;

2 July 2012      G.G.     Views 4032    
Category: Stars

Gossip Girl Final Seazon Preview

"Gossip girl Here! Yous one and only source into the scandalous life of manhattanh"s elite
ამ სიტყვებს შემოდგომიდან სერიალის ერთგული მაყურებლები ბოლოჯერ მოისმენენ...

შემოდგომაზე ნიუ-ოირკში ახალი ინტრიგები საბოლოოდ ჩაიხლართება. ვნახოთ რით შეიძლება
დამთავრდეს ელიტარული ცხოვრების მიმოხილვა Upper East Side-ზე.

დედამიწის ერთ-ერთ ხმაურიან და სახელგანთქმულ ქუჩაზე როგორც იტყვიან "დენთის სუნი ტრიალებს". მედისონ ავენიუზე Gossip Girl-ის საბოლოო სეზონი ბრუნდება, მთელი თავისი შეთქმულებებითა და მზაკვრული გეგმებით. როგორც ჩანს ჯორჯინა მომავალ შემოდგომას თავის ნათქვამს აასრულებს და მანჰეტენის მაცხოვრებლებთან მოვლენების განვითარების ბოლომდე დარჩება: "been there from the very beginning and i will be tere et the end too"
ცუდად ჟღერს, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ მორიგი ყალბი "სიყვარულის ნაყოფით" გამოჩენას ნამდვილად აღარ აპირებს :)
Gossip Girl Final Seazon Preview
როგორც მიშელმა ჟურნალ E!-ს განუცხადა ჯორჯინას სურს ყველა ისთ საიდერი მამაკაცის დაპყრობა,
მიუხედავად იმისა, რომ ის გათხოვილია.

არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ შემოდგომაზე "ჭორიკანას" დასრულებით, რაღაც ერა მთავრდება! რა თქმა უნდა მოგვენატრება მანჰეტენის ელიტა, თუმცა როგორ ვიცხოვრებთ ჩაკის და მისი მედიდური კოსტუმებისა და ფეხსაცმელების გარეშე? როგორც მისი როლის შემსრულებელი, ედ ვესტვიკი ამბობს ჩაცმულობაში თვალსაჩინო საერთო არაფერი აქვთ. "ჩემს სტილს კარგად გამოხატავს ჩემი ტატუ, ამერიკული არწივის ბუმბული, რომელიც სულიერებისა და ამერიკული თავისუფლების გამოხატულებაა."
Gossip Girl Final Seazon Preview

ჩაკს შეიძლება არ მოსწონდეს ედისეული თავისუფლების სიმბოლო, ან ზოგადად ტატუ, თუმცა მათ რაღაც საერთო მაინც აქვთ. ისინი ორივე აქტიურად გულშემატკივრობენ სერიალის მთავარი წყვილის ბლერის და ჩაკის ურთიერთობას. როგორც ჩანს, ჩვენი საყვარელი წყვილი სერიალის ფინალში აუცილებლად მოძებნიან ერთმანეთისაკენ მისასვლელ გზებს. " მე ვფიქრობ, რომ ბლერმა და ჩაკმა დაიმსახურეს თავიანთი ბედნიერი დასასრული. მე ნამდვილად მომხრე ვარ, თუმცა როგორ, რა გზით დაუბრუნდებიან ისინი ერთმანეთს ამის წარმოდგენა ცოტა მიჭირს. ახლა, როცა სეზონის პრემიერა ახლოვდება, ნელ-ნელა გადასაღებ მოედანზე დასაბრუნებლად ვემზადებით. მაგრამ მალე მნიშვნელოვან ამბავს მაინც გამოვაცხადებ"-ამბობს ედი.
Gossip Girl Final Seazon Preview

ედისგან განსხვავებით სხვა მხარეზე გაამახვილა ყურადღება ლეიტონმა: " ჭორიკანას დამთავრება საშინლად დამთრგუნველი და გულდასაწყვეტია ჩემთვის, თუმცა ამასთანავე ესაა ახალი, დიდი ნაბიჯი, შესაძლებლობა იმისა, რომ გავაკეთო რაღაც განსხვავებული. ექვსი წელი ითამაშო ერთი და იგივე ხასიათი არაა ადვილი და ეს მართლაც შესანიშნავია, თუმცა მიხარია რომ მექნება საშუალება ჩემს ოჯახთან ვიცხოვრო და ცოტაოდენი დრო მათთან ერთადაც გავატარო"

იმის გათვალისწინებით რომ ექვსი წელი დიდი დროა, ძნელი წარმოსადგენი არაა როგორი დრამა ელოდებათ მათ სახლშიც.
მანამდე კი დაველოდოთ, წინ კიდევ ერთი დატვირთული, დახვეწილი, მოდური და ყველაზე საინტერესო სეზონი გვაქვს!
Gossip Girl Final Seazon Preview


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top