;

4 July 2012      lady_tamo     Views 2849    
Category: Stars

ბრედ პიტის ცხოვრების წესები

დიდი ხნის განმავლობაში ბრედს აღიქვამდნენ ქერა სიმპათიურ ბიჭუნად, თუმცა ბრედმა სახასიათო როლების საუკეთესოდ შესრულებით დაამტკიცა, რომ იგი ნამდვილად ნიჭიერი მსახიობია და იმსახურებს ამ პოპულარობას. 48 წლის მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც მას 50 წელი შეუსრულდებოდა სამსახიობო კარიერას რეჟისორობით ჩაანაცვლებდა. ახალი მიზანი ახალ წარმატებას ნიშნავს, თუმცა კარგი იქნებოდა ბრედის ხილვა დიდ ეკრანებზე. გთავაზობთ ბრედის ცხოვრების წესებს, ასახულს მის ციტატებში.


თუკი მექნებოდა ზებუნებრივი ძალაუფლება, დროს უკან დავაბრუნებდი - აი რას ვიზამდი.

ძალიან ბევრი გეგმა მაქვს: მინდა მქონდეს ბევრი სახლი ბორბლებზე, ჩავწერო ალბომი, როგორც ჯენიფერ ლოპესმა. ეს იქნება აკუსტიკური ვერსია ჯგუფ KC & the Sunshine Band. მინდა გამოვუშვა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი. მე მექნება ყველაფერი, ისევე როგორც პაფ დედის/Puff Daddy, ოღონდ ბეწვი იქნება სინთეტიკური.

ჩვენ, ცნობილი ადამიანები, მუდამ ერთად უნდა ვიყოთ. მე მაგალითად, არ შემიძლია, მივიდე ექიმთან, ვიჯდე მოსაცდელში და ვიკითხო ჟურნალი, ხალხი დამესევა. ან თუნდაც მარტო ვიმგზავრო თვითმფრინავით, გარანტირებული პაპარაცების თავდასხმა.

ჩემი კვირის განრიგი ძალიან მარტივია: კვირის 7 დღიდან 5 დამსდევს პაპარაცების 3 მანქანა.

სიტყვის თავისუფლება? ჩემი აზრით ეს არაჩვეულებრივი რამაა. მგონია რომ ყველას უნდა ქონდეს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ჯობია ეს ანჯელინას კითხოთ. ის უფრო ბევრს გეტყვით, ვიდრე მე.

ბრედ პიტის ცხოვრების წესები

ერთხელ ბაბუას დავურეკე. ბაბუა: " შენ კინოს ვუყურე ახლახანს" მე: "რომელს ბაბუ?'" ბაბუამ გადასძახა ბებიაჩემს: "რა ერქვა იმ ფილმს, სამი დღე გული რომელზეც მერეოდა?"


მე ვეწევი, შემდეგ თავს ვანებებ. შემდეგ ისევ ვეწევი, ისევ თავს ვანებებ და ასე გრძელდება უსასრულოდ.

მორალთან საქმე ცუდად მაქვს. დიდად არ ვაქცევ მორალს ყურადღებას.

მე კარგად მახსოვს პირველი კოცნა. მე და ერთმა გოგომ მოვილპარაკეთ, რომ სკოლის მერე ავტოფარეხთან შევხვედრილიყავით და გვეკოცნა ერთმანეთისთვის. ამაზე ისე ვლაპარაკობდით თითქოს რამე ბიზნესზე ვსაუბრობდით. შევხვდით, ვაკოცე და სახლში გავიქეცი. აი ეს იყო ჩემი პირველი კოცნა.

ბრედ პიტის ცხოვრების წესები

ვგიჟდები მოტოციკლებზე, ჭკუიდან გადავდივარ, უამრავი ტიპის მოტოციკლი მაქვს, ისეთებიც კი, რომლებიც სპეციალურად Xჩემთვისაა შექ,ნილი, მაგრამ ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს. უბრალოდ ასეთი

რამე რომ მოიპოვო საჭიროა რამე დაკარგო.



ბრედ პიტის ცხოვრების წესები


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top