;

17 June 2012      LohanFan     Views 3739    
Category: Stars



ორი წლის შესვენების შემდეგ ეს ლინდსი ლოჰანისთვის პირველი სერიოზული პროექტია. იგი განასახიერებს ჰოლივუდის ლეგენდას ელიზაბეტ ტეილორს. დიდი ძალისხმევის შედეგად ლინდსი მიამსგავსეს ელიზაბეტ ტეილორს. მიუხედავად იმისა რომ ლინდსი ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა, იგი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. მართალია ამ ავარიის გამო, ფილმის გადაღებები ცოტა შეფერხდა მაგრამ ფილმი გეგმის მიხედვით 2012 წლის ოქტომბერში გამოვა.



ფილმი ელიზაბეტისა და მისი მეორე მეუღლის, რიჩარდ ბარტონის სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ორჯერ იქორწინეს. პირველად ერთმანეთი Cleopatra -ს გადაღებებზე გაიცნეს და მალევე იქორწინეს - 1964 წელს და მათი ეს ქორწინება, რომელიც ორივესთვის მეორე იყო 10 წელს გაგრძელდა. 1975 წელს ისინი დაშორდნენ, მაგრამ განშორებამ რამოდენიმე თვეს გასტანა და მალევე მეორეჯერ იქორწინეს და იშვილეს გოგონა გერმანიიდან - მარია და რიჩარდმა ასევე იშვილა ელიზაბეტის მაიკ ტოდთან პირველი ქორწინებიდან გოგონა ლიზა. მათ კიდევ რამოდენიმე ფილმზე იმუშავეს ერთად, ამბობენ რომ ფილმი Who's Afraid of Virginia Woolf? ძალიან წააგავს წყვილის რეალურ ისტორიას.



საინტერესო ფაქტია, რომ თავად რიჩარდი მეუღლეს არ მიიჩნევდა მსოფლიოს ულამაზეს ქალბატონად, ის ამბობდა:
"მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალბატონი? ეს სრული ნონსენსია. მას ლამაზი თვალები ქონდა,
მაგრამ ქონდა ღაბაბი, ამოწეული გუმლკერდი და მოკლე ფეხები."


"the most beautiful woman in the world is absolute nonsense. She has wonderful eyes, but she has a double chin and an overdeveloped chest, and she’s rather short in the leg."
ელიზაბეტთან მეორე განწორწინების შემდეგ (ელიზაბეტი რიჩარდის მე-2 და მე-3 მეუღლე იყო) მან კიდევ 2-ჯერ იქორწინა, ელიზაბეტმა კი 7 მეუღლე გამოიცვალა.

ლინდსი ლოჰანის ამ როლზე დამტკიცებამ კრიტიკოსების აზრი ორად გაჰყო, ერთი ნაწილის აზრით
ეს როლი ლინდსისთვის ზედმეტად რთული შესასრულებელი იქნება რადგან იგი ჯერ არ არის მზად მუშაობისთვის,(თუმცა თუ სურათებით ვიმსჯელებთ ახალგაზრდა მსახიობი დიდი მონდომებით მუშაობს),ხოლო მეორე ნაწილის მტკიცებით ლინდსი შანს იმსახურებს და ეს როლი ზედგამოჭრილია რადგან ის ჩვენი თაობის ელიზაბეტ ტეილორია. რომელი მხარე იყო სწორი მხოლოდ დრო გვიჩვენებს.


რეალური კადრი - ლიზი და რიჩარდი

ფოტო გადასაღები მოედნიდან - ლინდსი და გრანტ ბოულერი.













ლინდსი ლოჰანის სავარძელი რომელშიც იგი არ მჯდარა ორი წლის განმავლობაში.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top