;
21 ივნისი 2012      ნუციკო     56 კომენტარი     ნანახია 7035-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ისინი იყვნენ სრულიად განსხვავებულები ერთმანეთისგან - ჯონი წარმოშობით ამერიკიდან არის ვანესა კი ევროპიდან. ერთი მოღუშული და გულჩათხრობილია მეორე კი მომღიმარი და კაშკაშა. ჯონის მშობლები მუშა კლასის ოჯახიდან იყვნენ, ხოლო ვანესას მშობლები შოუბიზნესის წარმომადგენლები. მათ შორის არაფერი არ ყოფილა საერთო გარდა მათი სიყვარულისა
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა ერთმანეთს პირველად 1998 წელს შეხვდნენ პარიზში. იმ დროს ჯონი იქ იმყოფებოდა რომან პოლანსკის ფილმის გადაღებებზე მეცხრე კარიბჭე. რესტორანში ვახშმობის დროს ბართან შენიშნა მისგან ზურგით მჯდომარე გოგონა, რომელიც საუბრობდა ჩახლეჩილი ხმით და ფაქიზად ეწეოდა თამბაქოს. ჯონი გულის ფანცქალით მიშტერებოდა იდუმალებით მოცული ადამიანის სილუეტს და წარმოედგინა თითქოს მთელი მსოფლიო თავდაყირა დადგა. სწორედ ამ დროს მომხიბლავი ქალბატონი შემობრუნდა და მათი მზერა ერთმანეთს შეეჯახა.

"მე არ ვუჯერებდი ჩემს თვალებს! ვეკითხებოდი საკუთარ თავს ნუთუ ის ადამიანია თუ ანგელოზი? ეს იყო რაღაც მაგიური. მისი დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრება ამიერიდან რადიკალურად შეიცვლებოდა" - ამბობს ჯონი.
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონის და ვანესას ურთიერთობა არ გავდა მათი კოლეგების რომანებს ჰოლივუდიდან. არ არსებობდა მათი ფოტოები ჟურნალებში, არანაირი გულახდილი ინტერვიუები, არანაირი მაჩვენებელი ფაქტი იმისა, რომ ამ ორ ცნობილ პიროვნებას კინოსა და მუსიკის სამყაროდან ასე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი იმ დროსაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა არამარტო საკუთარ ქვეყანაში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჟურნალისტები ვერ ახერხებდნენ ინფორმაციის მოპოვებას მათი პირადი ცხოვრების შესახებ, ჯონის და ვანესას კი უხაროდათ, რომ თავისუფლად შეეძლოთ გაეტარებინათ დრო ერთად ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე.
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
მას შემდეგ რაც წყვილი ერთმანეთს პარიზის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა მათი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. როგორც ჩანს ჯონის იქამდე ვერც კი წარმოედგინა თუ რას ნიშნავდა ბედნიერება - ეს იყო ვანესა პარადის სიყვარული. მათი შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო სამი თვის შემდეგ ვანესა უკვე ფეხმძიმედ იყო პირველ ბავშვზე. მათი უფროსი ქალიშვილი ლილი როუზი დაიბადა 1999 წლის 27 მაისს პარიზში. ბავშვის გაჩენის შემდეგ ვანესა ფიზიკურად ძალიან შეიცვალა, უფრო გახდა, ხოლო ჯონისთვის ეს მოვლენა გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა ცხოვრებაში, იგრძნო მეტი პასუხისმგებლობა, გაანალიზა მისი როლი არსებულ სიტუაციაში, საათიც კი შეიძინა, რომელსაც აქამდე არასოდეს არ ატარებდა - დრო უფრო მეტად ძვირფასი გახდა მისთვის, ხოლო ალკოჰოლი, 2 კოლოფი სიგარეტი დღეში, და გიჟური წვეულებები წარსულს ჩაბარდა.

"იმ მომენტში, როდესაც გავიგე ჩემი პატარას პირველი ტირილი, ნამდვილი შოკი მივიღე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცა მწვდა ყურებში და ბუნდოვანი ნისლიდან გამომათრია სადაც უაზროდ დავდიოდი წინა ცხოვრებაში. ეს იყო რაღაც გამოცხადების მსგავსი"
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონიმ შეიძინა თავისი გოგოებისთვის 30-იანი წლების სტილის სახლი პარიზში. მათ ჰქონდათ ნამდვილი ოჯახი, რომლის მთავარი საფუძველიც სიყვარული და პატივისცემა იყო. სამი წელიც არ იყო ჯერ გასული, როდესაც ვანესა მეორედ დაფეხმძიმდა და 2002 წელს დეპისა და პარადის ოჯახში მოევლინა ბიჭი - ჯეკ ჯონი.

"მხოლოდ ოჯახის შექმნის შემდეგ მივხვდი, რომ მინდა ცხოვრება, სუნთქვა, ვიზრუნო ვანესაზე და ბავშვებზე და საკუთარ თავზე - აი ეს არის ჩემი ნამდვილი რეალობა" - ამბობს ჯონი
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
დროთაგანმავლობაში წყვილის ურთიერთობა კიდევ უფრო მყარი ხდებოდა. ბავშვები კი მათი ბედნიერების, სიხარულის და შთაგონების უსასრულო წყაროს წარმოადგენდნენ. ორივეს წარმატებული კარიერის ფონზე შეეძლოთ არაჩვეულებრივად გაენაწილებინათ მშობლის მოვალეობები. თუ ჯონი იმყოფებოდა გადაღებებზე მაშინ ვანესა ატარებდა ბავშვებთან ერთად დროს ან კიდევ პირიქით - ჯონის ლილი როუზთან ერთად არაერთხელ უთამაშია თოჯინებით, ზაფხულობით სახლის ეზოში კარვებს ხსნიდნენ და ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებდნენ. ძალიან ათამამებდა - არანაირი სიმკაცრე , დღის რეჟიმი და ჯანმრთელი კვება. ჯონი ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს ბავშვების გარემოცვაში.

"სხვათაშორის მე იმაზე მეტად აღმოვჩნდი მზად ბავშვების აღზრდისთვის ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. წლების განმავლობაში ვიმყოფებოდი მთვრალი მეგობრების გარემოცვაში, რომლებიც სახლში მიმყავდა, ყურადღებას ვაქცევდი, რომ რაიმე არ ევნოთ საკუთარი თავისთვის, და არცთუისე უშედეგოდ ვარჩევდი მათ მიერ სიმთვრალეში წარმოთქმულ ლაყბობებს. სწორედ მთვრალ ადამიანებს მაგონებენ პატარა ბავშვები - ისინი ისევე არამყარად დგანან ფეხზე, როგორც მთვრალი ადამიანები, მათი სიტყვით გამოსვლა და სიცილი ისეთივე მოულოდნელია და ხშირად ყოველგვარი მიზეზის გარეშე სიცილიდან ტირილზე გადადიან. ასე რომ არც თუ ისეთი რთული იყო მამის როლის მორგება ჩემთვის" - განაცხადა ჯონი დეპმა
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
მიუხედავად თანაცხოვრებისა და ორი შვილისა წვილი არ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. ჯონი ხუმრობდა კიდევაც ამ თემასთან დაკავშირებით, რომ არ სურს ვანესას ლამაზი გვარის გაფუჭება. "Vanessa Paradis ჟღერს, როგორც "სამოთხის ქმნილება", აი Depp-ს კი არცთუისეთი ჰარმონიული ჟღერადობა აქვს. თუ არ ვცდები გერმანულად იდიოტს ნიშნავს" - ამბობს ჯონი. თუმცა ერთხელაც სრულიად სერიოზულად ახსნა მისი და ვანესას ერთობლივი გადაწყვეტილება. " ჩვენ დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაქორწინებულ წყვილად ვთვლით. ქორწინება - ეს არის უბრალოდ ოფიციალური ქარალდი და მეტი არაფერი, თუმცა მომავალში შესაძლებელია ამას ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდეს. ასე რომ რათქმაუნდა დავქორწინდებით, როდესაც ლილი როუზი და ჯეკი წამოიზრდებიან და შეეძლებათ რეალურად შეაფასონ ეს მოვლენა. აი სწორედ მაშინ მოვაწყობთ გრანდიოზულ წვეულებას. ბოშების მსგავს ქორწილს - მუსიკა და ცეკვა გათენებამდე"
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
ვანესას არასოდეს არ ჰქონია "გაუთხოვარი ქალის" სტატუსის პრეტენზია. მან იცოდა, რომ საკმარისი იყო ჯონისთვის პატარა მინიშნება და ის მაშინვე მზად იყო მათი ურთიერთობის გაოფიციალურებისთვის. თუმცა ვანესას ეს არ სჭირდებოდა - მისი საყვარელი მამაკაცი მის გვერდით არა ვალდებულებების არამედ მისი უსაზღვრო სიყვარულის და ერთგულების გამო იყო რაც მის საქციელებში გამოიხატებოდა.

"ჯონი - ის ყველაფერია რაზეც მე ვოცნებობდი, რაც მინდოდა, ჩვენი სიყვარულის ისტორია ეს არის ისტორია ვნებისა და მეგობრობისა. ვიცი, რომ არავის დედამიწის ზურგზე არ შეუძლია ისეთი სიყვარული, როგორც ჯონის" - თქვა ვანესამ
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია
თუმცა ზოგჯერ ასეთი დიდი სიყვარულიც ქრება. ჭორები მათი დაშორების შესახებ საბოლოოდ დადასტურდა, რაც მართლაც ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან საწყენია.
ჯონი და ვანესა - მათი სიყვარულის ისტორია

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

56


  • Ggvantsa თქვა:
    24 ივნისი 2012 20:52 - ID: 56,
    recourse არააააააა wassat როგორ მიყვარდა ეს წყვილი recourse

  • ninia123 თქვა:
    24 ივნისი 2012 09:15 - ID: 55,
    ეეეჰ

  • sopho) თქვა:
    23 ივნისი 2012 16:38 - ID: 54,
    ყველაზე ძაან უხდებოდნენ

  • ForeverKurtCobain თქვა:
    23 ივნისი 2012 00:35 - ID: 53,
    ♥MaRrY♥
    ზუსტად ეგ ვიფიქრე ეს სტატია რო ბოლომდე ჩავიკითხე recourse

  • ♥MaRrY♥ თქვა:
    22 ივნისი 2012 18:22 - ID: 52,
    რა ძაან მაგარი ისტორია იყო love ჯოონი სიმპათიური კი ხარ, მაგრამ ტვინი არ გაქვს am იმ ვიღაცაზე როგორ გაცვალა ამხელა სიყვარული belay

  • lovejohnnydepp თქვა:
    22 ივნისი 2012 17:39 - ID: 51,
    gretta,
    ai magashi getanxmebi..bevr fans dawydeba guli..magram ise xom ar moiwceva rogorc fanebs undat...bolos da bolso eg magisi piradi cxovrebaa recourse

  • theona1991 თქვა:
    22 ივნისი 2012 15:32 - ID: 50,
    საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს ვიზუალურად love არაჩვეულებრივი წყვილი იყო recourse მიყვარს ორივე....

  • tako_takunebi თქვა:
    22 ივნისი 2012 15:31 - ID: 49,
    ეჰ რა ცუდია sad

  • gretta თქვა:
    22 ივნისი 2012 12:36 - ID: 48,
    მოგაჯადოვა იმ გუშინ ჩამოთრეულმა ბისექსუალმა თუ რა ჯანდაბა დაგემართა,როგორ გაცვალე მასზე ამდენი ხნის სიყვარული, დარწმუნებული ვარ არცერთ შეგნებულ ფანს არ მოეწონება ეს ნაბიჯი და თვითონაც ბევჯერ ინანაებ. fellow

  • lovejohnnydepp თქვა:
    22 ივნისი 2012 11:58 - ID: 47,
    chemi johnny rom icodet rogor miyvars love am niuss rom vkitxulobdi ametira kidec love da sad dadasturda rom isini dashordnen? chemma klaselma tqva rom pirvel e\arxze iyo johnnys interviu sadac idzaxda rom chven ar davshorebulvarto da piriqit dzalian gviyvarso ertmanetio da bednierebi varto ertad...ara ver davijereb rom isini dashordnen love mat mtels msoflioshi yvelaze magari ojaxi aqvt love

  • Just Me)) თქვა:
    21 ივნისი 2012 23:38 - ID: 46,
    ღმერთო ჩემო მიკვირს ასეტი დიდი სიყვარული როგორ უნდა დასრულებულიყო?!
    ნიუსი არაჩვეულებრივიი **

  • gossip girl თქვა:
    21 ივნისი 2012 23:36 - ID: 45,
    ასეთი სიყვარულის მერე რა ეცათ..

  • KoGHo თქვა:
    21 ივნისი 2012 22:48 - ID: 44,
    ჩემი ჯონი"ჩკა".
    უკეთესი მემეტება მე ამისთვის :დდ
    აუაუ, როგორ მიყვარს.
    არც გული დამწყდა, არც არაფერი. გადაუყვარდათ ერთმანეთი და რა ქნან?!

  • lalaa თქვა:
    21 ივნისი 2012 21:39 - ID: 43,
    სიამოვნებით წავიკითხე ნიუსი ძალიან კარგი იყო..
    მართლა ძაალიან კარგი სიყვარულის ისტორია ქონდათ და გული დამწყდა რომ დაშორდნენ :((((((

  • natianatia თქვა:
    21 ივნისი 2012 21:31 - ID: 42,
    ნუ ეს ქალი არ მომწონს მაგრამ მას ხომ მოსწონდა და დამწყდა გული რო დაშორდნენ

  • Mrs.Depp თქვა:
    21 ივნისი 2012 21:31 - ID: 41,
    როგორ მიყვარს ჯონიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი love ყველაზე მაგარიაააააა

  • aNn_♥_memi თქვა:
    21 ივნისი 2012 21:08 - ID: 40,
    "მხოლოდ ოჯახის შექმნის შემდეგ მივხვდი, რომ მინდა ცხოვრება, სუნთქვა, ვიზრუნო ვანესაზე და ბავშვებზე და საკუთარ თავზე - აი ეს არის ჩემი ნამდვილი რეალობა" - love გავოგნდი როგორ ყვარებიათ ერთმანეთი love
    ძაან ცუდი რო დაშორდნენ ძან დამწყდა გული ისე ვანსამს უნდა იჯავროს რა კაცი დაკარგააა feel
    ნამდვილი სიყვარული არ მთავრებააა love

    feel

  • Mari Glonti თქვა:
    21 ივნისი 2012 21:02 - ID: 39,
    რა კარგი ოჯახია love თითქოს არ შეეფერებიან სხვადასხვა ტიპაჟები არიან მაგრამ ეს სიტყვები რომ წავიკითხე მივხვდი რომ ერთად ბედნიერები იყვნენ სამწუხაროა რომ დაშორდნენ

  • Nina√ თქვა:
    21 ივნისი 2012 21:00 - ID: 38,
    რა კარგი წყვილია მართლაც რომ საწყენია რომ დაშორდნენ
    ძალიან კარგი ნიუსია

  • tamo თქვა:
    21 ივნისი 2012 20:51 - ID: 37,
    ვანესა ეხლა უფრო მომწონს

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top