;

2 July 2012      Hermione...♥     Views 5587    
Category: Stars

ფაქტები ოდრი ტატუზე
ოდრი ტატუ თანამედროვე ფრანგული კინოს კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც 1978 წლის 9 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის პატარა ქალაქ ბომონში. იგი არის პრესტიჟული ფრაგული ჯილდოს, "ცეზარის" მფლობელი და BAFTA-ს ორგზის ნომინანტი.
ფაქტები ოდრი ტატუზე
* ტატუს მშობლებმა სახელი ოდრი ჰეპბერნის საპატივცემულოდ დაარქვეს.

* მსახიობი 4 დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსია.
ფაქტები ოდრი ტატუზე
* ოდრის მამა ქირურგია, დედა კი მასწავლებელი.

* მსახიობის სიმაღლეა 160 სმ.
ფაქტები ოდრი ტატუზე
* სკოლის დამთავრების შემდეგ ოდრიმ სწავლა გააგრძელა ფრანგული ლიტერატურის ფაკულტეტზე და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. პარალელურად კი ეუფლებოდა სამსახიობო ხელოვნებას Cours Florent-ში.

* ტატუმ სამსახიობო კარიერა ფრანგულ სერიალებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობით დაიწყო. თუმცა მისი ერთ-ერთი ასეთი ფილმი Archi-dgueulasse კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი 1998 წელს. ამ ფაქტმა დასაბამი დაუდო ოდრის კარიერულ აღმასვლას.
ფაქტები ოდრი ტატუზე
* 1999 წელს ოდრიმ მიიღო ფრანგული კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდო "ცეზარი" ფილმისთვის Venus Beauty Institute.
ფაქტები ოდრი ტატუზე
ფაქტები ოდრი ტატუზე
* 2001 წელს ტატუმ მსოფლიო აღიარება მოიპოვა მთავარი როლის შესრულებით ფილმში Amélie, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგულ ფილმად ითვლება.
ფაქტები ოდრი ტატუზე
ფაქტები ოდრი ტატუზე
* მისი საყვარელი მწერლებია ვიქტორ ჰიუგო და ოსკარ უაილდი.

* მსახიობს ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა. მისი საყვარელი კომპოზიტორებია მოცარტი და შოპენი.
ფაქტები ოდრი ტატუზე
* ოდრის საყვარელი მსახიობები არიან მერილ სტრიპი, პოლ ნიუმანი, ჯოდი ფოსტერი და ჯულიანა მური.

* თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე.
ფაქტები ოდრი ტატუზე
ფაქტები ოდრი ტატუზე
* მას ბავშვობიდან სურდა, რომ ცნობილი მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ საფრანგეთის პატარა ქალაქში მცხოვრებ გოგონას ეს ოცნება მიუღწევლად ესახებოდა. მსახიობმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ცხოვრებაში არაერთხელ დარწმუნდა, რომ ოცნებები ნამდვილად სრულდება.
ფაქტები ოდრი ტატუზე
ფაქტები ოდრი ტატუზე
* ოდრიმ ჰოლივუდშიც გამოსცადა ძალები და 2006 წელს ორგზის ოსკაროსან ტომ ჰენქსთან ერთად მიიღო მონაწილეობა რონ ჰოვარდის გახმაურებულ ფილმში The Da Vinci Code. ფილმის შინაარსმა სასულიერო პირების უკმაყოფილების გამო აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც წარმატებული გამოდგა.
ფაქტები ოდრი ტატუზე
* 2007 წელს ჟურნალმა Empire კინოს ისტორიის 100 ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავს შორის ტატუს 62-ე ადგილი არგუნა.
ფაქტები ოდრი ტატუზე
* 2009 წელს ტატუმ ნიკოლ კიდმანი ჩაანაცვლა და Chanel N°5-ის სახე გახდა.
ფაქტები ოდრი ტატუზე
ფაქტები ოდრი ტატუზე
ფაქტები ოდრი ტატუზე
ფაქტები ოდრი ტატუზე
* 2009 წელს ბრიტანულმა Vogue-მ ყველაზე გემოვნებიანი ქალების სიაში მეორე ადგილი არგუნა.
ფაქტები ოდრი ტატუზე
ფაქტები ოდრი ტატუზე
* ამავე წელს ტატუმ შეასრულა კოკო შანელის როლი ფილმში Coco avant Chanel.
* ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ოდრიმ განაცხადა, რომ სულ მალე კინოდან წასვლას აპირებს.
ფაქტები ოდრი ტატუზე


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top