;
2 ივლისი 2012      lady_tamo     35 კომენტარი     ნანახია 3647-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ჯიმ ქერის ცხოვრების წესები

ბევრისთვის ჯიმ ქერი მხოლოდ კომედიური ჟანრის მსახიობია, მაგრამ თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ მის ფილმოგრაფიას, დავრწმუნდებით რომ ეს ასე არ არის. ჯიმი შესანიშნავად ირგებს სახასიათო როლებს არა მარტო კომედიურ, არამედ დრამატულ ჟანრშიც. ჯიმის მთავარი კოზირი პ- მისი მიმიკაა, და ის ამით სარგებლოს ყველა ფიმში, რითაც თითოეულ როლს დასამახსოვრებელს ხდის და სწორედ ამით აყვარებს მაყურებელს თავს. ნიუსში გთავაზობთ ნიჭიერი მსახიობის ცხოვრების წესებს, ასახულს მის ციტატებში, ციტატების კითხვისას დაგატყვევებთ არა მარტო სიტყვების სილამაზე, არამედ ჯიმის გულწრფელობაც.

ჯიმ ქერის ცხოვრების წესები



ჩემი ცხოვრების მთავარი 2 წესი: გახსოვდეს, თუ შენ გიჩნდება გრძნობა 'ცხოვრება არ მიდის ისე, როგორც მე მინდოდა, მე არ ვარ იმ საქმით დაკავებული, რითაც უნდა ვიყო' - ყველა გამოგიყენებს ფეხის შესაწმენდ ტილოდ. მეორე: არასოდეს აღიქვა შენი თავი ზედმეტად სერიოზულად.

კომიკოსი შეიძლება არ ცვლიდეს სამყაროს რადიკალურად, მაგრამ ხდის ცხოვრებას უფრო მხიარულს. მე 15 წელი გამოვდიოდი კომედიურ კლუბებში. საწოლში წოლისას ვფიქრობდი პუბლიკის ფსიქოლოგიაზე, იმაზე, თუ რა სჭირდება ხალხს. მე შემიძლია ისე გაკეთება, რომ ხალხმა 2 საათით ყველაფერი დაივიწყოს და კარგად გაერთოს. ზოგჯერ მე ვგავარ ჭრილობაზე მიმაგრებულ პლასტირს, ჩემი ხვედრი კი ჭრილობის მოშუშებაში წვლილის შეტანაა.


თითქმის ყველას გვყავს გიჟი ნათესავები. ამ ჩვენი გიჟი ნათესავების თვალში კი ზოგიერთი ჩვენგანი თავად გიჟია.

Image.geotorrents.com


ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეები შეიძლება ყველაზე მძიმე დღეებიც იყოს. მაგალითად, როცა მე ეის ვენტურას ვთამაშობდი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეები და ამავდროულად ყველაზე მძიმეც: იმ პერიოდში ცოლთან ხშირი კონფლიქტი მქონდა. იმ პერიოდის გადატანში ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ მე კომიკოსი ვიყავი და ცხოვრებას იუმორით ვუყურებდი. ჩემი სამსახიობო კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სცენებს მე ვთამაშობდი მაშინ, როდესაც ცოლთან კონფლიქტი მქონდა და სულაც არ მეცინებოდა.

არ შემიძლია იმ ფილმების ყურება, რომელშიც მე არ ვმონაწილეობ. როცა ვბრუნდები კინოთეატრიდან , ვფიქრობ ს 2 საათი ხომ შემეძლო ისეთი რამე მომეფიქრებინა, რისი მსგავსიც ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. საშინლად ვბრაზდები იმაზე, თუ რა ტყუილად დავკარგე დრო.

შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ საშინლად მორცხვი ვიყავი ბავშვობაში. არავინ, აბსოლუტურად არავინ მელაპარაკებოდა სკოლაში. 'ეს ჯიმია? თავი დაანებე, ფსიხია ' აი როგორი დამოკიდებულება ქონდათ ჩემდამი სკოლელებს,. ერთხელ სკოლაში რაღაც სისულელე გავაკეთე, რომელმაც ყველა გაამხიარულა. 'ჯიმი სულელი' შეიცვალა 'ჯიმი? დებილია მაგრამ მაგრად ვკაიფობთ' -ით. ეს იყო დასასრულის დასაწყისი.

არ არის ადვილი პირველმა გადადგა ნაბიჯი ქალთან ურთიერთობაში. შენ შეიძლება გენიალურად თამაშობდე სცენაზე, იყო იდეების გენერატორი, მაგრამ ფრაზის 'გამარჯობა. ძალიან მომწონხართ. შეიძლება სადილზე დაგპატიჟოთ?' თქმა გაგიძნელდეს. ზოგჯერ ვძლევ ამ შიშს, ზოგჯერ ვერა. თუმცა სულაც არ მინდა ისეთი ტიპი გავხდე, რომელსაც ყველაფერი კიდია, შეუძლია ნებისმერთან მივიდეს ფრაზით 'გამარჯობა ცუნცულ'. არ მინდა ასეთი ვიყო.

მიყვარს მუსიკა, მთელი ცხოვრებაა, ბავშვობიდან. მამაჩემი იყო კლანეტისტი და საქსაფონისტი, ჩვენ სახლში მუდამ ისმოდა ბუგ-ბენდების მუსიკა. ჩემ გოგონასაც უყვარს ჯაზი, ჩემზე კარგადაც კი ერკვევა, მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 18 წლისაა.

ჯიმ ქერის ცხოვრების წესები

პოპულარობის საპირისპირო მხარე? არ შეგიძლია მოიპარო სუპერმარკეტში, მაშინაც კი, თუ ძალიან გინდა.

ჩემი შთაგონების წყარო? ცხოველები! ადრე მყავდა კატა ბევრი უცნაური თვისებით. ძალიან უცნაურად იქცეოდა ზოგჯერ, ერთხელაც, ჩემი კატის შემხედვარე, იდეა დამებადა რომ მისი ქცევები უნდა გადამეღო და ამან გაამართლა, უცნაურმა ქცევებმა ხალხის სიცილი გამოიწვია.

მთელი ცხოვრებაა მჯერა სასწაულების. მჯერა რომ ისინი აუცილებლად მოხდება. არ ვიცი ეს სიმართლეა თუ ჩემი დიდი რწმენის გამოა. საერთოდაც, მჯერა, რომ თუ გწამს, რომ რაღაცის გაკეთებას შეძლებ, წარმატების შანსები უფრო იზრდება. მეორე კლასში ახალი მასწავლებელი მოგვიყვანეს. ის გვეუბნებოდა ' როდესაც მთელი გულით ვლოცულობ და რამეს ვთხოვ ღვთისმშობელს, ის აუცილებალდ მისრულებს თხოვნას'/ იმ დღესვე, სახლში მისვლისას, ვილოცე და ღვთისმშობელს ვთხოვე ველოსიპედი, რომლის ყიდვა ჩემ ღარიბ ოჯახს არ შეეძლო. 2 კვირის შემდეგ, სახლში რიომ დავბრუნდი ჩემმა ძმამ მახარა, რომ ველოსიპედი ეზოში იდგა, მე ის ლატარეაში მოვიგე, თუმცა მე ამ ლატარეაში არასდროს მითამაშია, არასდროს გამიგზავნია კუპონები...


Image.geotorrents.com

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

35


  • waiting.for.forever თქვა:
    5 აგვისტო 2012 15:45 - ID: 35,
    ძალიან მაგარი კაცია :))

  • tikochxetia თქვა:
    6 ივლისი 2012 19:04 - ID: 34,
    უსაყვარლესი და უმაგრესი მსახიობიაა... love

  • iako... ♥ თქვა:
    5 ივლისი 2012 22:11 - ID: 33,
    მიყვარს უზომოოდ... რაღაც საოცარი ადამიანია და უზომოდ ნიჭიერი... love კარგი news-ი იყო... : ))*

  • Knuwwiii )) თქვა:
    3 ივლისი 2012 14:44 - ID: 32,
    ვაიჰჰ <33 ჩემი ყველაზე საყვარელი მსაახიობია :** ძაალიან მიყვარს <33 ყველაზე მაგარიიი კაციი :დ <33
    ვგიჟდები ამისს ფილმებზე,განსალუთრებით ყოვლისშემძლე ბრიუსზე :D <33

  • bax_bax თქვა:
    3 ივლისი 2012 12:43 - ID: 31,
    ლეგენდა

  • Tamtabera თქვა:
    3 ივლისი 2012 12:04 - ID: 30,
    როგორ მიყვარს love

  • La_La თქვა:
    3 ივლისი 2012 11:33 - ID: 29,
    ვაიმეეეე კიდეევ უფროო შემიყვრადაააა ... ასეთი სტტატიები ხშირად დადეთ რაააა :) ) მაგარიაააა : )

  • brookesh თქვა:
    3 ივლისი 2012 00:44 - ID: 28,
    ჩემი გიჟი კაცია ეს :D ჩემი ცანცარა <3

  • Deakoo თქვა:
    2 ივლისი 2012 23:27 - ID: 27,
    ვაიმეე ვგიჟდები შენზე love

  • MaaRiiaaMii )) თქვა:
    2 ივლისი 2012 23:17 - ID: 26,
    მიყვარს ძალიან love

  • maisa თქვა:
    2 ივლისი 2012 22:28 - ID: 24,
    vgijdebi usimpatiurisicaa tan love

  • leave me alone თქვა:
    2 ივლისი 2012 22:25 - ID: 23,
    ჰაჰაა wink მაგარი კაცია love ბოლო მაგარი იყო lol სურათი

  • Kapa თქვა:
    2 ივლისი 2012 22:09 - ID: 22,
    love

  • Summer Girl თქვა:
    2 ივლისი 2012 21:53 - ID: 21,
    უმაგრესი მსახიობი მიყვარსს love
    ნიუსი love

  • QiQiTo:):) თქვა:
    2 ივლისი 2012 21:47 - ID: 20,
    კერი ჯიგარი კაციაააა.ნიუსი ძალიან მაგარიაააააა

  • paradise. თქვა:
    2 ივლისი 2012 21:45 - ID: 19,
    ert erti sauketeso da unichieresi msaxiobia love jim vgijdebi shenze love

  • Salome maisuradze თქვა:
    2 ივლისი 2012 21:42 - ID: 18,
    love vgijdebiiiiiii

  • anii:):):) თქვა:
    2 ივლისი 2012 20:52 - ID: 17,
    ყველაზე მაგარი კომიკოსია love უნიჭერესია love

  • leluchia თქვა:
    2 ივლისი 2012 20:36 - ID: 16,
    სიცილისგან მეტირებაღა ხოოლმე ამის ფილმებზე. ვგიიჟდები ისე მიყვარს ჩემი სულელი love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top