;

13 June 2012      Medea♥     Views 5480    
Category: Stars




ბლეიკ ლაივლი ჟურნალ Marie Clair-ისთვის
„ცხოვრებაში მე სრულიად სხვა ვარ“

ბლეიკ ლაივლიმ, რომელიც სერენას როლს ახალგაზრდულ სერიალ „ჭორიკანაში“ ასრულებს, ჟურნალ Marie Clair-ის გარეკანი დაამშვენა. მან ჟურნალისთვის გამართულ ფოტოსესიაში იმონაწილევა, ამ ნომერში შეგვიძლია ვიხილოთ მის მიერ მიცემული ინტერვიუც. ჟურნალის გარეკანზე ბლეიკი გლამურული დივის სტილში წარმოგვიდგა. მსახიობი მოგვევლინა გამჭვირვალე გიპიურის კაბაში, მკვეთრ მაკიაჟსა და გაშლილ თმაში, თითქოს მან ხელახლა მოირგო სერენას სტერეოტიპი.

ბლეიკ ლაივლი ჟურნალ Marie Clair-ისთვის
ბლეიკი აცხადებს, რომ მასსა და სერენას შორის საერთო არაფერია: „ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ მე მხოლოდ ოთხი ბოიფრენდი მყავდა. ხალხმა თქვა: ეს შეუძლებელია. მაგრამ ეს სრული სიმართლეა. მე არ შევხვდები ისეთ ადამიანს, ვინც მხოლოდ ინერვიულებს ჩემზე, მირჩევნია მარტო ვიყო“.
ბლეიკ ლაივლი ჟურნალ Marie Clair-ისთვის
სხვათა შორის, ბლეიკი აღიარეს ყველაზე თანამედროვე სელებრითად, მიუხედავად იმისა,რომ მას არ ყავს საკუთარი სტილისტი. „მე მიყვარს მოდა და მისი დახმარებით მე შემიძლია წარმოვაჩინო საკუთარი თავი. მე ხშირად ვხედავ ადამიანებს, რომლებიც შესანიშნავად გამოიყურებიან, მაგრამ მე ასევე ვხედავ, რომ მათ ეს ეხმარებათ საკუთარი თავის გამოსახვაში“,-ამბობს მსახიობი.

ბლეიკ ლაივლი ჟურნალ Marie Clair-ისთვის
ბლეიკ ლაივლი ჟურნალ Marie Clair-ისთვის
ბლეიკ ლაივლი ჟურნალ Marie Clair-ისთვის


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top