;
28 ივნისი 2012      MaRihanna     62 კომენტარი     ნანახია 7870-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

მაილი საირუსი პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, ჯერ ის მხოლოდ 19 წლისაა და ძალზე პოპულარულიც. მან უკვე მოიპოვა ბევრი ადამიანის სიყვარული. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი
ახალგაზრდა ვარსკვლავი
. მაილიმ დისნეის ყველა რეკორდი მოხსნა სერიალიდან "ჰანა მონტანა".

მაილი საირუსის ნამდვილი სახელი და გვარია დესტინი ჰოუპ საირუსი, მაგრამ ბავშვობაში მას სმაილის ეძახდნენ, რადგან ძალიან მხიარული იყო და ხშირად იღიმოდა. მოგვიანებით ეს ზედმეტსახელი შემოკლდა, როგორც "მაილი". ამის შემდეგ, 2008 წელს მომღერალმა კანონიერად შეიცვალა თავისი სახელი, როგორც მაილი. დღეისათვის მას მხოლოდ ბებიამისი უძახის დესტინი ჰოუპს (ნამდვილ სახელს).
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

საირუსს ძალიან ცუდი ხელწერა აქვს, რადგან ის ცაციაა. მამამისმა, ბილი რეი საირუსმა მაილი იძულებული გახადა და მარჯვენა ხელით წერა მიაჩვია. აი რას ამბობს მაილი:
"მთელი ცხოვრება მე ვწერდი მარცხენა ხელით, მაგრამ ვწერ მარჯვენა ხელითაც. ასე რომ, თუ არ მოგწონთ ჩემი ხელწერა, მამაჩემს დააბრალეთ."
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

დისნეის არხის პრეზიდენტმა გერი მარშმა(Gary Marsh) განაცხადა, რომ მაილი ჰანა მონტანას როლისთვის აირჩია, რადგან მასში დაინახა სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც თავისი ცხოვრების ყოველი წუთით ტკბებოდა. ამ როლისთვის ასევე განიხილებოდა ტეილორ მომსენი, მაგრამ ტეილორმა დისნეის არხის პრეზიდენტზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

ჰანა მონტანას გამო მაილი ვეღარ ახერხებდა კოლეჯში სწავლას, მაგრამ მას სახლში ამზადებდა მასწავლებელი. მაილიმ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კოლეჯში დაბრუნებულიყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მაილიმ განაცხადა, რომ სწავლას შეგიძლია ნებისმიერ ასაკში დაუბრუნდე, როცა მოგინდება.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

მაილის ძალიან დიდი ოჯახი ჰყავს. მას ჰყავს 3 უფროსი ძმა (მშობლების წინა ქორწინებიდან) და უმცროსი და-ძმა.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

2011 წელს მაილი გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი თინეიჯერი ვარსკვლავი ჰოლივუდში, $54 მილიონით.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

ახალგაზრდა მომღერლის საყვარელი მულტფილმია "Sponge Bob Square Pants."
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

მაილის გულის დაავადება აქვს, ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გოგონას აქვს მსუბუქი ტაქიკარდია. ( ანუ გულისცემის სიხშირის მომატება)
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

ცნობილი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი დოლი პარტონი საირუსის ნათლიაა, ის არის მაილის შემოქმედების ერთ-ერთი გულშემატკივარი.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

სანამ ჰოლივუდში გადავიდოდნენ, მაილის ოჯახი ტორონტოში ცხოვრობდა. 2003 წელს გოგონამ ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი".
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

საირუსს 14 ტატუ აქვს. პირველი მან 17 წლის ასაკში გაიკეთა. მისი ყველაზე გამორჩეული ტატუა «Love» ყურში და «Just Breathe» მკერდზე. მოგვიანებით მან გაიკეთა ტატუ ღუზა თავის მაჯაზე, სამი ტატუ თითებზე, ერთი ტერფზე და რამდენიმე ხელზე.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

მაილის ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები. საირუსს უკვე 3 ძაღლი ჰყავს, 2012 წლის მაისში მან ორი ლეკვი შეიძინა.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

"უკანასკნელი სიმღერის"(2010 წლის ფილმი) მთავარი გმირის სახელი ვერონიკა "რონი" მილერი (რომელსაც მაილი საირუსი თამაშობს) მსახიობმა და მომღერალმა თავისი ბაბუის რონი საირუსის საპატივცემულოდ აირჩია, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა. ფილმში მაილის პარტნიორს ლიამ ჰემსვორტი განასახიერებს. როგორც ცნობილია, მაილი და ლიამი მალე დაქორწინდებიან.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

2009 წელს მაილი შეხვდა დედოფალ ელიზაბეტს ინგლისში და დაესწრო სამეფოს მრავალფეროვან შოუს.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

ბავშვობაში მაილის ძალიან უყვარდა ჰილარი დაფი და ის ნამყოფიც არის მის კონცერტზე.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

მიუხედავად 8 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, კელი ოსბორნმა და მაილი საირუსმა საერთო ენა გამონახეს და მეგობრები გახდნენ.
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

საირუსი ადრეული ასაკიდან პაროქსიზმს განიცდის
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე

მაილის ძალიან უყვარს ალბერტ აინშტაინის გამონათქვამები:
"ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნო საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა."
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე
საინტერესო ფაქტები მაილი საირუსზე


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

62


  • Natuka Cyrus თქვა:
    31 ოქტომბერი 2013 23:55 - ID: 62,
    ჩემი ლამაზი გოგო..!
    გენაცვალე რა კარგი ხარ...! ვგიჟდები ამ გოგოზეე love

  • Mary Gomez თქვა:
    26 აგვისტო 2012 12:26 - ID: 61,
    მე მართალია სელენატორი, ვარ მაგრამ არ მძულს მაილი, იგი უნიჭიერესი და უსაყვარლესია, და იმასაც ვაღიარებ რომ სელენაზე უკეთესად მღერის ის ჩემი 2 საყვარელი მომღერალია , ნუ 1 მაინც სელენაა , მაგრამ მაილი ძაან მაგარია.

  • tamarsamkharadze თქვა:
    4 აგვისტო 2012 11:37 - ID: 60,
    მე ვარ ნომერი პირველი მაილის პანი love ყველაზე ყველაზე

    მე ვარ ნომე რ პირველი მაილის ფანი love love ვაბოდებ მასზე wink wink love love

  • smileyz_xato თქვა:
    3 ივლისი 2012 18:57 - ID: 59,
    აი უზომოდ მიყვარს მართალია ვიზრდები და შეიძლება მალე ასე ძალიან აღარ მიყვარდეს მარა დარწმუნებული ვარ რომ მაინც სულ ჩემს გულში იქნება და გამახსენებს ჩემს საყვარელ თინეიჯერულ ასაკს love

  • gvanca)) თქვა:
    30 ივნისი 2012 22:17 - ID: 58,
    ძაან მიყვარს მაილი რა ძაან ნიჭიერია საყვარელი და კეთილი love ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნო საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა. ძაან მომწონს ეს ფრაზა love ისე რამდენი შეცდომა იყოო what

  • juustiin თქვა:
    30 ივნისი 2012 17:22 - ID: 57,
    ჩეემი ლამაზი გოგო!!!!
    უნიჭიერესსსი

    <3
    love

    Angel _ Ana,
    შენ ვერ ხვდები რომ ყველგან ზედმეტი ხარ შენი კომენტარებით? გვავიგეთ რომ ვერ იტან და სეელენა გიყვარს ვა ვინაა ეს ძროხა წაიღო ტვინიი!!!!!!!

  • Anastasia ♥ თქვა:
    29 ივნისი 2012 20:29 - ID: 56,
    ძალიან მომწონს ეს გოგო, ძალიან საყვარელი, ლამაზი და ნიჭიერია love ტანიც რა კარგი აქვს love ამის ჩაცმის სტილზე ვგიჟდები love ჰანა მონტანაზე ბავშვობაში ვაფრენდი love ეს გოგო რაღაც ძალიან უშუალო, კეთილი და თბილი წარმომიდგენია love

  • Giu თქვა:
    29 ივნისი 2012 17:20 - ID: 55,
    ძალიან კარგი ადამიანია და უზომოდ მიყვარს :)) love

  • natinati1318 თქვა:
    29 ივნისი 2012 15:39 - ID: 54,
    ძალიან კარგი ადამიანი, ლამაზი და გემოვნებიანია love ჰანა მონტანათი გავიზარდე და ბავშვობას მახსენებს :)

  • Maggie თქვა:
    29 ივნისი 2012 13:52 - ID: 53,
    ჩემი ლამაზი.ჩემი ჭკვიანი.ჩემი ნიჭიერი. უზომოდ მიყვარს love

  • MaRrIaMi ♥ ) თქვა:
    29 ივნისი 2012 12:27 - ID: 52,
    love მიყვარსს love

  • MaaRiiaaMii )) თქვა:
    29 ივნისი 2012 11:52 - ID: 51,
    love love

  • miley-justin თქვა:
    29 ივნისი 2012 00:52 - ID: 50,
    მაილი love ვაბოდებ love

  • Queen. თქვა:
    29 ივნისი 2012 00:07 - ID: 49,
    ვაიმეეე,ისე ძალიან მიყვარდა,ვინმე ცუდს თუ იტყოდა,სიკვდილს ვანახებდი ხოლმე wink ამაზე ძაან არავინ არ მიყვარდა,ვგიჟდებოდი,ათი ათასზე მეტი ფოტო მქონდა ამისი,საიტები მქონდა გაკეთებული wink ძაან ფანი ვიყავი

  • HotMess თქვა:
    29 ივნისი 2012 00:07 - ID: 48,
    პაროქსიზმი- ემოციებისა და მოქმედებების უეცარი დაწყება.. ფეთქებადი ხასიათი და ასე შემდეგ.. ან მაგალითად დიდი ხანი სიცილი მიზგარეშე

  • gossip girl თქვა:
    28 ივნისი 2012 23:47 - ID: 47,
    fuck selena,
    ჩვენ ხო ყოველდღე ვხვდებიით რაა :D:D მომწონს love

  • MaRihanna თქვა:
    28 ივნისი 2012 23:18 - ID: 46,
    Smiley :),
    მე არ ვარ ფანი და როგორც ეწერა ისე ვთარგმნე :)

  • Glamour_chill თქვა:
    28 ივნისი 2012 22:38 - ID: 45,
    არ ვიცი ეს ადამიანი ძალიან მიყვარს love Smiler 4ever love

    Gaga4,
    madlobaa love

  • Smiley :) თქვა:
    28 ივნისი 2012 21:55 - ID: 44,
    ომა .
    5ძაღლი ყავს ელეიში და მთელი ჯოგი ნეშვილში .
    მაილი 3 წელი ცხოვრობდა მხოლოდ კანადაში !
    2011 წელს მაილი გახდა ყველაზე მდიდარი თინეიჯერი 120 მილიონით .
    მაილის ყავს უფროსი და-ძმა (ტრეისი და ბრენდი), და უცმროსი და-ძმა (ბრეისონი და ნოა) :)
    შეცდომები იყო საკმაოდ ]]]

  • Maroon5-a თქვა:
    28 ივნისი 2012 21:52 - ID: 43,
    love

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top