;

20 June 2012      Sofia ϟ ♥     Views 2459    
Category: Stars

Carly Rae Jepsen


Carly Rae Jepsen

კარლი რეი ჯაპსენი კანადელი მომღერალია, ბრიტანული კოლუმბიიდან. მან 2007 წელს Canadian Idol - ის მეხუთე სეზონში მიიღო მონაწილეობა. კონკურსში მონაწილეობის შემდეგ კარლიმ რექორდ - ლეიბელებთან Fontana - სთან და MapleMusic - თან კონტრაქტს ხელი მოაწერა და 2008 წლის 30 სექტემბერს მისი პირველი სადებიუტო ალბომი გამოუშვა, სახელად Tag of War. სამი წლის შემდეგ მან ახალი სიმღერა ჩაწერა «Call Me Maybe», რომელსაც 2012 წლის 14 თებერვალს ახალი ალბომის Curiosity - ის გამოშვება მოჰყვა. დღესდღეობით მისი სიმღერებიდან Call Me Maybe ყველაზე პოპულარულია. ამ სიმღერამ ბილბოარდის Hot 100 და Canadian Hot 100 - ში პირველი ადგილი დაიკავა. კარლიმ ასევე Interscope - თან მოაწერა კონტრაქტს ხელი. Call Me Maybe - ის კლიპს YouTube - ზე დღესდღეობით 16 000 000 მნახველი ჰყავს. 14 აპრილს ეს სიმღერა UK Singles Chart - ის თავშიც მოექცა.

Carly Rae Jepsen


Carly Rae Jepsen


ცხოვრება და კარიერა

კარლიმ მისიონში Heritage Park - ის საშუალო სკოლა დაამთავრა. Canadian Idol - ში მისვლამდე იგი საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯში ქალაქ ვიქტორიაში სწავლობდა. Canadian Idol Tour - ის დასრულების შემდეგ კარლი სახლში დაბრუნდა, რათა მისი ყურადღება ახალი სიმღერების ჩაწერასა და სიმღერის ტექსტების დაწერაზე გადაეტანა. მალე კარლიმ პროდიუსერ რაიან სტიუარტთან დაიწყო მუშაობა.

Carly Rae Jepsen


Carly Rae Jepsen


Carly Rae Jepsen


2008 – 2009, ალბომი Tug of War

2008 წლის 16 ივნისს გამოვიდა კარლის სადებიუტო ალბომი, რომელიც გაიხსნა ჯონ დენვერის სიმღერის ქავერით ”ყ”. ეს ერთადერთი ქავერია ალბომში. 21 ივლისს კარლიმ ორი ახალი სიმღერა შემატა ალბომს “Bucket” და “Heavy Lifting”. აგვისტოში კარლიმ მის My Space - ზე დაწერა, რომ ალბომი 30 სექტემბერს იქნებოდა გაყიდვაში გამოსული და დაასახელა ალბომში შესული კიდევ ორი სიმღერის სახელი "Tug of War" და "Sweet Talker". ეს ორი სიმღერა iTunes - ზე გასაყიდად გამოვიდა 16 სექტემბერს.











2012 - დღემდე, ალბომი Curiosity

კარლიმ მისი მეორე ალბომი 2012 წელს გამოუშვა. ალბომის პორიდუსერი რაიან სტიუარტი გახდა. 21 სექტემბერს გამოვიდა სიმღერა “Call Me Maybe”. სიმღერა ძალიან მალე აიტაცა ხალხმა და მომღერლის პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც ბევრ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 23 მარტს კარლი პირველად გამოჩნდა ტელევიზიაში The Ellen DeGeneres - ის შოუში.



Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top