 - ID: 7,
    კარგია love

  • 11 აპრილი 2012 18:07 - ID: 6,
    - ვერ ვიტყვი რომ აღვფრთოვანდი, მაგრამ უდაოდ ხარისხიანი ფოტოსესიაა. მიუხედავად იმისა, რომ პოზები და მიმიკა ოდნავ დასახვეწია, ამ ნომერში მიუზი მაინც ძალიან მიმზიდველი და პიკანტურია.

    ძალიან მომწონს ოლინსის ფოტოგრაფია, მართლაც რომ დიადი ხელოვანია love , მაგრამ სანტორომ იმედი გამიცრუა, ამ "ფოლადის" მაკიაჟის მაგივრად, მკრთალი რომ გაეკეთებინა და ფოტოშოპიც მიეშველებინათ - ფოტოსესია +5 ზე იქნებოდა, არაუშავს. მაიკლ კორსი მოაშორეთ და ქლოიც ზედ მიაყოლეთ, აი ჟივენში უკვე სხვა სამყაროა love თუმცა მასაც ააქვს გარკვეული ხარვეზები, რომლებსაც ალბათ გამოასწორებს.

    ფოტოსესია ძალიან დამთრგუნველია , მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს, არიზონამ არც თუ ისე ცუდად გაართვა თავი ამ ყველაფერს, მის მაგივრად სხვა მოდელი რომ ყოფილიყო, ალბათ ნომერი ჩავარდებოდა, რადგან არიზონა ყველაზე კარგად იხდენს "სასოწარკვეთილებისა და ნოსტალგიის" არეალს love

    ნიუსიც კარგი იყო :))

  • QiQiTo:):) თქვა:
    11 აპრილი 2012 18:06 - ID: 5,
    რა ლამაზია..არიზონა

  • m_a_n_ch_o თქვა:
    11 აპრილი 2012 18:04 - ID: 4,
    love

  • ბაჭია♥ თქვა:
    11 აპრილი 2012 18:02 - ID: 3,
    ta_mo,
    აა ბაჭიას გავს ლინდსი და მაგიტო? wink მეც მიყვარდა ეგ ავატარი და ლინდსიც..<3

  • ბაჭია♥ თქვა:
    11 აპრილი 2012 17:56 - ID: 2,
    ta_mo,
    რომელი?

    აღარ მახსოვს რა მეყენა..

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top