;
27 ივნისი 2012      AnnieMargaret     17 კომენტარი     ნანახია 3556-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Louis Garrel

ლუის გარელი არის ფრანგი მსახიობი.
ლუისი დაიბადა 1983 წლის 14 ივნისს, პარიზში. სულ ცოტა ხნის წინ მას 29 წელი შეუსრულდა. იგი მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა თეოს როლით, გენიალური იტალიელი რეჟისორის ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში The Dreamers. ლუისი რეგულარულად ჩნდება ფრანგი რეჟისორის კრისტოფერ ონორეს (Christopher Honoré) ფილმებში. იგი მხარს უჭერდა საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს François Hollande-ს 2012 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში. ლუისი სიმაღლე შეადგენს 183 სმ, 2007 წელს მოხვდა ფრანგული Elle-ს „15 Sexiest Men“ რეიტინგში.

Louis Garrel

გარელი წარმოშობით ხელოვანთა ოჯახიდანაა. მამამისი არის ცნობილი ფრანგი რეჟისორი ფილიპ გარელი (Philippe Garrel)დედა კი ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ სი (Brigitte Sy) მისი ბაბუა მაურის გარელი (Maurice Garrel) და მისი ნათლია ჟან-პიერ ლეაუდი (Jean-Pierre Léaud) არიან ასევე ცნობილი ფრანგი მსახიობები. მისი ბიძა ტიერი გარელი (Thierry Garrel) არის ცნობილი პროდიუსერი. ლუისს ყველანაირი წინაპირობა ჰქონდა იმისათვის, რომ კარგი მსახიობი გამხდარიყო. არტისტული ნიჭის გარდა, იგი მუსიკაშიც გამორჩეულია. ლუისმა დაამთავრა პარიზის კონსერვატორია.


Louis Garrel

ლუისი პირველად ტელეეკრანზე 6 წლის ასაკში გამოჩნდა ფილმში Le baisers de secours. თუმცა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მას არანაირ პროექტში აღარ მიუღია მონაწილეობა. 2002 წელს პარიზში, რეჟისმორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ იგი აღმოაჩინა და თეოს როლზე კასტინგის პირველივე სესიის მსვლელობისას დაამტკიცა „მეოცნებენში“. მას უნდა ეთამაშა ევა გრინის ტყუპი ძმის როლი, ევას დებიუტიც სწორედ ამ ფილმში შედგა. მრავალი კრიტიკოსი აღფრთოვანებული დარჩა მისი ტალანტით, რომელიც მან ამ ფილმში წარმოაჩინა.


Louis Garrel




ამ ფილმის შემდეგ გარელი გამოჩნდა მრავალ ფრანგულ ფილმში. 2006 წელს მან მოიპოვა ცეზარის ჯილდო (Cesar Awards) ნომინაციაში საუკეთესო ახალბედა მამაკაცი მსახიობი (Best Male Newcomer) როლისათვის ფილმში Les amants réguliers - მუდმივი საყვარლები. ფილმის რეჟისორი გახლდათ ლუისის მამა, ხოლო მისი ბაბუა იყო მეორეხარისხოვან როლში. ცეზარის დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპაში და წარმოადგენს საფრანგეთის ეროვნული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს ( იგი წარმოადგენს ფრანგულ ანალოგს ამერიკული დაჯილდოებისა The Academy Awards – The Oscars)


Louis Garrel


გარდა ამ ჯილდოსა ამავე როლისთვის მან მოიგო Étoiles d'Or დაჯილდოება იმავე ნომინაციაში. გარდა ამისა მას მოგებული აქვს ფრანგი მსახიობის პატრიკ დევაერის სახელობის საპატიო ჯილდო - Prix Patrick Dewaere.


Louis Garrel

გარელმა კარგად წარმოაჩინა მისი მუსიკალური ტალანტი კრისტოფერ ონორის 2007 წლის მიუზიკლში Les Chansons d'amour - სიყვარულის სიმღერები. ამ ფილმში იგი პარტნიორობას უწევდა Chiarra Mastroianni-ს, ლეგენდარული იტალიელი მსახიობის მარჩელო მასტროიანისა და ცნობილი ფრანგი მსახიობის კატრინ დენევის ერთადერთ ქალიშვილს.


Louis Garrel

ფილმის თრეილერი




2008 წელს ლუისმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Mes copains, რომლის სცენარის ავტორიც თავად იყო.
ფრანგულის გარდა ლუისი შესანიშნავად ფლობს ინგლისურსა და იტალიურ ენებს.

Louis Garrel

ლუის გარელს ურთიერთობა აქვს იტალიელ მსახიობ Valeria Bruni Tedeschi-სთან, (47 წლის) რომელიც არის საფრანგეთის უკვე ყოფილი პირველი ლედის კარლა ბრუნის უფროსი და, ანუ ნიკოლა სარკოზის ცოლისდა. ლუისმა მასთან ერთად ითამაშა ფილმში Actrices (მსახიობები) 2009 წელს მათ იშვილეს აფრიკული წარმომავლობის პატარა გოგონა სელინი.


Louis Garrel

ლუისის ფილმოგრაფია მოიცავს ძირითადად ფრანგულ ფილმებს: მათ შორისაა 2011 წლის The Beloved, რომელშიც გარელი თამაშობდა ლეგენდარულ კატრინ დენევთან ერთად. ასევე 2011 წლის That Summer, სადაც მთავარი როლები სწორედ ლუისმა და ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ შეასრულეს. ფილმის რეჟისორია ლუისის მამა.


Louis Garrel

ასევე 2003 წლის ფილმი Dans Paris (პარიზის შუაგულში) ამ ფილმში ლუისის პარტნიორი Guy Marchand ნომინირებული იყო ცეზარზე მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.


ლუისი ამბობს: ” It's true I have a hard time with the notion of creating a character. And I feel it's a limit. I'm always really impressed by actors who are able to construct a character, like Johnny Depp” (მართალია, მე მიჭირს მხატვრული გმირის შექმნა. ვგრძნობ, რომ ეს ლიმიტურია. მე ყოველთვის ვექცევი იმ მსახიობების შთაბეჭდილების ქვეშ, რომელთაც ძალუძთ შეთხზან მხატვრული გმირი, მაგალითად ისე როგორც ეს ჯონი დეპს შეუძლია)


Louis Garrel

Louis Garrel

ეს არის ლუისის გმირის თეოს საინტერესო ფრაზა რევოლუციის შესახებ მისი ყველაზე ცნობილი ფილმიდან „The Dreamers” :
A revolution isn't a gala dinner. It cannot be created like a book, a drawing or a tapestry. It cannot unfold with such elegance, tranquility and delicacy. Or such sweetness, affability. Courtesy, restraint and generosity... A revolution is an uprising, a violent act by which one class overthrows another (რევოლუცია არ არის გალა სადილი, ის შეუძლებელია შეიქმნას წიგნის, ნახატისა ან გობელენის მსგავსად. ის შეუძლებელია დაიწყოს ელეგანტიზმით, სინაზითა და გაწონასწორებულობით. ან სიტკბოთი, სიყვარულით, თავაზიანობით, თავდაჭერილობითა და სულგრძელობით ... რევოლუცია არის ამბოხება, სასტიკი ქმედება, რომლითაც ერთი კლასი ამხობს მეორეს)




Louis Garrel

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

17


  • Hellen თქვა:
    1 ოქტომბერი 2013 18:40 - ID: 17,
    ჩემი საყვარელი მამაკაცი მსახიობია
    ნამდვილად ფრანგული შეხედულება აქვს <3
    რაღაცნაირია <3 ეს მომწონს მასში
    მაგრამ :( ეს სარკოცის ცოლის და -_-

  • Chuck Bass თქვა:
    7 ნოემბერი 2012 19:54 - ID: 16,
    მეოცნებე <33
    ცხვიირ აქვს ცუდი

  • Be Original თქვა:
    28 ივნისი 2012 00:38 - ID: 15,
    რას გავს :))))))

  • qeto_ თქვა:
    28 ივნისი 2012 00:33 - ID: 14,
    dzalian saintereso new_si iyo..Louisi ki martlac dzalian nichieri msaxiobia da The Dreamer_shi sheudarebeli. :)

  • Nii♥ თქვა:
    27 ივნისი 2012 21:34 - ID: 13,
    ხოო ცხვირს რაც შეეხება ამასაც ცუდი აქვს და ედრიან ბროუდსაც,მაგრამ ორივე სიმპატიურიაა,მაგრამ ეს უფროო love love

  • AnnieMargaret თქვა:
    27 ივნისი 2012 19:38 - ID: 12,
    tannk,

    ძალიან დიდი მადლობა love

    კარგია, ვინმე მაინც თუ აფასებს ნიჭიერ მსახიობებს და არა მაინცადამაინც ტრენდად ჩამოყალიბებულ "სელებრითს"... winked


    მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული არ ვიცი, მთელი დღეა Love Songs-ის სიმღერები მიტრიალბს თავში... ყველაზე მეტად თრეილერში რომლებიცაა ეგენი მომწონს love

  • tannk თქვა:
    27 ივნისი 2012 19:20 - ID: 11,
    აააააააააააააააააააააააააააააააა
    ნიუსი კი არ მომეწონა, ძალიან მომეწონა.

    ვაიჰ, გული ამიჩქარდა, სათაური რომ დავინახე.
    გაიხარე, კარგი კარგიკარგი და ძალიან კარგი საქმე გააკეთე ამ ნიუსით ავტორო.

    გარელის და ონორეს ღვაწლს კიდე მე ვერ ავღწერ.

  • AnnieMargaret თქვა:
    27 ივნისი 2012 18:42 - ID: 10,
    დიდი მადლობა ვისაც მოგეწონათ ნიუსი love
    ე.ი. ჩემს 2 შეცდომას ვაიარებ, ქართულად Louis ჟღერს როგორც ლუი, ასევე "სიყვარულის სიმღერების" რეჟისორის სახელია კრისტოფ ონორი( მე კრისტოფერი მიწერია winked )

    ვაიმე, ლუიზე ვინმემ ცუდი არ თქვათ am აიი, უსიმპატიურესიიაა love მეოცნებენში რომ დავინახე, მაშინვე გულში ჩამივარდა love რაღაცნაირი შარმი აქვს... Love Songs-ის თრეილერის ბოლოს ნახეთ რა საყვარლად ამბობს : Love me less, but love me a long time love
    რაც შეეხება ცხვირს, ძალიან უხდება მის პერსონას, ეგრე რაიან გოსლინგსაც ცუდი ცხვირი აქვს მაგარამ რა საყვარელია love

    უუჰ, რამდენი ვწერე wink


    Nii♥,
    თუ მოვიცალე დავდებ აუცილებლად love

  • elga თქვა:
    27 ივნისი 2012 17:28 - ID: 9,
    უფფ კაი ბიჭია მართლა სიმპატიური ქარიიზმატული. ცხვირუკაა სასაცილო აქვს

  • Nii♥ თქვა:
    27 ივნისი 2012 17:25 - ID: 8,
    ჩემი ფოტო <3333333333

    Cotton,
    ვაიმეე რა დამთხვევაა :D ჩემს ყოფილს ჰგავს (ოღონდ ცხვირით არა :D) და ამ გოგოს ჩემს თავთან ვაიგივებ და ეს ფოტოც ჩემიაა,რომ ვუყურებ რაღაც მემართება

  • Cotton თქვა:
    27 ივნისი 2012 17:22 - ID: 7,
    აუუუ, ვჭედავ ამ ტიპზე love ჩემს ბუცკუნეებს ჰგავს love

  • PEPINSI თქვა:
    27 ივნისი 2012 17:22 - ID: 6,
    საუკეთესო მსახიობია love

  • Nii♥ თქვა:
    27 ივნისი 2012 17:21 - ID: 5,
    ვაიმეე როგორ გამიხარდაა ამის დანახვააა. ავტორო ჩემი საყვარელიი ფილმიი რატომ არ არიის აქ? :( la belle persone .. თუ შეძლებ დაამატე რა მასზე რამეე :(
    ისე კარგი ნიუსია ძაან

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top