;

25 April 2012      Anch_Bey     Views 8083    
Category: Photos

ფეხმძიმე ალესანდრა ამბროსიო Vivara-სთვის

ფეხმძიმე ალესანდრა ამბროსიო Vivara-სთვის.

Victoria's Secret-ის ერთ-ერთმა სუპერმოდელმა 8 თვის ფეხმძიმე ალესანდრა ამბროსიომ ბრაზილიური ძვირფასეულობის ბრენდის Vivara-ს რამოდენიმე სამკაული წარმოადგინა. ალესანდრა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ის ფეხმძიმობის პერიოდში თავს უფრო სექსუალურად გრძნობს. ალესანდრა თავს უხერხულად სულაც არ გრძნობს, რაზეც ვერ ვიტყოდით ფეხმძიმე ქალბატონების უმრავლესობაზე.

31 წლის მოდელი მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება ფოტოსესიაში. ალესანდრა ცნობილი ფოტოგრაფების Mert Alas და Marcus Piggott-ის ობიექტივში მოხვდა. ფოტოსურათში ალესანდრა შიშველია და რამოდენიმე ძვირფას სამკაულს ატარებს. ინტერვიუში მან განაცხადა: ,,ფოტოსესია საკმაოდ კარგი იყო. ორსულობამ მე ნდობით აღჭურვილ პირად მაქცია. მე ვამაყობ ჩემი სხეულით. მე არ მრცხვენია ამის გაკეთება ჩემი ორი საყვარელი ფოტოგრაფის წინაშე. მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, ჩაწერილია მათ მიერ."

2012 წლის ივლისში ალესანდრა Victoria's Secret-ის ახალ მაღაზიას გახსნის ლონდონში. სულ ცოტა ხნის წინ მან განაცხდა: ,, მე უკვე სხვადასხვა სამუშაო მაქვს დაგეგმილი, ასე რომ, იმედია მალე ფორმაშიც ჩავდგები."
ფეხმძიმე ალესანდრა ამბროსიო Vivara-სთვის

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში 3 თვის ფეხმძიმე ალესანდრა Victoria's Secret-ის შოუზე წარსდგა და მის გულშემატკივრებს კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა. მას და მის საქმროს Jamie Muzar-ს 3 წლის ქალიშვილი ანია ჰყავთ. Jamie Muzar-მა Facebook-ის მეშვეობით დაწერა:
,,ჩვენ ნამდვილად ვეცადეთ, რომ ეს სიურპრიზად შეგვენახა, თუმცა ჩვენ ძალიან აღშფოთებულნი ვიყავით. მალე მსოფლიოს ჩვენი პატარა ბიჭუნა მოევლინება".
ფეხმძიმე ალესანდრა ამბროსიო Vivara-სთვის


Category: Photos
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top