;

26 May 2012      Fashion♥     Views 5675    
Category: Photos


მერლინ მონრო(ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი) დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს. იგი დაიღუპა 5 აგვისტოს ბრეიტვუდში.მისი ცხოვრება სწორედ ისეთი იყო როგორიც უნდოდა. მას უნდოდა,რომ ჰქონოდა კაშკაშა და ნათელი ცხოვრება,მაგრამ ამ ცხოვრებაში მას პრობლემებიც ქონდა.

მერლინის დედას გლედის ბეიკერი ერქვა, როდესაც გოგონას 7 წელი შეუსრულდა გლედისი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა ამიტომ იგი სულიერად სნეულთა დაწესებულებაში წაიყვანეს. მერლინის მამა უცნობია. მერლინის დაბდების მოწმობაში მამა ედვარდ მორტონსონია,მაგრამ მერლინს მამამისი არასდროს უნახავს.იმისდა გამო,რომ მერლინის დედა გლედისი მუშაობდა და ქალიშვილისთვის არ ეცალა. იგი გააშვილა როდესაც 2 კვირის იყო და გოგონა სხვა ოჯახმა იშვილა.


1932 წელს მერლინი დედამისმა თავისთან სახლში წაიყვანა, ხოლო 1935 წელს ნორმა (მერლინი) ობლების თავშესაფარში გადაიდა და იქ იცხოვრა 2 წელი. არშემდგარი ურთიერთობები და მისი ამაო მცდელობა დაემტკიცებინა რეჟისორებისთვის,რომ მას იმაზე მეტი შეეძლო ვიდრე იყო,გახდა ალბათ უმთავრესი მიზეზი იმ ტრაგედიისა რაც მოხდა.იგი 1962წლის 5 აგვიტოს იპოვეს მდიდრულ აგარაკზე გარდაცვლილი.

არავინ იცის როგორი ბედისწერა შეიძლებბოდა ქონოდა მერლინს ბუნებას ესეთი ნიჭით,სილამაზით და სითამამი რომ არ დაეჯილდოვებინა. მერლინი რეჟისორებისთვის ყოველთვისლამაზი,დახვეწილი,საყვარელი გოგონა რჩებოდა

.სულ მალე მერლინის სურათები ქალთა ჟურნალებში გამოჩნდა ხან საცურაო კოსტმები ეცვა ხან "შორტები", მაგრამ ეს ყველაფერი დასაშვებ ზომას არ სცდებოდა. 1946 წლის აგვისტოში ,, XX საუკუნე–ფოქსმა“ კონტრაქტით სტატისტად აიყვანა. ამ სტუდიაში დაერქვა ნორმა ჯინს–მერლინ მონრო.

ნორმანის პირველი ფილმი რომელშიც მას ლაპარაკი და სიმღერა შეეძლო იყო ,,ქორისტები“. ეს ფილმი არ იყო კარგი მაგრამ ხალხმა მერლინის ხმა მოიწონა. ამის შემდეგ იყო ფილმი ,,სიყვარულზე გადარეული“.
მერლინს ზუსტი ცნობებით სულ 3 ქმარი ყავდა : ჯიმ დაგერტი, ჯო დი მაჯო და არტურ მილერი.

ჯიმი 20 წლის იყო როდესაც ის და მერლინი დაქორწინდნენ ეს მათი პირეველი ქორწინება იყო. ჯიმი მერლინზე ზრუნავდა,ათამამებდა, მაგრამ მათი ურთიერთობა 4 წელი გაგრძელდა. ხოლო მის შემდეგ ქმარს რაც შეეხება ჯო დი მაჯოს იგი ბეისბოლისტი იყო. იგი და მერლინი ყოველთვის უარყოფდნენ მათ სასიყვარულო ურთუერთობას. 1952 წლის სექტემბერში წყვილი უარყოფდა ყველანაირ ურთიერთობას ხოლო 1953 წლის იანვარში ისინი დაქორწინდნენ.დი მაჯოს თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმიანობა რადგან იგი ყველას ანახებდა თავის სხეულს და ზედმეტად ეჭვიანიც იყო.ხანდახან მერლინს ხელითაც შეხებია.მერლინი და ჯო 9 თვეში დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ დი მაჯო მერლინს მთელი ცხოვრება ეხმარებოდა.არტურ მილერთან გაყრის გამო თავდატეხილი დეპრესიის დროსაც მივიდა მერლინთან დასახმარებლად, ,,პეინ–უაიტნის“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდანაც გამოიყვანა, სწორედ მან მოაწყო დაკრძალვა.

ხოლო რაც შეეხება მერლინის მორიგ ქმარს არტურ მილერს: ,,ჩემი სიცოცხლე“. დრამატურგი არტურ მილერი მერლინმა თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 1950 წელს, ჰოლივუდში გაიცნო. მილერი ცოლიანი იყო და ორი შვილი ჰყავდა: ,,იმით გამიტაცა, რო ჭკვიანია. მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დანარჩენი მამაკაცის გონებაზე ძლიერია|“. ერთად 4 წელი იქნებიან, 1961 წლის 20 იანვარს კი გაიყრებიან,ოფიციალური მიზეზი: ხასიათის შეუთავსებლობა.



მერლინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კი რამოდენიმე
ვერსიაა ცნობილი და მოდით გავეცნოთ ამ ვერსიებს:


1) კენედების დაკვეთით მკვლელობა. აღმოჩენილია მერლინის დღიური, რომელშიც მისი და ჯონ კენედის საუბრის ნაწყვეტია ჩაწერილი.1960 წელს მერლინს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და რამოდენიმე ინტრიგაც კი ჰქონდა წამოცდენილი ჯონთან, როდესაც მერლინი მიხვდა, რომ ჯონი მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა ყურადღება ჯონიც ძმაზე რობერტზე გადაიტანა.

2) სიკვდილი, რომელიც მაფიამ მოაწყო. მერლინ მონროს რომანი რობერტ კენედისთანაც ჰქონდა. მერლინი ისეთ წრეში ტრიალებდა და იმდენად ცნობილი იყო,რომ კენედების შანტაჟისა და კომპრომინტირებისათვის იდეალურ ვარიანტად გამოდგებოდა.

3) უბედური შემთხვევა. ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა. მერლინმა ნარკოტიკის მიღება 1953 წელს დაიწყო.
4) თვითმკვლელობა. თავის მოკვლა ორჯერ სცადა.ერთხელ გაზი ჩართო,მეორედ–აბები მიიღო.

ყველაფრისდა მიუხედავად მერლინი სიკვდილის შემდეგაც იპყრობდა ყურადღებას. ეკრანებზე მის შემოქმედებაზე გადაღებული ფილმებიც კი გამოვიდა: ,,მერლინი“, ,,ნახვამდის ნორმა ჯინ!“ ,,მერლინ მონროს უკანასნელი დღეები“. ასევე გამოქვეყნებულია მისი დღიურები და უამრავი ბიოგრაფიული ნაშრომი მის ჩანაწერებზე დაყრდნობით.



“I'm selfish, impatient and a little insecure. I make mistakes, I am out of control and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.”


A wise girl kisses but doesn't love, listens but doesn't believe, and leaves before she is left.
If you can make a girl laugh, you can make her do anything.”
If you're gonna be two-faced at least make one of them pretty.”
It's better to be unhappy alone than unhappy with someone.
Ever notice how 'What the hell' is always the right answer?
Give a girl the right shoes, and she can conquer the world.”















Category: Photos
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top