;

25 June 2012      ta_mo     Views 4959    
Category: Stars

ფაქტები შარლოტა კაზირაგზე

ისე როგორც არასდროს, ამ მომენტისთვის პრინცესა კაროლინა გრიმალდის ქალიშვილი შარლოტა
კაზირაგი
მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრშია. გოგონას სულ მალე შეუსრულდება 26 წელი, ეს ასაკი კი იმის
მომასწავლებელია, რომ მას უკვე მოუწევს სერიოზული გადაწვეტილებების მიღება და საზოგადოებისთვის საკუთარი
თავის უკეთ გაცნობა. გავრცელდა ჭორები მისი მეორე რომანის კრახით დასრულების შესახებ, თუმცა ამჟამად
ოფიციალურად არაფერია დადასტურებული, შარლოტა მიმდინარე წელს ვიხილეთ გიჩის კამპანიაში და
არაერთ ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის, ნიუსში წარმოგიდგენთ ბიოგრაფიულ და
ბევრისთვის უცნობ ფაქტებს მონაკოს მომავალი პრინცესის შესახებ.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზე

✔ შარლოტა მარია კაზირაგი 1986 წლის 3 აგვისტოს დაიბადა მონტე-კარლოში.

✔ 1990 წელს შარლოტას მამა, იტალიელი ბიზნესმენი სტეფანო კაზირაგი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ტრაგედიის 4 წლის თავზე პრინცესა კაროლინა მესამედ გათხოვდა და შეეძინა მეორე ქალიშვილი.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^ შარლოტა ბავშვობაში

✔ სკოლის პერიოდში კაზირაგი შესანიშნავი მოსწავლე იყო, 18 წლის ასაკში ჰუმანიტარულ სამეცნიერო ფაკულტეტზე
განაგრძო სწავლა, ცოტა ხნის შემდეგ კი გოგონამ გამოავლინა ინტერესები ლიტერატურის მიმართაც.

✔ შარლოტა შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე და ფლეიტაზე.

✔ კაზირაგი 12 წლიდან შეუდგა ცხენზე ჯირითის შესწავლას, ამ დროისთვის კი იგი უკვე საყოველთაო
ყურადღებას იბყრობს სწორედ ამ სპორტის სახეობით. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცხენს იგი აღიქვამს,
როგორც ადამიანს და მათ გარეშე მისი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.

✔ შარლოტა საკმაოდ ხშირად ესწრება შანელისა და სტელა მაკარტნის ჩვენებებს, პრინცესა
კაროლინა კარლ ლაგერფელდის ახლო მეგობარია, ამიტომ მის ქალიშვილსაც თბილი ურთიერთობა
ჩამოუყალიბდა ლეგენდარულ დიზაინერთან.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^ შანელის ჩვენების შემდგომ შინ მიმავალი


✔ შარლოტა სამ ენას ფლობს ინგლისურს, მშობლიურ ფრანგულსა და იტალურს.

✔ კაზირაგი ასევე ქველმოქმედებითაცაა დაკავებული, იგი ყოველწლიურად თანამშრომლობს, მისი ბებიის,
გრეის კელის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდთან Bal de la Rose.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზე
ფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^ შარლოტა კარლ ლაგერფელდის კამპანიაში

✔ შარლოტა ფრიდა ჯიანინის შთაგონების წყაროც გახლდათ, 2011 წლის მიწურულს იგი გუჩის სარეკლამო
სახედ მოგვევლინა, რომელიც ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა გადაიღო.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე
ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე
ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე
ფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^ შარლოტა გუჩის სარეკლამო კამპანიაში

✔ ჟურნალმა ფორბსმა კაზირაგი მსოფლიოს 20 ულამაზეს მულტიმილიონერ ქალბატონს შორის დაასახელა.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^ შარლოტა საქველმოქმედო ვახშამზე 2011 წელს

✔ შარლოტას პირველი სიყვარული გახლდათ ფრანგი, ფელიქს ვინკერი, რომელსაც წლების მანძილზე ხვდებოდა
მომავალ პრინცესას, თუმცა 2007 წელს მათ ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდა და შესაბამისად გაწყვიტეს ურთიერთობა,
4 წლის წინ კაზირაგმა რომანი გააბა, ბრიტანელი მოდელის, ელის დელალის ძმასთან ალექს დელალთან. თუმცა
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები წყვილის ურთიერთობის კრახით დასრულებასთან დაკავშირებით.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^ კაზირაგი და ფელიქს ვინკერი[u]

✔ 2011 წელს შარლოტამ ჟურნალ ვოგის პარიზული გამოცემის ყდა დაამშვენა.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე
[u]^ პარიზული ვოგის გარეკანზე


✔ გოგონას მოდის კრიტიკოსები ხშირად აკრიტიკებენ მისი არც თუ ისე დახვეწილი, ანდროგენული
სტილის გამო, თუმცა შარლოტა ყოველდღიურად კამერების წინაშე კვლავ ამ ტიპის სამოსით ჩნდება.

ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^ შარლოტა მონტე-კარლოს ქუჩებში

ფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^შარლოტა და მისი უკანასკნელი ბოიფრენდი ალექს დელალი

ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე

ფაქტები შარლოტა კაზირაგზეფაქტები შარლოტა კაზირაგზე
ფაქტები შარლოტა კაზირაგზე
ფაქტები შარლოტა კაზირაგზე
^ ჯირითის დროს დაფიქსირებული კაზირაგი


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top