;
7 ივლისი 2012      lady_tamo     18 კომენტარი     ნანახია 3793-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ალ პაჩინოს ცხოვრების წესები

ალ პაჩინო - ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი კინოს ისტორიაში. მისი თითოეული როლი, თუნდაც იყოს ბოლოხარისხოვანი ფილმში, მაყურებლის გონებას ატყვევებს და დიდ ხანს რჩება მათ გულებში. ფილმები 'ნათლიმამა', 'ქალის სურნელი', 'ეშმაკის ადვოკატი' და 'ნაიარევი სახე' ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ ნანახი. ალ პაჩინომ დიდი გზა გაიარა მზარეულობიდან მსახიობობამდე, ამიტომაც საკმაოდ საინტერესო იქნება გავეცნოთ ალ პაჩინოს ცხოვრების წესებს, ასახულს მის ციტატებში.


ალ პაჩინოს ცხოვრების წესები


იცით რა განსხვავებაა სცენაზე თამაშსა და კინოში თამაშს შორის? თამაში - თოკზე გასვლას გავს. სცენაზე ეს თოკი ძალიან მაღლა კიდია და შენ მასზე გავლისას წონასწორობის შენარჩუნება გიჭირს. ხოლო კინოში თოკი იატაკზე დევს.

ცხოვრებამ სადაც არ უნდა წამიყვანოს, ყველგან ვიქნები ის, ვინც ვარ

ჩემი მშობლები მაშინ გაეყარნენ როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. მე სახლში ვცხოვრობდი დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან. ძალიან გვიჭირდა და თვიდან თვემდე ძლივს გაგვქონდა თავი. როდესაც გავიგე. რომ ჰერკულესის შეფუთვიდან შემეძლო ამომეჭრა კუპონები და მომეგო პრიზი, ძალიან გამიხარდა და ყოველთვის ვაგზავნიდი ამ კუპონებს. ერთხელ, როცა დიდი ბებია გარდამეცვალა, დასაფლავებიდან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე რომ პრიზი მოვიგე, უზომოდ გამიხარდა, მაგრამ გამახსენდა რომ გარდაცვლილი მყავდა დიდი ებბია, ვერ გამოვხატავდი სიხარულს. აი მაშინ მივხვდი რა იყო საკუთარ თავთან კონფლიქტი.

მართალია დედაჩემი მუშაობდა, მაგრამ დროს გამონახავდა და კინოში წამიყვანდა ხოლმე. მეორე დღეს, როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, ვთამაშობდი ფილმიდან სხვადასხვა სცენებს. მახსოვს, ვუყურე ' დაკარგულ უიქენდს' და იქ იყო ერთი სცენა, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი სიმთვრალეში ვისკის ბოთლს ინახავს ბინაში, უკვე გამოფხიზლებული კი ვეღარ პოულობს. დიდხანს ძებნას თავისი სედეგი გამოაქვს და ის პოულობს ვისკის ბოთლს. ამ სცენას ხშირად ვთამაშობდი. როდესაც მამასთან თავისთან მივყავდი სახლში, სტუმრებთან მეხვეწებოდა ის სცენა მეთამაშა, მეც ვთამაშობდი და ყველა იცინოდა. მე კი დაბნეული ვფიქრობდი 'რა აცინებთ, ეს ხომ ასეთი სერიოზული სცენაა'


ალ პაჩინოს ცხოვრების წესები

დედაჩემი ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას. მახსოვს, მეგობრები გარეთ სასეირნოდ მეძახდნენ და დედა არ მიშვებდა, ამის გამო სკანდალიც მოვაწყვე, მაგრამ დედა მოთმინებით იტანდა ჩემს გამოხტომებს. და ამით გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. ის მეგობრები, რომლებიც სასეირნოდ მიხმობდნენ, აღარ არიან ამ ქვეყნად. რომ არა დედა, მე აქ არ ვიქნებოდი და ვერ გიპასუხებდით კითხვებზე

როცა პატარა ვიყვაი, ავტობუსში სამი ფერის ბილეთს არიგებდნენ: წითელ,ლურჯსა და მწვანეს. ბავშვებმა ვიცოდით რომელ სკამზე დაგვხვდებოდა უკვე გამოყენებული ბილეთები და ჯიბეებს ვივსებდით. ამ ბილეთებს არანაირი ღირებულება არ გააჩნდათ, მაგრამ ჩვენ წარმოგვედგინა რომ ფულით სავსე ჯიბეებით ამაყად დავაბიჯებდით.

იყო დრო, როდესაც მე გაზეთების დამტარებელი ვიყავი და ხელფასიც მახსოვს - 12 დოლარი: ერთი 10 დოლარიანი და 2 ერთდოლარიანი კუპიურა. მე 10 დოლარიანს მაშინვე ვახურდავებდი და საფულეში 12 ერთდოლარიანი მქონდა. ბარში, ანგარიშის გასწორების დროს, საფულეში არსებული ერთდოლარიანების დასტიდან კუპიურის ამოღებით ჩანდა, თითქოს ბევრი ფული მქონდა.

როდესაც მე პირველად ავიღე ჩემი სერიოზული ჰონორარი, ვიყავი 25 წლის. მე შეევედი ბარში, მივირთვი სტეიკი და დავაყოლე მარტინი. და ამის მერეც კი დამრჩა ფული!

ცენტრალურ პარკში სეირნობისას, ჩემთან გამვლელი მოვიდა და მკითხა:' რატომ ვეღარ გხედავთ? სად დაიკარგე?' მე დავიბენი: 'იცით რა არის... მე...ჰმმ..' მან კი მითხრა: ' რაღაც უცდი ალ, შენი დანახვა გვსურს მწვერვალზე' მაშინ მივხვდი რა იღბლიანი ვარ,რომ ნიჭი გამაჩნია და იგი უნდა გამოვიყენო.

მახსოვს პერიოდი, როდესაც სერიოზულად გავხდი დამოკიდებული ალკოჰოლზე და ტაბლეტებზე. ახლა ამ ყველაფერს უკვე შევეშვი, მაგრამ მახსოვს რას ვფიქრობდი დაჯილდოების ცერემონიაზე: ' საერთოდ მივაღწევ სცენამდე თუკი დამაჯილდოებენ? საეჭვოა'

ოსკარი მივიღე მაშინ როდესაც მერვედ ვიყავი მასზე ნომინირებული, დანარჩენი 7 მცდელობა ნომინირებით შემოიფარგლა. სიტყვებით ვერ აღვწერს, რას ვგრძობდი იმ მომენტში. როდესაც ახლა ვუყურებ ნომინატებს, ვფიქრობ: 'რა იქნებოდა როემლიმე მათგანი ნეიროქირურგი რომ იყოს? რომელ მათგანს მიანდობდი ოპერაციას ტვინზე? აი სწორედ ის იმსახურებს ოსკარს'

ალ პაჩინოს ცხოვრების წესები





კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

18


  • BaaBaaIaaGaa :DD თქვა:
    9 ივლისი 2012 14:12 - ID: 18,
    ვგიჟდეები ამააზე love მიყვარხაარ მიყვარხააარ მიყვარხააარ lol love love

  • sharikaa თქვა:
    8 ივლისი 2012 19:46 - ID: 17,
    ჩემიიიიიიიიიიი ცხოვრებაა

  • leluchia თქვა:
    8 ივლისი 2012 18:05 - ID: 16,
    lady_tamo როგორ მომწონს შEნი ნიუსები, ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ ხოლმე. ალ პაჩინო მართLაც რომ გენიოსია

  • TurManchiK თქვა:
    8 ივლისი 2012 13:10 - ID: 15,
    The Best Actor

  • Kapa თქვა:
    8 ივლისი 2012 12:08 - ID: 14,
    feel

  • tekla:) თქვა:
    7 ივლისი 2012 22:55 - ID: 13,
    გენიალურიიიიი love

  • Mari Glonti თქვა:
    7 ივლისი 2012 22:06 - ID: 12,
    ვგიჟდები ჩემი საყვარელი მსახიობია <3 უნიჭიერესი საოცრება გენია <3

  • Rma_(k) თქვა:
    7 ივლისი 2012 21:47 - ID: 11,
    როდესაც მე პირველად ავიღე ჩემი სერიოზული ჰონორარი, ვიყავი 25 წლის. მე შეევედი ბარში, მივირთვი სტეიკი და დავაყოლე მარტინი. და ამის მერეც კი დამრჩა ფული!
    love

  • Ninikoo_18 თქვა:
    7 ივლისი 2012 21:21 - ID: 10,
    უძლიერესია !

  • ancho_ano თქვა:
    7 ივლისი 2012 20:50 - ID: 8,
    მაგარი ნიუსიაა love love უმაგრესი მსახიობიაა

  • Ani_pupsika15 თქვა:
    7 ივლისი 2012 20:33 - ID: 7,
    ვაიმეეეეეეეეეე როგორ მიყვარსსსსსსსსსსსსსსსსსსსს love

  • aNn_♥_memi თქვა:
    7 ივლისი 2012 19:36 - ID: 6,
    მაგარი კაციაა ძაან love

  • sako თქვა:
    7 ივლისი 2012 19:29 - ID: 5,
    ყველაზე მაგარი მსახიობია!განუმეორებელი love

  • megan ewing თქვა:
    7 ივლისი 2012 18:56 - ID: 4,
    აღფრთოვანებაში მოვყავარ ყოველთვის მსახიობი კი არა ვირტუაზია და გარეგნობაც არაჩვეულებრივი აქვს love

  • Marriiiammiii თქვა:
    7 ივლისი 2012 18:33 - ID: 3,
    ✍ იცით რა განსხვავებაა სცენაზე თამაშსა და კინოში თამაშს შორის? თამაში - თოკზე გასვლას გავს. სცენაზე ეს თოკი ძალიან მაღლა კიდია და შენ მასზე გავლისას წონასწორობის შენარჩუნება გიჭირს. ხოლო კინოში თოკი იატაკზე დევს.
    love love love

  • gossip girl თქვა:
    7 ივლისი 2012 18:32 - ID: 2,
    მაგარი კაცია

  • anano-anano თქვა:
    7 ივლისი 2012 18:30 - ID: 1,
    მაგრამ დედა მოთმინებით იტანდა ჩემს გამოხტომებს. და ამით გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. ის მეგობრები, რომლებიც სასეირნოდ მიხმობდნენ, აღარ არიან ამ ქვეყნად. *- ეს კაცი ნამდვილი ლეგენდაა. love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top