;
7 ივლისი 2012      lalaa     24 კომენტარი     ნანახია 1526-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

۞ 24 ფაქტი ფლორენს უელჩის შესახებ ۞

უაღრესად ნიჭიერი, მომხიბლავი წითური მომღერალი ფლორენს უელჩი ,,Florence and the Machine"-დან დღესდღეობით ერთერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია ამჟამინდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში. უელჩმა პირველივე ხანებში დაიპყრო მსმენელთა გულები თავისი ძლიერი ვოკალითა და საინტერესო სიმღერებით.

წარმოგიდგენთ 24 ფაქტს ფლორენსის შესახებ .

ფლორენსი 1986 წლის 28 აგვისტოს დაიბადა სამხრეთ ლონდონში. მომღერალი ამჟამად 25 წლისაა.

მომღერლის დედა ჰარვარდში სწავლობდა. ეველინი ამჟამად ისტორიკოსი და მწერალია. რაც შეეხება მამას, ნიკს - იგი აღმასრულებელი დირექტორია სარეკლამო ფირმაში.

უელჩი ნიჭიერია წერაში. იგი ყოფილი Daily Telegraphის რედაქტორის მოადგილის, კოლინ უელჩის შვილიშვილია.

ფლორენსს მეგობრები "ფლოს" ეძახიან.

როდესაც გოგონა ბავშვი იყო, იგი "ხლოპიების" ყუთებს ჭრიდა და მათგან თოჯინის სახლებს აკეთებდა. სახლები მოწყობილი იყო პატარა სკამებითა და მაგიდებით.



ახალგაზრდა მომღერალმა მუსიკის გაკვეთილებზე სიარული 11 წლის ასაკში დაიწყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფრანგული და იტალიური არიების მღერის შემდეგ ფლორენსი ყოველთვის მღეროდა Dusty Springfieldის სიმღერას "Spooky".

უელჩის მშობლები იმ დროს დაშორდნენ, როდესაც ფლორენსი მხოლოდ და მხოლოდ 13 წლის იყო. ამის შემდეგ ეველინს (ფლორენსის დედა) შეუყვარდა მათი მეზობელი. სულ ცოტა ხანში ეველინი და მისი სამი ქალიშვილი მეზობელთან გადავიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეველინის მეუღლეს კიდევ სამი შვილი ჰყავდა. ფლორენსმა Telegraphთან ინტერვიუში მათი იმჟამინდელი ცხოვრება ამერიკულ სერიალს, Brady Bunchს შეადარა.

თინეიჯერი ფლორენსი ნირვანას და Green Dayს დიდი ფანი გახლდათ.

უელჩის პირველი ჯგუფის სახელი "Toxic Cockroaches" (ტოქსიკური ტარაკნები) იყო.

როდესაც ფლორენსი Alleynის სკოლაში სწავლობდა ლონდონში, იგი დისლექსიით და დისპრაქსიკითით იყო დაავადებული.




➀➀ დაავადებებმა ვერ შეძლეს შეეჩერებინათ თინეიჯერი ფლო. იგი Camberwellის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა და ძალიან წარმატებულადაც.

➀➁ ფლორენსი საკმაოდ უცნაური ბავშვი იყო. ერთერთ პროექტზე სკოლაში მან გააკეთა 6 ფუტის სიმაღლის მოწყობილობა, რომელიც გავსებული იყო ხელოვნური ყვავილებით და მასზე ეწერა “You’re a Twat”.

➀➂ არაჩვეულებრივ ვოკალთან ერთად ფლორენსს შეუძლია ბევრ ინსტრუმენტზე დაკვრა. მან პირველად დასარტყამი ინსტრუმენტებზე დაკვრა დაიწყო.

➀➃ მუსიკასთან ერთად ფლოს ძალიან უყვარს კითხვაც. მისი საყვარელი წიგნია ნაბოკოვის "ლოლიტა". მან წიგნი შემდეგი სიტყვებით აღწერა: "mindblowingly, heartbreakingly beautiful."

➀➄ ფლორენსს ძალიან უყვარს ჰიპ ჰოპი. იგი ხშირად ერთობა ნიკი მინაჟთან და დრეიკთან ერთად.




➀➅ ფლორენსი ყოველთვის ესწრება სხვა ბენდების კონცერტებს.

➀➆ 2006 წლის დეკემბერში ფლო ერთერთ კლუბში ძალიან დათვრა. სწორედ ამ კლუბის საპირფარეშოში გოგონა შეხვდა მის მომავალ მენეჯერს მეირიდი ნეშს.

➀➇ ამ შემთხვევის შემდეგ უელჩმა მიატოვა სკოლა რათა მუსიკისთვის მეტი დრო დაეთმო.

➀➈ ფლოს ჯგუფი ,,Florence and the Machine" თინეიჯერობის წლებიდან არსებობს. ეს ჯგუფი უელჩმა მის მეგობართან, იზაბელ "Machine" სამერსთან ერთად შექმნა. ფლორენსის და იზაბელის თინეიჯერული ოცნება ცოტა ხანში რეალობად იქცა.

➉➉ ჯგუფის პირველი ალბომი Lungs პირველ ადგილს იკავებდა UKს ჩარტებში. ალბომი ბევრი პრიზის მფლობელი გახდა.




➁➊ უელჩი მუსიკოსი რომ არ ყოფილიყო აუცილებლად იქნებოდა სახლების ინტერიერის დიზაინერი.

➁➋ პოპულარობა ძალიან ძნელი აღმოჩნდა ფლოსთვის. იგი ძალიან დიდი ხანი დეპრესიაში იყო.

➁➌ 7 წლის ასაკში უელჩი უკვე გამოდიოდა სიმღერებით ქორწილებზე და პანაშვიდებზე.

➁➍ უელჩმა შეასრულა მისი სიმღერა What The Water Gave Me შანელის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე.



















★★★★★

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

24


  • NiiNii თქვა:
    6 ნოემბერი 2012 16:42 - ID: 24,
    უნიჭიერესია love Never Let Me Go მიყვარს ძალიან

  • tannk თქვა:
    8 ივლისი 2012 19:38 - ID: 23,
    25 წლის რომ არის ძალიან გამიკვირდა, უფრო დიდი მეგონა

    რამდენიმე სიმ ღერა მიყვარს ამის

  • leluchia თქვა:
    8 ივლისი 2012 16:49 - ID: 22,
    მისი რამოდენიმე სიმღეარა ვიცი, მოსმენით არ ვუსმენ, მაგრამ რაღაც პიროვნებამ დამაინტერესა...

  • lalaa თქვა:
    8 ივლისი 2012 16:13 - ID: 21,
    LizyNavy,
    ლიზიი love დიდი მადლობა:)))

    tamo,
    დიდი მადლობა love

  • darkangel თქვა:
    8 ივლისი 2012 15:38 - ID: 20,
    ვგიჯდები უნიჭიერესია love

  • tamo თქვა:
    8 ივლისი 2012 14:38 - ID: 19,
    მთავარ ფოტოზე არ მეგონა ფლორენსი თუ იყო,ვერ ვიცანი..
    ადრე არ ვუსმენდი,ერთხელაც გადმოვწერე მისი მუსიკა და ვთქვიი ვნახო ერთი რა არისთოო და იმის მერე სულ ამ გადარეულს ვუსმენ love love

    კარგი სიახლეა

  • Perfection❣ თქვა:
    8 ივლისი 2012 14:25 - ID: 18,
    ფლორენსი შესანიშნავია!!!
    ფიზიკურად ლამაზი და უძლიერესი ვოკალით love
    შესანიშნავად გააფორმა შანელის ჩვენება love
    კარგი ნიუსია თამუნა love

  • Queen.M თქვა:
    8 ივლისი 2012 13:25 - ID: 17,
    ვგიჟდებიიი ზუსტად ჩემს სტილს შეესაბამება მისი სიმღერებიიი love ძალიან ლამაზიი და დამახასიათებელი ხმა აქვს love და რაღაც ძალიან ძალიან დიდ ემოციას დებს სიმღერაში love

  • Miss Nirvana თქვა:
    8 ივლისი 2012 01:40 - ID: 16,
    თინეიჯერობაშიც გემოვნებიანი ყოფილა, რადგან ნირვანას უსმენდა <3 უძლიერესი ვოკალი აქვს, ანგელოზივით ხმა <3

  • adele თქვა:
    8 ივლისი 2012 00:16 - ID: 15,
    unichieresiaa love

  • amanda თქვა:
    7 ივლისი 2012 22:59 - ID: 14,
    ძაან მაგარი გოგოა რაა,ძალიან მომწონს მისი შემოქმედება და თვითონ პიროვნებაა საინტერესო,ფეხები აქ კიდე სასწაული :) love
    აი ეხლა მის ლაივებს ვუსმენ და ღმერთო რა საოცარი ხმა აქვს,საიდან მოდის სასწაულია love

  • taylor swift ... თქვა:
    7 ივლისი 2012 22:42 - ID: 13,
    ერთი სიტყვით შეიძლება მისი დახასიათება - "უნიჭიერესია"

  • AnnLennon თქვა:
    7 ივლისი 2012 21:25 - ID: 12,
    მიყვარს.. უნიჭიერესი მუსიკოსია და ანგელოზივით ხმა აქვს.. ამასთან უცხო და ყველასგან გამორჩეული გემოვნებაც აქვს..

  • lalaa თქვა:
    7 ივლისი 2012 21:15 - ID: 11,
    tlabu,
    მადლობა love

    Anachkaa ♥,
    მადლობა:)))

  • anano-anano თქვა:
    7 ივლისი 2012 20:51 - ID: 10,
    მომწონს რაღაც განსხვავებული და ისეთი ხმა აქვს love

  • tlabu თქვა:
    7 ივლისი 2012 20:02 - ID: 9,
    მაგარი ნიუსია love
    ძაან მიყვარს ეს ადამიანი მაგრამ 25 წლისას მაინც არგავს.
    თავიდან მეგონა 32 წლის დაახლოებით :)

  • Nirvanaismydrug თქვა:
    7 ივლისი 2012 19:47 - ID: 8,
    უმაგრესი ქალია

  • lalaa თქვა:
    7 ივლისი 2012 19:30 - ID: 7,
    jenseni,
    მადლობაა ჯეენს love

  • jenseni თქვა:
    7 ივლისი 2012 19:28 - ID: 6,
    კაარგი ნიუუსიაა ძალიაან love

  • lalaa თქვა:
    7 ივლისი 2012 19:08 - ID: 5,
    lalanana,
    დიდი მადლობა love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top