;

13 April 2012      Bubble ♥     Views 2760    
Category: Photos

რა კარგი იყო ბავშვობა, გიჟობა, უდარდელობა... ცხოვრება იმ პრობლემების გარეშე, რომლებიც დღეს გვაწუხებენ... მოდით პრობლემები გვერძე გადავდოთ და ერთად გავიხსენოთ ის ტკბილი, მონატრებული დრო, რომელსაც სამწუხაროდ ვეღარ დავიბრუნებთ... რომლისგანაც მხოლოდ მოგონებები გვრჩება...
დაბრუნება ბავშვობაში...♥


- ბავშვობაში, ვინმე რომ გადაგაბიჯებდათ, თქვენც გეშინოდათ რომ აღარ გაიზრდებოდით და სთხოვდით უკან გადმომაბიჯეო? ◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥
ბავშვობაში თქვენც თლიდით სათლელით არა მარტო ფანქრებს, ფლომასტერებს და კალმებსაც?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

- ვინმეს თუ სჯეროდა ბავშვობაში, რომ სათამაშოები ღამ-ღამობით ცოცხლდებოდნენ?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥
- უკვე იცანით თქვენი თავი? მაშინ გავაგრძელოთ


დაბრუნება ბავშვობაში...♥

- ბავშვობაში, დედა როცა ქურთუკს გიკრავდათ, თქვენც მოგაყოლებდათ ხოლმე ნიკაპს ელვაში (ზმეიკა) ... ძალიან მწარედ?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

[- თქვენც ასე აკეთებდით: წინდას როცა რეცხავდით, საპონს შიგ ჩააგდებდით და მერე წინდაში წყლის ავსებას ცდილობდით?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

- სკამებისგან და გადასაფარებლებისგან თქვენც აშენებდით სახლებს?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

- ბავშვობაში, როცა თავს იბანდით თქვენც ათასგვარ "კონსტრუქციებს" ქმნიდით გასაპნული თმებისგან?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

- გახსოვთ, როცა ბავშვობაში ეზოში მაღაზიობანას ვთამაშობდით ხის ფოთლები ფულები იყო..:)◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

- ბავშვობაში თქვენც უყვიროდით გამვლელებს აივნიდან და მერე უცებ ჩაიკუზებოდით, რომ არავის დაენახეთ?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

- თქვენც ასე გემართებოდათ: როცა შუქს ჩააქრობდნენ ოთახში, ცდილობდით მაშინვე შემხტარიყავით საწოლზე იმიტომ, რომ გეშინოდათ საწოლის ქვეშიდან ვინმეს ხელი არ გამოეყო და ფეხზე არ გწვდომოდათ?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

- ბავშვობაში თქვენც გეგონათ, რომ ადამიანის გული ასე გამოიყურება - ♥ ?◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥

- თქვენც გახსენდებათ თქვენი ბავშვობა და გეღიმებათ ამას როცა კითხულობთ? :)))◄
დაბრუნება ბავშვობაში...♥


Category: Photos
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top