;

27 June 2012      Ann_J     46 Comments     Views 7333    
Category: Stars

ნატალი პორტმანის ცხოვრების წესი/უჩვეულო ციტატები

31 წლის მსახიობის ნატალი პორტმანის სახელი ხშირად ასოცირდება არამარტო როგორც თანამედროვე ქალთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი, ასევე მოკლე ჩამონათვალში მას ადგილი უჭირავს ყველაზე ინტელექტუალურ და განათლებულ ქალბატონებს შორის, რომელიც არ არის შემთხვევითი, რადგან ნატალის წარჩინებით აქვს დამთავრებული პრესტიჟული ჰარვარდის უნივერსიტეტი. მან არაერთხელ განაცხადა თავის ინტერვიუებში, რომ სწავლა და განათლება მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე სამსახიობო კარიერა. " მე არ ვღელავ და არ მაინტერესებს ანგრევს თუ არა კოლეჯი ჩემს სამსახიობო კარიერას. მირჩევნია ვიყო განათლებული, ვიდრე კინოვარსკვლავი." მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მიაღწია გამორჩეულ წარმატებას ორივე სფეროში.

ეს ძალიან უჩვეულო განაცხადია, მაგრამ პორტმანი თავს მიიჩნევს ებრაელად, რომელსაც თან ახლავს ბევრი უცნაურობები, ამიტომ დასაშვებია რომ ნატალი არის ასეთი. მან იცის 6 ენაზე საუბარი, არის პრემია "ოსკარის" გამარჯვებული, ქველმოქმედი, ვეგეტარიანელი, იდეალური მეუღლე და შესანიშნავი დედა.

"ერთხელ მე ფეხით ვსეირნობდი ქუჩაში და მოულოდნელად ვიღაცამ იყვირა " ოჰ ღმერთო შეხედეთ ეს ხომ ვაინონა რაიდერია. მე მოვიხედე უკან რომ დამენახა ვინ იყო, მაგრამ მიხვდი რომ უკვე ყველა მე მომჩერებოდა. "
ნატალი პორტმანის ცხოვრების წესი/უჩვეულო ციტატები

ვარ მოხარული, რომ გავიარე ეს ყველაფერი. მე მოვახერხე ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მშობლებს სურდა ვენახე. ისეთი, რომლის დანახვაც პროდიუსერების სურვილი იყო და ისეთი როგორის ხილვასაც მაყურებელი ლამობდა.


მსახიობთა სიაში, ყოველთვის კუდში ვებმები მათ. საშუალოდ, წელიწადში სულ რამოდენიმე ფილმში ვიღებ მონაწილეობას, მაშინ როცა ჩემი კოლეგები - მათ შორის ახალგაზრდები უკვე ფლობენ როლს 40 ფილმში.

ბავშვობაში მე მინდოდა ვყოფილიყავი ასტრონავტი, ექიმი და ვეტერინარი, მაგრამ მანამ რა თქმა უნდა მინდოდა ქალთევზობა.

ეს ისეთი უცნაურია - იყო ბავშვი გადასაღებ მოედანზე. როდესაც ტარდება სამუშაო, შენ ისეთივე ხარ როგორც ყველა, მაგრამ როგორც კი აცხადებენ შესვენებას, ყველა მსახიობი მიდის თავის ოთახში - ზოგი იძინებს, ზოგი ლუდს სვამს, შენ კი იღებ წიგნებს და მიდიხარ სკოლაში.
ნატალი პორტმანის ცხოვრების წესი/უჩვეულო ციტატები

ჩემი პირველი როლი ვითამაშე მაშინ, როდესაც ვიყავი 11 წლის, ამიტომ 20 წლის ასაკში ჩემს თავს ვუთხარი: კმარა

მე - ვიყავი 80 იანი წლების ბავში. მქონდა ბარბი და პატარა პონი, მაგრამ მუდამ ვაფუჭებდი მათ - ვუხატავდი სახეებს და ვჭრიდი თმებს

ვფიქრობ, მე გავიზარდე იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს უნდა მომხდარიყო

მინდა მყავდეს ისეთივე ქალიშვილი, როგორიც ვარ მე - სიმპატიური, გონიერი, განათლებული. მინდა იცნობდეს ბევრ ადამიანს და ასევე თავისი გონიერებით შეეძლოს ბევრი ფულის გამომუშავება

მე ყოველთის ვფიქრობდი, რომ ხელი არის ადამიანის ყველაზე ლამაზი და ექსპრესიული სხეულის ნაწილი.
ნატალი პორტმანის ცხოვრების წესი/უჩვეულო ციტატები

მამაჩემს ჰყავდა ძველი და გაფუჭებული მანქანა " შევროლე", ხოლო დედაჩემს ჰყავდა ასევე დამტვრეული "ოლდსმობილი". ჩემი მშობლები არ ხარჯავდნენ ფულს დიდ სახლებსა და ძვირადღირებული მანქანების ყიდვაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მთელი ოჯახით ვუყურებდით თეატრალურ პრემიერებს და ასევე ბევრს ვმოგზაურობდით

ერთხელ, როცა მე ვიყავი რვა წლის მამაჩემმა წამიყვანა მის ერთ-ერთ სამედიცინო კონფერენციაზე. ის დემონსტრაციას უკეთებდა ლაზერულ ქირურგიას ქათამზე. ყველა იყო აღფრთოვანებული და ტაშს უკრავდა მამას, მე კი ვიყავი განაწყენებული და აღშფოთებული, რადგან ქათამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მე აღარასოდეს მიჭამია ხორცი.

ვიცი, რომ მაქვს ლამაზი ყურები, თუმცა არ მაქვს ბიბილო. ვისწავლე ჩემი სხეულის ნაწილის და განსაკუთრებით ყურების ისეთი შეყვარება, როგორიც ის არის. რადგანაც ბიბილოს გარეშე ცხოვრება - ეს ხომ არარის მსოფლიოს დასასრული.

მიყვარს როდესაც ხალხი მეუბნება, რომ გამოვიყურები, როგორც ებრაელი.
ნატალი პორტმანის ცხოვრების წესი/უჩვეულო ციტატები

ჭკვიან ქალბატონებს იმაზე მეტად უყვართ ჭკვინი მამაკაცები, ვიდრე ჭკვიან მამაკაცაებს ჭკვიანი ქალები.

არ მიყვარს, როდესაც მეძახიან საყვარელს. "საყვარელი"- ეს ისეთი სიტყვაა რომელიც ჩემზე მეტად შენს კატას შეეფერება.

მეჩვენება, რომ სწორედ მე მხვდა წილად ვიყო ის ქალი, რომელიც ომს გამოუცხადებს მაღაქუსლიანებს. ირგვლივ ყველა ამბობს, რომ უნდა ვატარო ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე. არასოდეს არ მესმოდა ეს უცნაური კონცეფცია: რაც უფრო გრძელია ფეხები მით უფრო მიმზიდველია იგი.

საშინლად მაინტერესებს, როგორ მოვიდა კაცობრიობა აქამდე, რომ ქალი ვალდებულია გაიპარსოს იღლია და ფეხები.

რაც უფრო დიდი ხდები, უფრო ნაკლებად უნდა გაინტერესებდეს და გაღელვებდეს, რას ფიქრობენ შენზე დანარჩენები.
ნატალი პორტმანის ცხოვრების წესი/უჩვეულო ციტატები

ვგიჟდები ძილზე. ადამიანთა უმეტესობა დილით სწრაფად დგება მაღვიძარას საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ არსად ეჩქარებათ. ისინი ფიქრობენ, რომ ძილი დროის ფუჭი ხარჯვაა, მაგრამ მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ძილი - ეს არის საუკეთესო საშუალება დროის გასატარებლად.

არასდროს არ იცი, როგორ იბადება ჭორები. მაგალითად, როდესაც მე გადავიხოტრე თმა ფილმისთვის, ჩემზე დადიოდა ხმები რომ თითქოს ვიყავი ნაცისტი, , შემდეგ ლესბოსელი და ბოლოს თითქოს მე მჭირდა კიბო.. კიდევ კარგი ამ ყოველივეს ერთდროულად არ ამბობდნენ.

არ მომწონს, როდესაც პროდიუსერები ტრაბახობენ ჩემით.

ყველაზე პატიოსანი და მართალი ჩემს მიმართ იყო ვუდი ალენი. მან მითხრა: "ღმერთო ჩემო რა საშინელი ხარ!"

ვერ ვიტან ხმის ამაღლებას. როდესაც ვარ გაბრაზებული უბრალოდ ვტირი.

არაა სავალდებულო ყველა გახდეს მსახიობი. მსოფლიოში უფრო ბევრი რამაა გასაკეთებელი.

ნატალი პორტმანის ცხოვრების წესი/უჩვეულო ციტატები


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

  • born to be free თქვა:
    7 August 2013 22:28 - ID: 46,
    ძალიან მიყვარს ნატალი. იშვიათობაა ასეთი ადამიანი.

  • mari___ თქვა:
    2 August 2012 20:07 - ID: 45,
    მიყვარს ნატალიიი love ძალიან ლამაზი, განათლებული და უბრალოდ უნიჭიერესი მსახიობია love

  • naca98 თქვა:
    29 June 2012 09:32 - ID: 44,
    ძალიან,ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია ჭკვიანი, განათლებული და ლამაზი ქალბატონი– აი რატომ მიყვარს ნატალი ძალიან. love

  • Maroon5-a თქვა:
    28 June 2012 22:38 - ID: 43,
    ბავშვობიდან ვაფასებ ამ გოგოს love

  • aNn_♥_memi თქვა:
    28 June 2012 17:20 - ID: 42,
    უნიჭიერესიი ულამაზესიი ვგიჯდები ამ ქალზეე love როგორ შილებაა ასეთი ადამიანი არ გიყვარდეე ძაან კაი ადამიანი და ძალიან განმათლებული რაც ყველაზე მეტად მომწონს მასშიიი...ქალი უნდა იყოოს ჭკვიანი love მან ეს ძალიან კარგად იცის love
    შავ გედში შეუდარებელიააა love

  • el en ika თქვა:
    28 June 2012 14:56 - ID: 41,
    მაგარი ლამაზი სახეაააქვს...მაგრამ უზომოდ პაწუკაა..საინტერესო ნიუსია

  • ♥MaRrY♥ თქვა:
    28 June 2012 14:27 - ID: 40,
    უზომოდ მიყვარს უნიჭიერესი და ულამაზესია love

  • Maggie თქვა:
    28 June 2012 13:49 - ID: 39,
    მიყვარს ეს გოგო love

  • Mari Glonti თქვა:
    28 June 2012 13:23 - ID: 38,
    ძალიან მიყვარს ნატალი ყოველთვის მიყვარდა და ვაფასებდი!!
    სუპერ ნიუსია ანა ძალიან გამახარე love

  • no more questions თქვა:
    28 June 2012 13:11 - ID: 37,
    ნატალი... ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური..
    ერთდროულად ჭკვიანიც და ნიჭიერიც love

  • Anch_Bey თქვა:
    28 June 2012 12:38 - ID: 36,
    მააგარი ქალია რა love

  • anii:):):) თქვა:
    28 June 2012 11:08 - ID: 35,
    ვგიჟდები ნატალიზე ულამაზესი და უნიჭერესია love ძილი მეც ძალიან მიყვარს wink

  • lovelygirl თქვა:
    28 June 2012 04:24 - ID: 34,
    ყველაზე მეტად მიყვარსეს ქალი ააი რა ვქნააა<3 love

  • Perfection❣ თქვა:
    28 June 2012 00:38 - ID: 32,
    ნატალი ჩემი საუკეთესო მსახიობია love
    რომ ვკითხულობდი მის ციტატებს სულში ჩამწვდა love
    საოცარი და განსხვავებული ადამიანია love

    ანა შენ მოკლედ და ლაკონურად ხარ შეუდარებელი love

  • Anna-Frank თქვა:
    27 June 2012 23:34 - ID: 31,
    ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა ყველანაირად, უბრალოდ ერთს ვერ ვხვდები, ცხვირის ოპერაცია რატომ გაიკეთა? wink

  • elga თქვა:
    27 June 2012 23:26 - ID: 30,
    უბრალოდ მიყვარს ეს გოგო არ ვიცი ყველაფერში მაგარია. სილამაზით, გონებით და ნიჭიერეობით.
    ნიუსი სიტყვები არ მყოფნის love

  • Ann_J თქვა:
    27 June 2012 23:19 - ID: 29,
    ვაიმე ძააან დიდი მადლობა ბავშვებოო..მიხარია რომ მოგეწონათ winked
    Ancho.
    ოხ ოხ შენ ყოველტთვიის როგორ უნდა დამიდნო გული აა love მე მიყვარხარ რა ნათქვამია.. ვგიჟდები შენზე ვაფანატებ.. პარიზმა იოცნებოს შენზე რო ჩააკითხო და ეშტონმა იმისთვის რომ გაიცნო :დ
    feel

  • leluchia თქვა:
    27 June 2012 22:38 - ID: 28,
    Taaksoon Cullen და ნატლიც მაგიტომ არ გიყვარს რომ ებრაელია? არ შეიძლება ასეთი რასისტობა fellow

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top