;
25 ივნისი 2012      Nanuka.     31 კომენტარი     ნანახია 5211-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მუსიკა

მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა

დღეს, 25 ივნისს პოპის მეფისა და უბრალოდ გენიალური მომღერლის - მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა... 25 ივნისი, 2009 წელი... მასმედია აჭრელებულია მაიკლის ფოტოებითა და ინფორმაციით, რომ პოპის მეფე გარდაიცვალა! ჯექსონის სიკვდილი არ ყოფილა რიგითი ვარსკვლავის სიკვდილი: ეს იყო გლობალური კატასტროფა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა განიცადა. დღეს, ვინაიდან მომღერლის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა გადავხედოთ სიმღერებს, რომლებსაც რადიოებისგან ნაკლები გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე "Thriller", "Beat It", თუ "Billie Jean"-ზე ბევრად ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.
მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა

მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
1) "Maybe Tomorrow" (Jackson 5-თან ერთად)
ალბომი: "Maybe Tomorrow" (1971)


ეს სიმღერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწერა, როდესაც მაიკლი ჯერ სოლო მომღერალი არ იყო და საკუთარ ძმებთან ერთად მღეროდა ჯგუფში "Jackson 5". მან "Hot 100"-ის ჩარტებში მე-20 ადგილზე მაღლა ასვლა ვერ მოახერხა, თუმცა ამ სიმღერით ჯექსონებმა დაამტკიცეს, რომ კარგად ესმოდათ საკუთარი სტილი. მიუხედავად იმისა, რომ "Maybe Tomorrow" ჯგუფის ჰიტი არ გამხდარა, "Never Can Say Goodbye" და "I’ll Be There"-მა დიდი წარმატება მოიპოვეს.



მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
2) "I Wanna Be Where You Are"
ალბომი: "Got To Be There" (1972)

ეს სიმღერა ჯერ კიდევ 1972 წელს, მაიკლის კარიერის საწყის ეტაპზეა გამოშვებული. მიუხედავად ამისა, პატარა ბიჭუნა საოცრად იღებს მაღალ ნოტებს და აჯადოვებს მსმენელს. სამწუხაროა, რომ მან ჩარტების დაპყრობა ვერ მოახერხა, თუმცა მაიკლის დიდი ფანები კვლავაც იხსენებენ სიმღერას სახელწოდებით "I Wanna Be Where You Are".




მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
3) "She's Out Of My Life"
ალბომი: "Off The Wall" (1979)

ამ ძალზე ლამაზმა სიმღერამ, "Hot 100"-ის ჩარტებში მე-10 ადგილზე მაღლა ასვლა ვერ მოახერხა. ალბომიდან "Off The Wall" ფავორიტ სიმღერად მაინც ყოველთვის "Don't Stop 'Til You Get Enough" ითვლებოდა და რადიოებიც მის გაშვებას ამჯობინებდნენ. სიმღერის კლიპი ძალიან მარტივია: მაიკლი შავ ფონზე ზის სკამზე და საკუთარ გულს უძღვნის მსმენელს... მაიკლისთვის მიკროფონი და მისი გასაოცარი ხმაც ხომ საკმარისია, რომ უმალ მოაჯადოვოს მსმენელი...




მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
4) "Can You Feel It" (ჯექსონებთან ერთად)
ალბომი: ჯექსონების "Triumph"-ი (1980)

მაიკლმა და მისმა ძმამ, ჯეკიმ ეს სიმღერა ერთად დაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მაიკლი უკვე ძალიან პოპულარული იყო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტებში სიმღერამ 77-ე ადგილი დაიკავა. კლიპზე იმუშავეს ბრუს გოვერსმა, რომელიც მოგვიანებით "American Idol"-ის რეჟისორი გახდა და რობერტ აბელმა. აღსანიშნავია, რომ ამ კლიპის გამოსვლიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ ბაზარზე "MTV"-ის არხი გამოჩნდა.




მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
5) "Say, Say, Say" (პოლ მაკარტნი და მაიკლ ჯექსონი)
ალბომი: პოლ მაკარტნის "Pipes Of Peace" (1983)

მიუხედავად იმისა, რომ "Say, Say, Say" როგორც მაიკლისთვის, ისევე პოლისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა გამოდგა, მას დღეს იშვიათადღა თუ ატრიალებენ უცოურ რადიოებში. იგი გამოსვლიდან 6 კვირის განმავლობაში 1-ელ პოზიციას არ თმობდა. აღსანიშნავია, რომ კლიპში მაიკლის სატრფოს მისივე და ასრულებს.




მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
6) "I Just Can't Stop Loving You"
ალბომი: "Bad" (1987)

"Bad", ისევე, როგორც "Thriller" 2011 წლის შემოდგომაზე "Hot 100"-ის ჩარტებში მე-20 ადგილზე იყვნენ, თუმცა ამ სიმღერამ 100-ეულში შესვლა ვერ მოახერხა. სიმღერის კლიპი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მაიკლს ერთდროულად შეუძლია იყოს გიჟი, რომანტიკული და უბრალოდ გენიოსი...




მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
7) "In The Closet"
ალბომი: "Dangerous" (1991)

სიმღერა "In The Closet" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა მაიკლის კარიერაში, თუმცა როგორც უცხოური საიტები იუწყებიან ის დღეს ძალიან იშვიათად ტრიალებს რადიოში. სინგლმა "Hot 100"-ის ჩარტში მე-6 ადგილი დაიკავა. მისთვის კლიპი ჰერბ რიტსსმა გადაიღო ნაომი კემპბელის მონაწილეობით, რომელმაც რაღა თქმა უნდა კლიპი ძალზე დაამშვენა.




მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
8) "Who Is It"
ალბომი: "Dangerous" (1991)

"Who Is It" მაიკლის გაცილებით მისტიკურსა და ბნელ მხარეს გვიჩვენებს სხვა კლიპებთან შედარებით. სამწუხაროდ, ეს სიმღერა ჯექსონის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაფასებულ სიმღერად შეგვიძლია ჩავთვალოთ.




მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
9) "Will You Be There"
ალბომი: Dangerous 1991

"Will You Be There" კიდევ ერთია მაიკლის ჰიტებიდან, რომელსაც დღეს ხშირად აღარ ვუსმენთ. ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც მაიკლის დაკრძალვის დღეს ჯენიფერ ჰადსონმა არაჩვეულებრივად შეასრულა. რაც შეეხება სიმღერის კლიპს, ის კრიტიკოსთა დიდ მოწონებას იმსახურებს.




მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა
10) "They Don't Care About Us"
ალბომი: "HIStory: Past, Present and Future" (1995)

"They Don't Care About Us" მაიკლის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ სიმღერად ითვლება ტაეპების: "Jew me, sue me, everybody do me / kick me, kike me, don’t you black or white me" გამო. მაიკლის ფანები თვლიან, რომ ამ სიმღერით მაიკლმა თავისი მთავარი გულის წუხილი გამოხატა. სიმღერა დღეს უცხოურმა რადიოებმა ძალიან მიივიწყეს, თუმცა მას არც გამოსვლიდან პირველ წლებში უსარგებლია დიდი პოპულარობით: ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტებში ის მხოლოდ 30-ე ადგილს დასჯერდა.





Rest In Peace, Michael (1958-∞)

მაიკლ ჯექსონის 10 სიმღერა, რომელიც რადიომ დაივიწყა


კატეგორია: ვარსკვლავები, მუსიკა
Tags:

31


  • ELE თქვა:
    12 აპრილი 2013 22:52 - ID: 31,
    გეთანხმები რომ მისი სიკვდილი მართლაც გლობალური კატასტროფა იყოოო რომელიც ცჰემტვისაც საშინელი ტკივილი აღმოჩნდაა ...ამ სიმგერებიდან ბევრს დღესაც ვუსმენნ მეე არ მამვიწყებიააა love

  • Mari.♫ თქვა:
    3 ივლისი 2012 00:57 - ID: 30,
    :(((((((((( კაცი ლეგენდა..

  • - Catalonyeli Messi თქვა:
    2 ივლისი 2012 18:37 - ID: 29,
    მე ხომ არ დამვიწყებია აარაა love ლეგენდა მუსიკები დაივიწყეს და ჯასტინი და ადელი არაა ფუუუუ !!

  • aNn_♥_memi თქვა:
    26 ივნისი 2012 16:41 - ID: 28,
    ეხლა იფრო ვხდები რა მომღერალი დავკარგეთ...უნიჭიერესიიი love გამორჩეული...ადამიანი რომელიც არავის არ ბაძავდა და რომელმაც შექმნა ეპოქაააა love

  • Nanuka. თქვა:
    26 ივნისი 2012 15:56 - ID: 27,
    Ancho.,

    ანიიი ძალიან დიდი მადლობააა !!!! იგივე შემიძლია ვთქვა შენზე:) <3
    anuka-gaga,

    მადლობა! :)

    kristi_,

    მადლობა :)

  • anii:):):) თქვა:
    26 ივნისი 2012 15:45 - ID: 26,
    love

  • beyonce :) თქვა:
    26 ივნისი 2012 14:46 - ID: 25,
    ღმეერთოო დაგვიბრუნე ჯექსოონი დაა სანაცვლოდ ჯასტიინი წაიიყვაანნე wassat რა უსამართლობაა ვიგაც უნიჭო მომღერლები არიან სცენაზე და ჩემი მაიკლი კიდე არაა ააქ :(

  • Deakoo თქვა:
    26 ივნისი 2012 11:28 - ID: 24,
    მე პოლ მაცარტნისთან ერთად რომ მღერის მაგ სიმღერაზე ვაბოდეებ და არა მოგნია რომ ვინმეს დავიწყებული ქონდეს love

  • kristi_ თქვა:
    26 ივნისი 2012 09:39 - ID: 23,
    "Say, Say, Say"
    "They Don't Care About Us"
    "In The Closet"
    ეს სიმღერები მე არ დამივიწყებია love მიყვარს მე პოპის მეფე.
    კარგი ნიუსია

  • marika0704 თქვა:
    26 ივნისი 2012 08:19 - ID: 22,
    ვგიჟდები მაიკლის სიმღერებზე... love love sad

  • paradise. თქვა:
    26 ივნისი 2012 00:31 - ID: 21,
    vgijdebi love say, say, say love aa love michael love

  • mari.mr თქვა:
    26 ივნისი 2012 00:19 - ID: 20,
    ჯექსონს მაკარტნის,ლენონის,ჰარისონის,მერკურის და სხვათა შემდეგ ლეგენდად ვერ აღვიქვამ.

  • Baia ❥ თქვა:
    25 ივნისი 2012 23:14 - ID: 19,
    ეჰ recourse ჯექსონ გვენატრებიი sad

    They Don't Care About Us-სირცხვილია ამის დავიწყება მაინც !








    Just Be Yourself!

    ________________
    შემოდით ხოლმე ჩემს Tumblr-ზე ^_^

    ბაია B ✔

  • anano-anano თქვა:
    25 ივნისი 2012 23:09 - ID: 18,
    ბილი ჯინზე შედარებით ნაკლები პოპულარობით შეიძლება სარგებლობს,მაგრამ ნამდვილი შედევრებია თითოეული ეს სიმღერა love

  • anuka-gaga თქვა:
    25 ივნისი 2012 22:15 - ID: 17,
    შესანიშნავი ნიუსიააა... winked
    ჩემი ერთადერთიიი... love

  • lalaa თქვა:
    25 ივნისი 2012 21:26 - ID: 16,
    ვაიმე აი ადრე აი არ ვიცი სიგიჟემდე მიყვარდაა მაიკლიკოო love ეხა იმდენად არა მარა მაინც love In The Closet ვგიჟდები <3 ნაომი აი არ ვიცი არაჩვეულებრივია აქ love ნიუსია გადასარევი

  • Enuchka ♥ თქვა:
    25 ივნისი 2012 21:22 - ID: 15,
    კაციი ლეგენდააა! ვგიჟდები! fellow love

  • Mari Glonti თქვა:
    25 ივნისი 2012 21:11 - ID: 14,
    in the closet she's out of my life i just can't stop loving you es jadosnuri simgerebi rogor unda daiviwyon?
    kargi newsia dzalian gamaxare nanuka :)) dges viyavi michaelis sagamoze klubshi da nasiamovnebi davrchi

    tavis droze aqedan ramodenimes garda yvela popularuli iyo sakmaod axla raga unda vtqva xalxs gemovneba dauqveitda da chveni taobis musikas ufro usmenen

  • Lucette თქვა:
    25 ივნისი 2012 21:08 - ID: 13,
    ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები

  • keetaa თქვა:
    25 ივნისი 2012 21:02 - ID: 12,
    მეც არასოდეს არ ვგიჟდებოდი მაგრამ დიდ პატივს ვცემ love ძალიან მაგარი ნიუსია აი გასაგიჟებელი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top