;
3 ივლისი 2012      ANGEL     29 კომენტარი     ნანახია 6841-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



Riley Keough
მოდელი და მსახიობი რაილი კიო, რომელიც ელვის პრესლის შვილიშვილია (ლიზა მარია პრესლის პირველი შვილი დენი კიოსგან)
14 წლის ასაკიდან ჩაება შოუ ბიზნესში, მისი დებიუტი 2004 წელს შედგა იტალიაში Dolce & Gabbana -ს ჩვენებაზე,
აგვისტოში კი Vogue -ის გარეკანი დაამშვენა დედასთან და ბებიასთან - პრისცილასთან ერთად.
მალე Christian Dior -ის სუნამოს სახეც გახდა. თუმცა საბოლოოდ მსახიობობა არჩია.

Riley Keough Riley Keough

Birth Name: Danielle Riley Keough
Age: 23, born 29 May 1989
Born and residing in: United States
Height: 5' 7"



რაილის სამოდელო კარიერა წარმატებით მიემართებოდა, 2010 წელს შედგა მისი სამსახიობო დებიუტი ფილმში The Runaways, სადაც დაკოტა ფენინგის პერსონაჟის ჩერის დის როლი - მერი განასახიერა. შემდგომ კი გადაიღეს ფილმში The Good Doctor, სადაც სრული როლი ხვდა და პარტნიორობას ორლანდო ბლუმი უწევდა.

Riley Keough Riley Keough

ასევე მთავარი როლი ხვდა ფილმში Jack & Diane. 2012 წლის ფილმში Magic Mike მცირე როლს დასჯერდა, თუმცა ეს ფილმი მისთვის საკმაოდ მნიშნველოვანი აღმოჩნდა, რადგან გაიცნო მსახიობი ალექს პეტიფაიერი, რომელთანც რომანი გააჩაღა და მარტის თვეში გახდა ცნობილი, რომ 6 თვიანი რომანის შემდეგ წყვილი დაინიშნა! ფილმი Magic Mike კი სულ ახალახანს გამოვიდა ეკრანებზე.



რაილი ნორას სახით ალექსის პერსონაჟს ხიბლავს და ითრევს ბიძნურ ბიზნესში. ფილმის პროდიუსერი რიდ კეროლინი ამბობს, რომ რაილის დანახვისას კასტინგზე რა თქმა უნდა აღნიშნეს, რომ ის ელვისის შვილიშვილია, თუმცა მისი ფირი იმავე რიგითობით განიხილებოდა როგორც სხვა კანდიდატების, თუმცა ფირზე ასახული რაილის ვიზუალურობის და შესრულების მანერის გამო, და მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო რაილის კანდიდატურამ სიაში #1 ადგილზე გადაიწია!



რაილის და ალექსის რომანი ალექსის წინა co-star-ებთან გაბმულ რომანებზე მტკიცე ჩანს. მას ხომ თითქოს ჩვევაში აქვს ეკრანული გრძნობები ისე გაიზიაროს მის პარტნიორთან, რომ ის რეალურ ცხოვრებაშიც გადმოიტანოს, როგორ Wild Child-ზე მუშაობისას ემა რობერტსთან და I am number four -ზე მუშაობისას დიანა აგრონთან. თითოეულ მათგანს გარკვეული ხნის განმავლობაში ხვდებოდა. რაილისთნ ურთიერთობაში კი უკვე 9 თვეს ითვლის.



კეროლინი ამბობს რომ რაილისა და ალექსს შორის რომანი არ შეუნიშნავს გადასაღებ მოედანზე რადგან ფიქრობდა ეს თამაშის ნაწილი იყო. ასევე ამბობს, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნებები არიან, თუმცა კარგად ერწყმიან ერთამენთს. ორივე მათგანი მოკრძალებული პიროვნებაა და მიიჩნევს, რომ მათი რომანი პრესისთვის საინტერესო არ იქნება, რადგან ძალიან ჩვეულებრივები არიან რეალურ ცხოვრებაში და არ უყვართ ყურადღება.



ამ ეტაპზე რაილი მუშაობს ფილმზე Yellow, სადაც სიენა მილერის ნარკოდამოკიდებული ქალის პერსონაჟის ახალგაზრდობას ანსახიერებს. და როზი ჰანტინგტონ უაითლისთან, ზოი კრავიცთნ და ადელაიდ კლემენსთან ერთად აფრიკაში, სადაც იღებენ ფილმს Mad Max Fury Road



გოგონა ბავშვობიდან ვარსკვლავურ გარემოში იზრდებოდა
"ხალხს გონია მე ცოცხალი ვიყავი, როცა ის იყო ცოცხალი"
- ამბობს რაილი და გულისხმობს ბაბუამის ელვის პრესლის, რომელსაც სიცოცხლეში ვერ მოესწრო. რილი ელვისის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ დაიბადა. გოგონა ასევე ამბობს რომ არც მაიკლ ჯექსონს იცნობდა დიდად, რომელიც მისი მამინაცვალი იყო 6 დან 11 წლის ასაკამდე. დედამისი ლიზა მარია პრესლი და მაიკლ ჯექსონი 1994 წელს დაქორწინდნენ, როცა რაილი 6 წლის იყო. ამბობს რომ მაიკლს იცნობდა როგორც კაცს, რომელსაც ის სკოლაში მიყავდა, დადიოდნენ ცურვაზე და ნევერლენდში გართობის საშუალებას აძლევდა. მაიკლთან განქოწინების შემდეგ მალე მამინაცვლის ადგილი ნიკოლას კეიჯმა დაიკავა, ამ დროისათვის რაილი თინეიჯერი იყო და არ გამოთქვამდა მასთან დაახლოების სურვილს. ერთერთ ინტერვიუში რაილიმ აღნიშნა, რომ ლიზა შესანიშნავი დედა იყო, თუმცა მათ სახლში მუდამ ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა და ცვლიდნენ ერთმანეთს, ეს კი მას დისკომფორტს უქმნიდა.








Magic Mike -ის გადაღებებზე




აგნეს დეინთან და ზოი კრავიცთან ერთად




Runaways -ის გადაღებებზე









რაილი სამოდელო კარიერის დასაწყისში



2004 წელს Dolce & Gabbana -ს ჩვენების შემდეგ








2006 წელს მონაწილეობა მიიღო Victoria's Secret -ის ჩვენებაში










კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

29


  • tiko001 თქვა:
    5 ივლისი 2012 00:24 - ID: 29,
    ბოლო სურათში კრისტენს გავს ძალიან

  • AaaNi თქვა:
    4 ივლისი 2012 21:34 - ID: 28,
    მაგარი გოგოა love

  • tusia თქვა:
    4 ივლისი 2012 20:52 - ID: 27,
    მეჯიკ მაიკში როლად თუ ითველება ეგ :DD რადენი ლამაზი გოგოა <3 ვიემ მეჯიკ მაიკი აშკარად შვილიშვილებისთვის მოსაყოლი მექნება :DD უყურეთ smile

  • aleksandra თქვა:
    4 ივლისი 2012 16:59 - ID: 26,
    სიკრეტის ჩვენებაზე არ არის ეს,აშკარად ტრენტია belay

  • fuck selena თქვა:
    4 ივლისი 2012 16:33 - ID: 25,
    ლამაზია ძალიან ტანიც კარრრრრრრგი აქვს love

  • Rma_(k) თქვა:
    4 ივლისი 2012 15:59 - ID: 24,
    ალექსი love

  • butterfly თქვა:
    4 ივლისი 2012 15:27 - ID: 23,
    ალექსსსიიი როგორ მიყვააარს :||||| love am

  • MaaaRrii..... თქვა:
    4 ივლისი 2012 14:07 - ID: 22,
    ალექს კაი ტიპიააააააა

  • Enjoy Yourself თქვა:
    4 ივლისი 2012 14:04 - ID: 21,
    megan ewing,
    ხო მეც კრისტენს მივამსგავსე, ლამაზი გოგოა love

  • megan ewing თქვა:
    4 ივლისი 2012 11:30 - ID: 20,
    კრისტენს გავს ეს გოგო თუ მომეჩვენა? love

  • anii:):):) თქვა:
    4 ივლისი 2012 10:58 - ID: 19,
    ალექსსზე ვგიჟდები რა სიპატიურია love არც რალია ცუდი გოგო

  • keetaa თქვა:
    4 ივლისი 2012 10:53 - ID: 18,
    ძაან კაი გოგოა

  • ბაჭია♥ თქვა:
    4 ივლისი 2012 09:55 - ID: 17,
    მე ბიჭი მომეწონა winked winked ესეც კაი გოგოა request

  • kristi_ თქვა:
    4 ივლისი 2012 09:42 - ID: 16,
    camilla,
    ხოო აშკარად ვუყურებ კაცო და გამოვშტერდი wink

  • Trouble_Maker თქვა:
    4 ივლისი 2012 09:20 - ID: 15,
    კარგი საქმრო უპოვნია :)

  • brookesh თქვა:
    3 ივლისი 2012 23:54 - ID: 14,
    გავს რაღაცით ბაბუას :D კარგი გოგოა

  • camilla თქვა:
    3 ივლისი 2012 23:40 - ID: 13,
    ხალხო დაბმავდით თუ მე დავბმავდი ვიკტორიას ჩვენებაზე აშკარად კაროლინა ტრენტინია ბრაზილიელი მოდელი

  • DayDreamer თქვა:
    3 ივლისი 2012 23:34 - ID: 12,
    აა ჩერიი კურის დაა ? :D ეხლა მივხდი :D ლამაზიიააა love

  • Mari Glonti თქვა:
    3 ივლისი 2012 23:13 - ID: 11,
    Uii zustad rileyze vapirebdi newsis gaketebaas axlo momavalshi..araushavs : D
    ulamazesia riley magram dedamisisnairi eshxiani mainc ar aris da elvisis kopia lisa ai dzalian dzalian gavs
    super newsia mari love

  • Naughty Angel თქვა:
    3 ივლისი 2012 23:07 - ID: 10,
    დრიუს ვამსგავსებ ძალიან
    უცხო სტილის გოგოა
    მომწონს :))

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top