;

27 June 2012      McMurphy     Views 2434    
Category: Stars

50 ცენტი ავარიაში მოყვა

ერთ-ერთი გავლენიანი რეპერი 50 ცენტი გუშინ დილით სერიოზულ ავარიაში მოყვა, ნიუ-იორკ სიტიში. რეპერი გადაიყვანეს Queens-ის საავადმყოფოში, როგორც ირკვევა, მან შეჯახების დროს კისრის დაზიანება მიიღო. რეპერის ჯიპი შეეჯახა სატვირთო მანქანას. ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება რეპერის მძროლიც, როგორც საიტი ThisIs50.com იუწყება, ინციდენტი მოხდა მაშინ როდესაც წითელი მანქანა გამოჩნდა და მანქანას უკანა მხრიდან შეეჯახა.

50 ცენტი - რომლის ნამდვილი სახელიცაა კერტის ჯექსონი, როგორც უკვე აღვნიშნეთ გადაყვანილ იქნა, ახლო მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში, თავის მძღოლთან ერთად. როგორც წყარო იტყობინება, 36 წლის ვარსკვლავის და მისი მძღოლის ჯანმრთელობის მგომარეობას საფრთხე არ ემუქრებათ. მან ThisIs50.com-ს განუცხადა: "ის კარგად გრძნობს თავს" და როდესაც ჰკითხეს მძღოლზე მან დაამატა: "ისიც, ასევე კარგადაა".

"გადაიყვანეს ნიუ-იორკში სავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს მცირე დახმარება, მას ჰქონდა კისრის დაზიანებები" განუცხადა, მისმა სპიკერმა ABC News-ს."ის მალე გამოვა საავადმყოფონად და კარგად იქნება."

ამ წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რეპერი Queens-ის საავადმყოფოში მოხვდა, ცოტა ხნის წინ ის საკვებით მოიწამლა, მაგრამ საბედნიეროდ ოპერაციის გაკეთებას გადაურჩა.

რეპერი საავადმყოფოში გადაყვანისას:
50 ცენტი ავარიაში მოყვა50 ცენტი ავარიაში მოყვა

50 ცენტი ავარიაში მოყვა50 ცენტი ავარიაში მოყვა




Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top