;
17 ივნისი 2012      Ancho.     43 კომენტარი     ნანახია 8768-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

ყველაფერი მერლინის შესახებ
მერლინ მონრო -- ფაქტები, ჭორები, უცნობი ფოტოები

მერლინ მონრო (ნორმა ჯინ მორტერსონი) 1926 წლის 1 ივნისს დაიბადა ლოს-ანჯელესში. მას იმ
პერიოდში ცნობილი მსახიობის ნორმა ტალმაჯის სახელი დაარქვეს. მერლინის დედა ჰოლივუდის
კინოლაბორატორიაში მუშაობდა და გაოცებული იყო ნორმას სილამაზითა და თამაშით, და როდესაც
თავად შეეძინა გოგონა, გადაწყვიტა საყვარელი მსახიობის სახელი ეწოდებინა. მას სჯეროდა, რომ
თავისი შვილიც კინოვარსკვლავი გახდებოდა.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ ნორმა/მერლინის ბავშვობას ბედნიერს ვერ ვუწოდებთ. მამა არ ჰყოლია, დედა კი უცნაური და
გაუწონასწორებელი იყო. ის ფიქრობდა, რომ შვილის აღზრდას მარტო ვერ შეძლებდა და დაბადებიდან
2 კვირის თავზე სხვა ოჯახს გადასცა გასაზრდელად. გოგონამ ოჯახში 7 წელი გაატარა და იშვიათად
ნახულობდა დედას. 7 წლის ასაკში გლედისმა(დედამისმა) უკან დაიბრუნა შვილი, მაგრამ ცოტა ხნით.
მალე მას ფსიქიკური მოშლა დაემართა და გაგზავნეს ფსიქიატრიულში. ბავშვობის დარჩენილი ნაწილი კი
მერლინმა უპატრონო ბავშვთა სახლში და ოჯახებში გაატარა.

ბავშვობაში მერლინის გაუპატიურება ორჯერ სცადეს, ერთხელ, ოჯახში მამინაცვალმა, მეორეჯერ კი
ბიჭმა, რომელიც ბიძაშვილად ეკუთვნოდა, ესეც ერთ-ერთ ოჯახში ყოფნისას. თვითონ მოგვიანებით ამბობდა:
"პირადად ჩემთვის, სექსი და სექსუალური პრობლემები არ იკავებენ უფრო დიდ ადგილს, ვიდრე ფეხსაცმელების
გაწმენდაო". 19 წლადე მერლინმა ორჯერ სცადა თვითმკვლელობა.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ პირველი ნამდვილი გამარჯვება მან თანდაყოლილ ენაბლუობაზე შეძლო. ენის ბორძიკის გარეშე ის
ვერ აბავდა ორ სიტყვას. 3 წლის განმავლობაში ცდილობდა გამოსწორებას და შეძლო კიდეც: 16 წლის
ასაკში ლოგოპედების დაუხმარებლად ნორმალური მეტყველება დაიწყო.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ პირველად, მერლინი გათხოვდა 16 წლის ასაკში, მიატოვა სკოლა და ქმართან, ჯიმ დოგერტისთან დაიწყო
ცხოვრება. ეს უბრალოდ იყო თავის დაღწევა, რადგან სურდა სასწრაფოდ მოშორებოდა ბავშვთა სახლს.
1 წლის ქორწინების შემდეგ, ჯიმი ფლოტზე წავიდა, ნორმა კი საავიაციო ქარხანაში.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ შემოდგომაზე ქარხანას რეჟისორები და ფოტოგრაფები ეწვივნენ. მათი გადასაღები თემა იყო: ამერიკელი
ქალბატონები ნაციზმთან ჭიდილში. ფოტოგრაფმა დევიდ კონოვერმა შეამჩნია რა ნორმა ჯინი, შესთავაზა
პოზირება და 5 $ საათში. ასე დაიწყო მისი ვარსკვლავური კარიერა. მალე მან მიატოვა ქარხანა
და დაიწყო ფოტომოდელად მუშაობა. ომიდან დაბრუნებულ ქმარს ეს არ მოეწონა და მას ულტიმატუმი
დაუყენა: ან სამსახური ან ოჯახი.

მაგრამ მას ამბიციები ჰქონდა, უნდოდა თამაში, კინოვარსკვლავობა, თან გაგებული ჰქონდა, რომ
პროდუდერები გაუთხოვარ გოგონებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ამიტომაც ქორწინების ფინალიც ნათელი გახდა!

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ 20 წლის მერლინს არ ჰქონია კლასიკური სილამაზე, მაგრამ: გაცისკროვნებული ღიმილი ჟურნალის
ფურცლებზე, კალენდრებსა თუ მისალოცებზე, მალავდა მისი ბავშვობის ტკივილს, კომპლექსებსა და
დეპრესიულობას.

მოგვიანებით ერთ-ერთი კრიტიკოსი წერდა: "არ უყვარდეთ 25-35-45 ასაკში ასატანია თუ უყვარდით 5 წლის
ასაკში. თუ ვიტყვით როგორ ეფერებოდნენ მერლინს ბავშვობაში, არაფრის თქმა არ მოგვიწევს!"
თვითონ ვარსკვლავიც ხომ იხსენებდა: "არავინ მეძახდა შვილს, არავინ მეხუტებოდა, არავინ მკოცნიდა"
როდესაც პატარა გოგონა თავს მარტოსულად გრძნობს, როდესაც ის არავის სჭირდება, ამას ვერასოდეს
დაივიწყებს!"


მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ 1946 წელს მას კონტრაქტი გაუფორმეს და სტატისტიკოსად დანიშნეს. სთავაზობდნენ სხვადასხვა სახელებს,
მაგრამ საბოლოო არჩევანი ვარსკვლავმა მერლინ მონროზე გააკეთა. მონრო მისი ბებიის გვარი გახლდათ.
1951 წელს, კვირაში ის უკვე 2-3ათას წერილს იღებდა თაყვანისმცემლებისგან. 1954 წელს მიიღო
ტიტული "ყველაზე პოპულარული მსახიობი ქალი".

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ "ყველა დროის გამოჩენილი ქერა ქალბატონი" დაიბადა ღია ყავისფერი თმით, ფსევდონიმის შეცვლასთან
ერთად მან თმა სუფთა ქერად გადაიღება და ჩაიტარა რამოდენიმე პლასტიკური ოპერაცია, მათ შორის
ცხვირის ფორმა.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ კარიერის დასაწყისში, მერლინი პოზირებდა კალენდრებისთვის და ამაში მას საათში 50 $ს უხდიდნენ.
ის ფლეიბოისთვისაც იქნა გადაღებული, პორნო ფოტოსესიებთან დაკავშირებით მასზე უამრავი ჭორი და
სკანდალი დადიოდა, მაგრამ ყველაფერი ეს მას უფრო დიდ პოპულარობას სძენდა.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ მერლინ მონროს გამოსახულება შეგხვდებოდათ აბსოლიტურად ყველგან: ჭიქებზე, კარტზე, ბარებსა
თუ ბალიშის პირებზე.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ 1954 წელს ის ცოლად გაჰყვა ცნობილ ბეიზბოლისტს ჯო დიმაჯოს. მათმა ქორწინებამ 9 თვეს
გასტანა. თუმცაღა, ჯო კვლავინდებურად აგრძელებდა მორალურ თანადგომას მერლინისადმი მის
კარიერაში.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ ქორწინების პერიოდში, მათ თაფლობის თვე იაპონიაში გაატარეს, სადაც მერლინ მონროს საშუალება
მოეცა გამოსულიყო ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც კორეელების წინააღმდეგ ომში
მონაწილეობდნენ. მათთვის ცნობილი "გოგონა ყდიდან"- ცოცხლად ნახვა უბრალოდ სასწაული იყო.
მერლინმა სცენაზე იყვირა: "არასოდეს მინახავს ამდენი მამაკაცი ერთად!" მან რამოდენიმე სიმღერა
შეასრულა.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ ბევრი რეჟისორი უჩიოდა მერლინ მონროს მუშაობას. მას მუდმივად ავიწყდებოდა სიტყვები,
აგვიანებდა გადაღებებზე ან საერთოდ იკარგებოდა რამოდენიმე დღის განმავლობაში. სჭირდებოდათ 40
დუბლი, რომ სცენა კარგი გამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორებსა და პროდუსერებთან
პრობლემური დამოკიდებულება ჰქონდა, ხალხთან ძალიან კეთილი და მეგობრული იყო.


მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ მერლინისა და ჯოს ურთიერთობა გამწვავდა ფილმის The Seven Year Itch-ის გადაღებებზე.
მერლინმა სთხოვა ქმარს გადაღებებზე მოსულიყო დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ
ამ დროს მიმდინარეობდა ცნობილი კადრის გადაღება-როდესაც მას კაბა უფრიალდება და ტრუსი უჩანს.
ჯო განრისხდა და ისინი სასწრაფოდ გაეყარნენ.


მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ 1950 წელს გაიცნო დრამატურგი არტურ მილერი. მასთან ქორწინება ყველაზე ხანგრძლივი 4 წელი
აღმოჩნდა, მაგრამ არც ისე ბედნიერი. მერლინმა არტურის ჩანაწერი იპოვნა დღიურში, რომელიც
გაკეთებული იყო ქორწილიდან რამოდენიმე კვირის თავზე: "ის პატარა ბავშვს ჰგავს, მე მას ვერ ვიტან!"
მერლინი შოკში ჩავარდა. ისინი 1961 წელს დაშორდნენ.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ მერლინს, ისევე როგორც მის წინა ორ ქმარს, სურდათ შვილები, მაგრამ მისივე ჯანმრთელობა არ უწყობდა
ხელს განზრახვის ასრულებაში. ალკოჰოლი, წამლები.. ერთხელ დაორსულდა კიდეც, მაგრამ ბავშვი მოწყდა.
ამის შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა, ბევრი დალია, მიიღო წამლები და დიდი დოზის გამო კომაში ჩავარდა.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ 1961 წლიდან ყველაფერი ადასტურებდა იმას, რომ ის ნარკოტიკებს იღებდა. უკანასკნელმა 2 ფილმა
კრიტიკოსების ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია, ქმარს დაშორდა და ყველაფერმა მის ფსიქიკაზე
უარყოფითად იმოქმედა. ის ფიქიატრიულში მოათავსეს.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ მალე მას დიდი დოზა მოუვიდა, ჯომ კვლავ სცადა მისი გადარჩენა, მათ მეორედ დანიშნეს ქორწინების
რიცხვი-8აგვისტო, მაგრამ 1962 წლის 4 აგვისტოს საღამოს, მერლინი თავის სახლში იპოვნეს, მას სიცოცხლის
არანაირი ნიშანი აღარ აჩნდა.


მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ მის სიკვდილთან დაკავშირებით 5 ვერსია არსებობს: მკვლელობა კენედების დავალებით,
მკვლელობა მაფიის დავალებით, თვითმკვლელობა, ნარკოტიკის გადამეტებული დოზა და
ფსიქოანალიტიკოსის ტრაგიკული შეცდომა.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ როდესაც ვარსკვლავის სახლი ნახეს, ვერაფერი იპოვნეს რაც მას კომფორტს შეუქმნიდა. არანაირი
სურათები კედელზე, არცერთი ფუფუნების ნივთი. ძალიან უბრალო და სადა ოთახი: კარადა, საწოლი,
ნათურა და ყველაზე საჭირო მისთვის.. წამლები.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ სიკვდილიდან 37 წლის შემდეგ, 1999 წელს ფლეიბოიმ მერლინ მონრო ყველაზე სექსუალურ ქალად
დაასახელა და მთელმა მსოფლიომ მასთან ერთად მას "მეოცე საუკუნის სექს-სიმბოლო" უწოდა.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ მერლინ მონრომ შექმნა ეპოქა. მისი სიცოცხლის შემდეგ, მისი სტილი ბევრისათვის ხდება მუზა.
უამრავმა ვარსკვლავმა მოირგო მისი იმიჯი წლების შემდეგ. რა თქმა უნდა განუმერებელი მხოლოდ
ის, ერთადერთია, მაგრამ ბევრი ცდილობდა მისი სახე შეექმნა მუსიკალური კლიპისა თუ ფილმისათვის.

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷ მიუხედავად იმისა, რომ მას ტანჯავდა დეპრესია, საზოგადოებაში ყოველთვის მოწესრიგებული და მომღიმარი
ჩნდებოდა. მერლინის სიტყვები: "ჯობია დავაგვიანო, ოღონდ მივიდე სრულ ფორმაში. რაც მე მიყვარს
ეს არის არ ვიჩქარო. ჩვენი ცხოვრება ფუსფუსია, სილამაზე კი მოთხოვს დროს. მე ერთი სურვილი მაქვს
სწრაფვა სრულყოფილებისაკენ!"


მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷☷

მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

43


  • nanka kaulitz თქვა:
    20 ივნისი 2012 15:28 - ID: 43,
    ვგიჟდები შენზე მერლიინ :*

  • maikunamai თქვა:
    18 ივნისი 2012 19:45 - ID: 41,
    ულამაზესიიი და მაგარიი ქალიიი იყოოო love აუფ რაა უტანჯიააააა :X love love

  • im888 თქვა:
    18 ივნისი 2012 16:45 - ID: 40,
    winked მაგარი ნიუსია! მადლობა ავტორს!

  • mikuss თქვა:
    18 ივნისი 2012 16:10 - ID: 39,
    უნდა ამოვაპრინტერო feel ისე მეც უნდა გამეკეთებინა tongue <33

  • anii:):):) თქვა:
    18 ივნისი 2012 15:55 - ID: 38,
    love

  • butterfly თქვა:
    18 ივნისი 2012 13:48 - ID: 37,
    აი არ ვიცი ულამაზესი იყოო ! love

  • girl თქვა:
    18 ივნისი 2012 12:26 - ID: 36,
    დავიჯერო ცხვირის ოპერაცია მართლა გაკეთებული აქვს? belay

  • AnneCrazy თქვა:
    18 ივნისი 2012 12:07 - ID: 35,
    ყველაზეე ლამაზიაა....ულამაზესიიიი love ყველას ჯობიააა love

  • tatomika93 თქვა:
    18 ივნისი 2012 11:03 - ID: 34,
    ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალი...!!! რა ბედნიერი ჩანს სურათებში და თურმე რა უბედური ყოფილა....

  • MEOW თქვა:
    18 ივნისი 2012 10:14 - ID: 33,
    love

    love

  • Baia ❥ თქვა:
    18 ივნისი 2012 00:48 - ID: 32,
    ძალიან კარგი ნიუსია feel
    -მერლინ love





    ________________
    შემოდით ხოლმე ჩემს Tumblr-ზე ^_^

    ბაია B ✔

  • helen_angel თქვა:
    17 ივნისი 2012 23:47 - ID: 31,
    საღოლ ავტორ.. wink ძაან მაგარი ნიუსი იყოო. მერლინიი კი ულამაზსიაა love

  • veko_vek თქვა:
    17 ივნისი 2012 23:42 - ID: 30,
    მაგარი ფოტოგენურია

  • mari-kuna თქვა:
    17 ივნისი 2012 23:34 - ID: 29,
    ძალიან ლამაზი ქალი იყო love

  • elga თქვა:
    17 ივნისი 2012 23:15 - ID: 28,
    ისე ამას და ოდრის საერთო სურათი არ აქვთ გადაღებულიიი? მაინტერესებს მაგრად

  • pupsi თქვა:
    17 ივნისი 2012 23:10 - ID: 27,
    მიყვარს ვგიჯდები ისეე :X
    ყოჩაღ ძალიან კარგიი ნიუსიაა

  • lady19 თქვა:
    17 ივნისი 2012 23:06 - ID: 26,
    ყველაზე მაგარი ქალი და პოსტი

  • lizzyy თქვა:
    17 ივნისი 2012 23:05 - ID: 25,
    rogoor miiyvars es qaali =))) dzalian magari viinmea )) marlyyn <3

  • koko :)) თქვა:
    17 ივნისი 2012 22:26 - ID: 24,
    Ancho.,

    მაგარი ნიუსია!

    ეპიკ მერლინი love ყველაფრის ფუძემდებელია love

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top