;
27 ივნისი 2012      Nina√     39 კომენტარი     ნანახია 8313-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

მსახიობები შესრულებული როლებისთვის დიდ ჰონორარს იღებენ, თუმცა მაშინ როცა ამ როლების თამაშისთვის გარკვეული მსხვერპლის გაღება უხდებათ, გასამრჯელო კიდევ უფრო ძვირად ფასობს. ყველა ხედავს, ყველამ იცის და ყველას ძალიან კარგად ესმის, ამიტომაც თუ მსახიობი როლისთვის თავის გარეგნობას რადიკალურად შეიცვლის, ეს კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება და ხალხს ისინი კიდევ უფრო მეტად უყვარდებათ. მოდით ვნახოთ, რომელმა მსახიობებმა გაიღეს მსხვერპლი თავიანთი როლებისთვის.

2003 წელს ფილმისთვის "მონსტრი" შარლიზ ტერონმა ოსკარი მიიღო, მაგრამ უღირდა მას ეს ყველაფერი თავის არაჩვეულებრივ ფიგურად და ნერვებად? (შარლიზი ფილმში სერიულ მკვლელ-ლეზბიანკას ასახიერებს) შარლიზი გარეგნულად რადიკალურად შეიცვალა და მოუვლელ შუა ხნის ქალს დაემსგავსა. მსახიობმა როლისთვის 14 კილოთი მოიმატა, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ პერიოდში თავს არა მსუქნად მიიჩნევდა, არამედ ღონიერად და არა მარტო.

ყველაფერი როლის გამო...


ვინ ამოიცნობს ამ მათხოვარში ჰოლივუდის ლამაზმან ვანესა ჰაჯესს, ის ხომ მსახიობისგან რადიკალურად განსხვავდება?! ვანესა ფილმისთვის "Gimme Shelter" ისე შეიცვალა, რომ ამის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. სცენარის მიხედვით ჰაჯესი ორსულადაა და სწორედ ამიტომ მან 10 კილოგრამით მოიმატა. ასევე ძალიან უყურადღებოც გახდა, ის ხომ ამ დროის განმავლობაში ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობდა. ამ როლისთვის ვანესა თავის გრძელ თმებსაც კი შეელია.

ყველაფერი როლის გამო...


ფილმმა "ბრიჯიდ ჯონსის დღიური" რენე ზელვეგერი აიძულა ყოველდღიურად ფუნთუშები, პიცა და სპაგეტი ეჭამა, რათა წონაში საგრძნობლად მოემატა. საბოლოოდ რენემ 13 კილოგრამით მოიმატა, თუმცა როგორც ჩანს მსახიობს უღირდა, ვინაიდან ამ ფილმით მან ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ცოტა ხანში ზელვეგერი დასუსტდა, თუმცა კვლავ წონაში მომატება მოუწია, რათა ბრიჯიდ ჯონსს დამსგავსებოდა.

ყველაფერი როლის გამო...


მაიკლ ფასბენდერს ფილმისთვის The Hunger დასუსტება მოუწია. ამისთვის მაიკლი დაკავდა ოგით, დაიწყო ვარჯიში და იცავდა მკაცრ დიეტებს.

ყველაფერი როლის გამო...


კრისტიან ბეილს მაიკლის მსგავსად წონაში დაკლება მოუწია ფილმისთვის "The Machinist", თუმცა კრისტიანმა უფრო დიდი მსხვერპლი გაიღო, მან ხომ ამ როლისთვის მთელი 30 კილოთი დაიკლო! თუმცა როგორც მსახიობი აცხადებს, თავს მშვენივრად გრძნობდა. დასასუსტებლად კრისტიანი უბრალოდ დარბოდა და დარბოდა, თან საყვარელ მუსიკას უსმენდა

ყველაფერი როლის გამო...


კარგად ჩანს, რომ მერლინ მონროს როლის შესასრულებლად მიშელ უილიამს არანაირი მსხვერპლის გაღება არ მოუწია, უბრალოდ მან წონაში ოდნავ მოიმატა.

ყველაფერი როლის გამო...


დღეში 8 საათის განმავლობაში, ან უკეთეს შემთხვევაში 5 საათის განმავლობაში ნატალი პორტმანი ბალეტით იყო დაკავებული ფილმისთვის "შავი გედი". ნატალის ეს შრომა დაუფასდა და მან ფილმისთვის ოსკარი აიღო. ნატალი ჩიოდა, რომ დასუსტება ძალიან ძნელი იყო, თუმცა მან ეს შეძლო და პრიზიც დაიმსახურა.

ყველაფერი როლის გამო...


ნატალის კოლეგა და პარტნიორი ამავე ფილმში მილა კუნისი იყო, რომელიც გახდომის შესახებ ამბობს: ადამიანებს შუძლიათ გახდომა, უბრალოდ არ უნდათ". ფოტოს თუ შეხედავთ ვერც კი იფიქრებთ, რომ მილა ნამდვილი გურმანია და ჭამა ძალიან უყვარს.

ყველაფერი როლის გამო...


მეტ დეიმონმა ფილმისთვის "The Informant!" 14 კილოგრამი მოიმატა და ულვაშები და სათვალეც მოირგო
"ეს არ იყო ისეთი ძნელი, როგორიც მე მეგონა"-ამბობს მსხაიობი


ყველაფერი როლის გამო...



ჯარედ ლეტომ 30 კილოგრამი მოიმატა ფილმისთვის Chapter 27, რათა მკვლელს დამსგავსებოდა. ამისთვის ჯარედი ბევრ შოკოლადსა და ცხიმიან საკვებს მიირთმევდა.

ყველაფერი როლის გამო...


ბიონსე ყოველთვის თავს იწონებდა თავისი მიმზიდველი, მომგვრალებული ფორმებით, თუმცა ფილმისთვის Dreamgirls მას 10 კილოგრამით დაკლება მოუწია.

ყველაფერი როლის გამო...


როლისთვის ენ ჰეტევს ფილმში "საბრლონი" წონაში სერიოზული დაკლება მოუწია. იმისთვის, რომ მსახიობს წონაში სწრაფად დაეკლო, ძალიან მკაცრი დიეტის დაცვა მოუწია. ენი დღის განმავლობაში 500 კალორიაზე მეტს არ მიირთმევდა და ზოგჯერ ამასაც კი არა. უკეთესი შედეგის მისაღებად ენმა პირადი მწვრთნელი დაიქირავა და მთელი დღეების განმავლობაში მასთან ერთად ვარჯიშობდა.( გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ენი ამ ყველაფრის გამო ხშირად ძალიან ცუდად ხდებოდა) სამი კვირის განმავლობაში ენი სპორტდარბაზში დადიოდა და უმკაცრეს დიეტას იცავდა, რამაც საბოლოოდ სასურველი შედეგი გამოიღო. ჰეტევი საგრძნობლად დასუსტა, მაგრამ რეჟისორმა მხოლოდ ეს არ იკმარა და მსახიობს თავის გადაპარსვაც მოუწია.

ყველაფერი როლის გამო...

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

39


  • linda_JB თქვა:
    28 ივნისი 2012 21:51 - ID: 39,
    ფილმში მონაწილეობისთვის კიდეც გავსუქდები და კიდეც დავსუსტები მაგრამ თმას ნაღდად ვერ გადავიპარსავ smile

  • Ggvantsa თქვა:
    28 ივნისი 2012 17:08 - ID: 38,
    შარლიზ ტერონი და კრისტიან ბეილი, მართლაც გავოცდი მათი ამ ფილმების ნახვით winked მილა კუნისს უზომოდ უხდება სიგამხდრე არ უნდა მოემატა, ურჩევნია ისევ დაიკლოს

  • aNn_♥_memi თქვა:
    28 ივნისი 2012 16:13 - ID: 37,
    ძაან მაგარი ნიუსიაა..შავი გედი ძან მიყვარს მითუმეტეს ნატალი ულამზესიაა love ამ ფილმშიიი მილაც ძაან მომწონს love

  • no more questions თქვა:
    28 ივნისი 2012 14:13 - ID: 36,
    მარტლა იმსახურებენ ჯილდოებს :))

  • funny თქვა:
    28 ივნისი 2012 13:17 - ID: 35,
    მეც მომიწია ჩემი ყველაზე ცნობილი როლისთვის წონაში დაკლება და თმის შეჭრაც თუმცა ოსკარი რომ ავიღე ეს სულ გადამავიწყდა lol

  • -Diana- თქვა:
    28 ივნისი 2012 13:12 - ID: 34,
    - საინტერესო ნიუსია

  • magdaa98 თქვა:
    28 ივნისი 2012 08:48 - ID: 33,
    evelin,
    მაგას ვცდილობ მეეც wink დგეში 5ჯერ ვჩამ მარა არ ვიმატებ fellow კარგი ნიუსია love

  • ankusha თქვა:
    28 ივნისი 2012 01:07 - ID: 32,
    ესენი ხო რჩეულები არიან..
    ..მილიარდობით ადამიანს შორის გამოირჩევიან.
    .
    ნამდვილი ვარსკვლავები ...................
    და შესაბამისადდ ეს მსხვერპლი არაფერია fellow მიყვარს ესეთი ნიუსები fellow love

  • liliaNN თქვა:
    28 ივნისი 2012 00:01 - ID: 31,
    მაგარი ნიუსია love უბრალოდ ვანესა რომ ლამაზმანია ეგ საკითავია და მითუმეტეს ჰოლივუდის რა გაუჭირდა LA_ის ასეთI :)))



    __ _____ __ _____ __ _____ __
    შემოიხედე ჩემს ბლოგზე Welcome <3

  • Bimch თქვა:
    27 ივნისი 2012 23:47 - ID: 30,
    ფუ ვანესა რასაგავს :D:D ბიონსე არ მომწონს ასეთი გამხდარი feel

  • evelin თქვა:
    27 ივნისი 2012 23:45 - ID: 29,
    au ar undat ro maswavlon rogor movimatooo...shokoladebs da cximian sachmelebs mec vcham magram ushedegod belay

  • McMurphy თქვა:
    27 ივნისი 2012 23:40 - ID: 28,
    ვაიმე ბეილიიიი, ბეილიი, ბეილიი, აი გამორჩეულად მიყვაარს!!
    ფოტო სხვა ფილმიდანაა, ნიუსი ძალიან კარგიაა :**

  • gossip girl თქვა:
    27 ივნისი 2012 23:25 - ID: 27,
    შარლიზი ვერ ვიცანი. კარგი ნიუსია

  • Anano. თქვა:
    27 ივნისი 2012 23:13 - ID: 26,
    კაი ნიუსია :)))

  • MEOW თქვა:
    27 ივნისი 2012 22:56 - ID: 25,
    YVELAFERI ROLIS GAMO!

  • Tiko :P თქვა:
    27 ივნისი 2012 22:52 - ID: 24,
    ნამდვილი მსახიობები love ნიუსი love

  • elga თქვა:
    27 ივნისი 2012 22:41 - ID: 23,
    ჯარედი love
    კარგი ნიუსია

  • anii:):):) თქვა:
    27 ივნისი 2012 22:24 - ID: 22,
    ესეთ მსახიობებს ვაფასებ ვინც მიღებული როლისთვის ყველაფერზე თანახმაა...ვანესა love ნატალი love რენე love შარლიზი love

  • salome55555 თქვა:
    27 ივნისი 2012 22:23 - ID: 21,
    ბევრი ვერც კი ვიცანი smile

  • Nii♥ თქვა:
    27 ივნისი 2012 22:21 - ID: 20,
    Hermione...♥,
    გეთანხმებიი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top