;
20 June 2012      ta_mo     23 კომენტარი     ნანახია 4305-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

25 წლის ბრიტანელ მომღერალს, ფლორენს უელჩს, მოდის კრიტიკოსები ხშირად აკრიტიკებენ მისი
ბოჰემური და ამავდროულად ელეგანტური სტილის გამო, ისინი უელჩის ჩაცმულობას მუდმივად ძველმოდურად და
გაუგებრად მიიჩნევენ, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მომღერალი გახლდათ ისეთი დიზაინერებისთვის
შთაგონების წყარო როგორებიც არიან ფრიდა ჯიანინი და კარლ ლაგერფელდი, ნიუსში
გთავაზობთ მუსიკოსის თხუთმეტ საუკეთესო ლუქს მისი გარდერობიდან.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი

2012 წლის აპრილის თვეში ფლორენსი ლას-ვეგასში იმყოფებოდა ერთ-ერთი სამორინის გახსნაზე,
კამერების წინ უელჩი ვალენტინოს ულამაზეს მწვანე კაბაში გამოწყობილი პოზირებდა, ამ ლუქის მეშვეობით
მან ურნალ გლამურის გამოკითხვის მიხედვით მოწინავე პოზიცია დაიკავა ყველაზე გემოვნებიან ქალბატონებში.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


2011 წლის ივნისის თვეში, ფლორენსი ანტონიო ბერარდის მბზინავი დეტალებით გაფორმებულ,
თეთრ კაბაში გამოწყობილი ესწრებოდა VH1-ის ღონისძიებას, უელჩმა კაბას ჯიმი ჩუს ხორციფერი, მაღალქუსლიანი
ფეხსაცმელი შეუხამა, საერთო ჯამში კი იგი 20-2 საუკუნის ჰოლივუდის ვარსკვლავს მიამსგავსა საზოგადოებამ.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


2011 წელს,პარიზის მოდის კვირეულზე, კერძოდ კოკო შანელის ჩვენებაზე მომღერალი ამავე ბრენდის,
წყლის თემატიკაზე შექმნილ ულამაზეს კაბაში გამოწყობილი პოზირებდა კამერების წინაშე. დატალღული
სადა ვარცხნილობა და ქლოის ფეხსაცმელი იდეალურად შეესაბამებოდა სრულ ლუქს.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


ლონდონში გალერეის გახსნაზე ფლორენსი საკმაოდ ანდროგენული იმიჯით წარსდა. რომელმაც
დიდი მოწონება დაიმსახურა მოდის კრიტიკოსების მხრიდან.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


ტელეშოუში "დილა მშვიდობისა ამერიკა" ფლორენსი გამოწყობილი გახლდათ გუჩის შინდისფერ კაბაში,
რომელიც ფრიდან ექსკლუზიურად ფლორენსისთვის შექმნა გასულ ხაფხულს.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


2012 წლის დეკემბერში, მომღერალი გუჩის ვახშამზე იმყოფებოდა, სადაც რაღათქმაუნდა ამავე
ბრენდის ტანზე მომდგარ კაბაში გახლდათ გამოწყობილი. ლუქს უელჩმა მაქქუინის ფეხსაცმელი შეუხამა.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


MTV Video Music Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე ფლორენსმა ყველა გააოცა მისი
დახვეწილი და გლამურული ლუქით, მან არჩევანი ანტონიო ბერარდის მბზინავი დეტალებით შემკულ
კაბაზე შეაცერა, რომელსაც წითელი ტუჩსაცხი შეუსაბამა.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


ირლანდიაში 2011 წელს,Oxegen Music Festival-ის სცენაზე მომღერალი ჯულიენ მაკდონალდის
სპილოს ძვლისფერ კაბაში გამოწყობილი წარსდგა მსმენელის წინაშე.


ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


ერთ-ერთ შოუში ფლორენსი ვინტაჟის სტილში შესრულებულ, ფერად კაბაში გამოწყობილი წარსდგა.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


GLAMOUR Women Of The Year Awards-ის საღამოზე უელჩი შესანიშნავად გამოიყურებოდა
მინი შავ კაბაში, რომელიც ჯორჯი არმანის კოლექციაში იქნა წარმოდგენილი.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


შარშან, როდესაც თეთრი ფერი გახლდათ წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი, მომღერალმა სცადა
მოდისთვის ფეხი აეწყო, ამიტომ მან დიორის თეთრი კაბა და ფეხსაცმელი იდეალურად მოირგო.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


მსოფლიო ტურნეში ფლორენსი თაყვანისმცემლების წინაშე მუდმივად ძალიან სახასიათო
კოსტიუმებში გახლდათ გამოწყობილი. ერთ-ერთ კონცერტზე იგი ძველ ბერძენ ქალღმერთს გავდა,
გუჩის შესანიშნავი კაბისა და აქსესუარების მეშვეობით.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


2009 წელს უელჩი სასტუმროს გახსნას ჯულიენ მაკდონალდის შავ ლუქში გამოწყობილი დაესწრო.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


Barclaycard Mercury Prize-ს ვერსაჩეს შავ კაბაში გამოწყობილი დაესწრო

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი


ვინტაჟის სტილში შესრულებული, მწვანე მაქმანებით დამზადებული მაქსი კაბა ყველაზე მეტად
შეესაბამება თავად მომღერლის შინაგან სამყაროს, სადა, ელეგანტური, ბოჰემური და გამორჩეული.

ფლორენს უელჩის 15 საუკეთესო ლუქი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

23


  • Nirvanaismydrug თქვა:
    21 June 2012 18:42 - ID: 23,
    ვგიჟდები <3

  • im888 თქვა:
    21 June 2012 14:06 - ID: 22,
    ესეთი სტილის ფეხები მომწონს winked

  • lalaa თქვა:
    21 June 2012 12:07 - ID: 21,
    ყველაზე მეტად გუჩის შინდისფერი კაბა მომწონს love უნიჭიერესია ფლორენსი და ნიუსიიი კარგია როგორც ყოველთვიის love

  • adele თქვა:
    21 June 2012 01:36 - ID: 20,
    floo rogor miyvars love unichieresia da ra magari tani aqvs feel
    newsi rogorc yoveltvis... love

  • Little N თქვა:
    21 June 2012 01:06 - ID: 19,
    რაკაი ფეხები აქვს

  • amanda თქვა:
    20 June 2012 23:51 - ID: 18,
    ta_mo,

    ძაან მაგარი ნიუსია ;)


    ეხლა დავაკვირდი მის ფეხებს და ვაუუ ძაან ბევრ მოდელს რო შეშურდებოდა ისეთი აქვს ძაან,ძაან ლამაზი love უცნაური სტილი აქვს ძაან მაგრამ მომწონს იმ მხრივ რო თავისებურია რა:) იხდენს :) ისე ასაკით უფრო დიდს გავს

  • Smiley :) თქვა:
    20 June 2012 23:07 - ID: 17,
    ეს , ეს და ეს განსაკუთრებულად მომეწონა ^^ კარგია საერთო ჯამში )

  • anii:):):) თქვა:
    20 June 2012 21:37 - ID: 16,
    ნამდვილად კარგი მომღელაია კარგი ტანიც აქვს მაგრამ სახეზე საერთოდ არ მომწონს და არც ჩაცმის სტილი.ნიუსი love

  • NiNi_N თქვა:
    20 June 2012 21:31 - ID: 15,
    ta_mo
    ააააააა, ზოგ სურათში იმდენად ბუნებრივად
    ჩანს აზრადაც არ მოგივა რომ შეღებილია :)

  • Naughty Angel თქვა:
    20 June 2012 21:23 - ID: 14,
    მიყვარს ეს ქალი მისი ხმის ტემბრი შანელის ჩვენებაზე როგორ მომეწონა
    ერთი სიტყვით უნიჭიერესია <3 ასეთი ხალხი დღეს დღეობით ძალიან სჭირდება შოუ ბიზნეს
    ნიუსი <3

  • NiNi_N თქვა:
    20 June 2012 21:14 - ID: 13,
    აუ ეს ბუნებრივად არის ჟღალთმიანი თუ შეღებილი აქ?

  • anna_ anna თქვა:
    20 June 2012 21:00 - ID: 12,
    არ მომწონს..ასეთი სხვებზეც დადე რა ავტორ..

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    20 June 2012 20:56 - ID: 11,
    მშვენიერი სხეული და ფეხები აქვს, რასაც ირჩევს მშვენივრად იხდენს, მუქი წითელი და შინდისფერი ტუჩსაცხი უხდება და შავი ფერიც ასევე love თან ბრიტანელიაა, ნიუსი კარგიააა love

  • AnneCrazy თქვა:
    20 June 2012 20:42 - ID: 10,
    ყველაზე კარგი მომღერალია და კარგი სიმღერებიც აქვს love

  • BonoBo თქვა:
    20 June 2012 20:38 - ID: 9,
    ძაან მაგარი მომღერალია!!!

  • tamo თქვა:
    20 June 2012 20:15 - ID: 8,
    რა კარგი ფეხები აქვს :XXX
    სიახლეე მომეწონა თამო love

  • sofiaaaaaa თქვა:
    20 June 2012 20:14 - ID: 7,
    მიყვარსსსს:*:*:*:*

  • Lindsay თქვა:
    20 June 2012 19:57 - ID: 6,
    ხანდახან ხშირ შემთხვევაში მომწონს მისი ჩაცმის სტილი,ხანდახან თუ გამოერევა რამე ისეთი რაც არ მომწონს )) საერთო ჯამში მშვენიერი სტილი აქვს და რას უწუნებენ ვერ ვხვდები :X
    ნიუსი შეუდარებელია,როგორც ყოველთვის love
    ერთი ამის და მეორე მომსენის ფეხებზე მემართება რაღაც შოკები wink

  • camilla თქვა:
    20 June 2012 19:49 - ID: 5,
    ძალიან ლამაზი ტანი აქვს,განსაკუთრებით ბოლოდან მესამე ლუქი მომეწონა love

« 1 2 »



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top