;
17 მაი 2012      Nanuka.     69 კომენტარი     ნანახია 5628-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
18 წლის ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია!

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-ის მაისის თვის ნომრის რუბრიკის "100 Celebrity"-ში მოხვდა და ჟურნალის გარეკანიც დაამშვენა. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გამომუშავებული 108 მილიონი ამერიკული დოლარით ბიბერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვემქნეს მის ბიუჯეტზე ჯობს გადავხედოთ მის წარმატებასა და სხვადასხვა პროდუქციის გამოშვებით გამომუშავებულ კოლოსალურ თანხებს: ბიბერს აქვს გაყიდული 15 მილიონი ალბომის ეგზემპლარი, გამომუშავებული აქვს 150 მილიონი მსოფლიოს ორი ათას ქვეყანაში ჩატარებული კონცერტებით, მისმა ფილმმა "Never Say Never" გამოიმუშავა 30 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ პრემიერაზე და ჯამში 100 მილიონი. ჯასტინის სუნამომ "Someday" პირველ 6 თვეში მომღერალს 60 მილიონი დოლარი მოუტანა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯასტინი თანხის ძალიან დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავდა ბოლო ორი წლის განმავლობაში გამომუშავებული თანხა 108 მილიონს შეადგენს, რითაც ის "ფორბსის" გარეკანზე მოხვედრას უთუოდ იმსახურებს!

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის

"ფორბსის" ფორმატიდან გამომდინარე სტატია ჯასტინის კარიერასა და ფინანსებზე იყო. როგორც თავად ჟურნალისტი აცხადებს, მათი პირველი შეხვედრის შემდეგ ბიბერის ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა. "მე მყავს ბიზნეს მენეჯერი" - თქვა ბიბერმა 2011 წლის "გრემის" დაჯილდოვებაზე. დღეს კი ის ამბობს: "მე ვიღებ ზარებს ყოველკვირეულად ჩემი მენეჯერისა და ჩემი ადვოკატისგან. ყოველ კვირას ვიგებ რაღაც ახალს ჩემს ბიზნესსა და კარიერაზე".
მიუხედავად ამხელა შემოსავლისა და წარმატებისა ჯასტინი კვლავ ის მხიარული, სულელი და უშუალო თინეიჯერია. ის, თუ როგორ აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა ჯასტინი "იუთუბზე" უკვე ლეგენდაა და აღარავის სჭირდება ამის შეხსენება: "გინდათ მკითხოთ როგორ დაიწყო ყველაფერი? არა, არ გვინდა ეს შეკითხვა" - წუხს ბიბერი.

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის

ჯასტინი გაიზარდა სტრატფორდში, ჩრდილოეთ ტორონტოში. დედამისი 18 წლის იყო, როდესაც გააჩინა ჯასტინი და გაზარდა თავისით ძალზე რთულ პირობებში. "ყვითელი აბურძგნული ხალიჩები... და გვყავდა თაგვები" - იხსენებს ჯასტინ ბიბერი, ვარსკვლავი, რომელსაც დღეს მსოფლიოს ნებისმიერ სასტუმროში შეუძლია დაისვენოს. ყვითელი აბურძგნული ხალიჩებიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ წითელ ხალიჩებამდე გზა საკმაოდ რთული იყო. "ეს იყო სიგიჟე ჩემთვის, რადგან არასდროს წარმომედგინა რომ ეს შესაძლებელი იყო. მე ვცოხვრობდი იმდენად პატარა ქალაქში, რომ არც კი ვიცოდი თუ სადმე ხდებოდა ასეთი
რაღაცები"
- იხსენებს ჯასტინი.

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის

ჯასტინი წარმატებისთვის სიცოალურ მედიას დიდ მადლობას უხდის. "მედია დამეხმარა ჩემი კარიერის განვითარებაში. ინტერნეტისა და "იუთუბის" გარეშე არ მექნებოდა საშუალება მიმეწვდინა ჩემი მუსიკა ხალხისთვის". მისი წარმატება აქ არ სრულდება. სულ მალე დაიწყება ჯასტინის ახალი მსოფლიო ტური "Believe", რომელიც 80 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული და ყველა კონტინენტს მოიცავს, ანტრაქტიდის გარდა. ახალი ტური ხალხს ჯასტინს უფრო მომწიფებული და ჩამოყალიბებული სახით გააცნობს. "ეს არ არის ცვლილება, ეს უბრალოდ მრავალი გახსნილი კარია" - ამბობს მომღერალი. "უკვე ვცდილობ შევქმნა მუსიკა, რომელიც ცოტათი უფრო მომწიფებულია და რომელიც მოეწონება ყველა ასაკის ხალხს. რა თქმა უნდა ამით მე არ ვცდილობ დავკარგო ახალგაზრდა ფანები"

ბევრ ადამიანს ადარებენ ჯასტინს, მაგრამ თავად მომღერალი არავის ასახელებს თავის შთაგონების წყაროდ გარდა მაიკლ ჯექსონისა. "თითო ადამიანი იყიდდა მაიკლის 20 დისკს და არ ნანობდა ამას იმიტომ, რომ ის იყო გენიოსი". - ამბობს ის.


ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

69


  • ketato.smiler თქვა:
    20 დეკემბერი 2013 18:25 - ID: 69,
    რას ერჩით ამ ადამიანს?...დაგიშავათ რამეეე??...ეხლა საქართველოში მოდაშია იმის თქმა რომ შენ ის გძულს..ჩემი აზრით მას საუკეთესო ვოკალი აქვს...ის ძალიან სიმპატიურია და ვერ გავიგე რა გინდაათ?...უბრალოდ მისი გშურთ და არც იცით რა თქვათ...საცაა გასკდებით შურით...რატომ გძულთ რამე დაგიშავაათ თუ რა? angry

  • anasofia თქვა:
    13 სექტემბერი 2012 22:47 - ID: 68,
    ხალხო ვერ გავიგე რა გინდათ ამ ადამიანისგან რა ? მე მისი ფანი არ ვარ მაგრამ მისი რამდენიმე სიმღერა ძალიან მომწონსიმ ადამიანების რიცხვში არ შევდივარ რომლებიც ჯასთინზე აფანატებენ.
    მემგონი დღეს მოდაშია რომ ჟასთინი საქართველოში ყველას ძულს რააააააა არადა ვინც ამბობს რომ ვერ იტანს მას სიგიჟემდე უყვარს
    მას ქართველების დასაწუნი არაფერი არ ჩირს

    ხალხო რა დაგიშავატთ ამ ბიჩმა ვე ხვდები რა ის ძალიან კარგი მომგერალია მე მისი ფანი არ ვარ და არც მომავალში გავხდები
    მაგრამ ჯასთინს არაფერი აქვს ქართველების დასაწუნი შეეშვით მან ტავისი შემოქმედება სააშკარაუზე გამოიტანა და არ მღეროდა სხვებისგან განსხვავებით სააბაზანოშიD:D:D და ყველას გირჩევთ შეეშვათ ცოდოა ჯერ მხოლოდ 18 წლიააა საა საწყალი ვერ გადაიტან ამდენ ლანძღვასDDD

  • ╚►TaaM♥ )) თქვა:
    23 მაი 2012 15:07 - ID: 67,
    აუუუ ეს ბოლოში მაგარი იცით ხოლმე რა ვითომ რას ერჩითო ამ ბავშვსოოო და ბოლოსს "არა მე კი არ მიყვარს" გეგონება ისეთი გრეხია ამ ბავშვის სიყვარული რო არ ვიცი რა ძაან მაგრად მსჯელობთ :))

  • Ggvantsa თქვა:
    19 მაი 2012 22:20 - ID: 66,
    აუუ რით ვეღარ დაკაცდა ეს კიდე რაა, ღინღლი მაინც ქონდეს სახეზე belay

  • Mother თქვა:
    19 მაი 2012 13:48 - ID: 65,
    უნიჯიერესი love ჩემი ცხოვრება ყველას ჯობია: ))ლაწირაკი არა? თქვენი წლოვანება შემახსნეთ აბა wink ყველანაირად კარგი:** ლანძგეთ რა დააკლდება ერთი ვიცოდე wink არადა გულისიღრმეში არავინ აღიარებს მაგრამ არცეთი გოგო არ იტყოდა უარს ასეთ " Love"-ზე

  • nila თქვა:
    19 მაი 2012 11:21 - ID: 64,
    ამ ბოლო დროს უპრო მომწონს ვიდრე ადრე მაგრამ ამ სურათებში არ მომეწონა :)

  • avril-jared თქვა:
    18 მაი 2012 23:13 - ID: 63,
    wink არასდროს არ მიყვარდა და არც მეყვარება wink მაგრამ ეხლა უფრო დამახინჯდა მე ეს ვფიქრობ წინატ უკეტესი იყო ეხლა რაგაცა აგარ უვარგა როჯა wink

  • mariland1 თქვა:
    18 მაი 2012 22:35 - ID: 62,
    მე კი ვფიქრობ გარეგნობა დიდი არაფერი, ან სურათებზეა კურდღელი, ისე კეთილი შურით მშურს, ნიჭიერია და მიაღწია

  • OccnneBchiikii თქვა:
    18 მაი 2012 22:16 - ID: 61,
    წარმატებულია და ეძახეთ ეხლა რაგაცეებიი )))

  • Mrs.Depp თქვა:
    18 მაი 2012 20:48 - ID: 60,
    მომეწონაა love

  • mary...p თქვა:
    18 მაი 2012 20:45 - ID: 59,
    ეს ნამდვილად არ ქმნის გემოვნებიან მუსიკას, და მე რომ ჯასტინი არ მომწონს სულაც არ ნიშნავს რომ ადრე ვგიჟდებოდი მასზე... ისე კი საშინელი შედარებაა და მე თვითონაც ვხვდები, მაგრამ პოლ ვესლის არ გავს..

  • elena -elena თქვა:
    18 მაი 2012 20:23 - ID: 58,
    ადრე უკეთესი იყო ჩემი აზრით (გარეგნობით) ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება მაგრამ სხვას შეურაცყოფას ნუ აყენებთთ არ ვარ ბიბერის ფანი არც ვიყავი და არც მომავალში ვაპირებ გახდომას მაგრამ რა დაგიშავათ ვერ ვხვდები?

  • krusuna თქვა:
    18 მაი 2012 20:09 - ID: 57,
    მშურს ამ ბიჭის დაბალი ხარისხის მუსიკას ქმნის და მრავალ ნიჭიერ მომღერალს უსწრებს ალბომების გაყიდვით და თუნდაც ბიუჯეტით :) რატომაც არა მეც მინდა არაფერი ვაკეთო განსაკუთრებული და ამდენი ფული მქონდეს :D მაგრამ კეთილი ბიჭი ჩანს და თავში არ აქვს ავარდნილი სხვა მომღერლებისგან განსხვავებით :) ამას გარეგნობა რომ არა ეხლა ვერ იქნებოდა რაც არი :დ

  • Maggie თქვა:
    18 მაი 2012 19:45 - ID: 56,
    ჩემი ბიჭი love

  • anii:):):) თქვა:
    18 მაი 2012 17:57 - ID: 55,
    lawiraki wink

  • -Sally- თქვა:
    18 მაი 2012 17:45 - ID: 54,
    რა გინდათ ამ ბიჭისგან? lol თავისთვის არის თქვენ ხომ არაფერს გიშავებთ??? fellow შეიძლება დაბალი ხარისხის სიმღერები აქვს და დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩევა მაგრამ რამდენი სხვა მომღერალია ეგეთი. რატომ უნდა გძულდეს ვერ ვხვდები, უბრალოდ ერთმა თქვა და მერე ყველა აყვა, თითქოს მოდაშია რომ ვერ იტანდე ჯასტინს... winked

    ჯასტინის ფანი არ გეგონოთ :DDD საერთოდ არ ვუსმენ ამის "შემოქმედებას". არც მიყვარს და არც მძულს :)))

  • Laaaa თქვა:
    18 მაი 2012 17:30 - ID: 53,
    არადა აქ ვინც წერს ვერ იტან :D რას გავსო )) 99% ბიბერზე გიჟდებოდა და ჭკუა ეკეტებოდა ... და ეხლა რა ნამუსით წერთ ვერ ვიტანთ რას გავსო და ა.შ . მოკლედ მე ერთს გეტყვით ამის სიმგერები არ მომწონს და არც ვუსმენ :D ასე რომ ბიბერის ფანი არ გეგეონოთ )) მაგრამ გეყოთ ტყვილების წერა რაა ჩვენ არა საკუთარ თავს ატყუებთ ))) ბიბერს ქართველი გოგოების დასაწუნი არაფერი სჭირს ... მე ჩემი აზრი დავწერე და ეხლა ნუ გამომეკიდებით რაა)) და ნუ დაიწყებთ იდიოტობების წერას ...

  • LisbethSalander თქვა:
    18 მაი 2012 17:28 - ID: 52,
    gossip girl,
    რა სისულელეა საერთოდ არ გავს...

  • Bieberconda თქვა:
    18 მაი 2012 17:06 - ID: 51,
    Miyvarsssssssssssssssss

  • gossip girl თქვა:
    18 მაი 2012 16:50 - ID: 50,
    რაას ერჩიით?? პოლ ვესლის გავს და ემსგავსება უფრო და უფრო.... გასიმპათიურებულია არც ისეთი საშინელებაა

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top