;

8 July 2012      lady_tamo     Views 7794    
Category: Stars

ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები

ანჯელინა ჯოლი- ქალი, რომელსაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში იცნობენ. იგი ხშირად იყო აღიარებული როგორც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე სექსუალური ქალი. იგი უამრავი ადამიანის კუმირია. გამოირჩევა არამარტო სამსახიობო ნიჭით, არამედ მრავალშვილიანი დედობითა და სამაგალითო მეოჯახეობით. ანჯელინას უკეთ გაცნობას შეძლებს ნიუსში მოცემული ფრაზებით, რომელიც ანჯელინას სხვადასხვა ინტერვიუებიდანაა ამოკრებილი. გთავაზობთ ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესებს, ასახულს მის ციტატებში.

ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები



ბევრმა არ იცის რომ ნატურალური ქერა ვარ. ბავშვობაში ღია ფერის თმა ახალგაზრდობაში გამუქდა. როდესაც პატარა ვიყავი, დედაჩემმა ჩემი თმა შეღება მუქად, ეს ფერი მომეწონა და ბრუნეტად დავრჩი. ასე რომ ბუნებრივი ქერა ვარ.

ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები


დიდი ხნის გამავლობაში მე და მამა უცხო ადამიანებივით ვიყავი. ის ცუდად ეპყრობოდა დედას, რამდენიმე წელი არ ვკონტაქტობდით, შვილიშვილებიც კი არ ყავდა ნანაი. ძნელია კარგი ურთიერთობის დამყარება სრულიად უცხო ადამიანებთან. ჩვენ კი ეს გამოგვივიდა.

მე არ მყავს ბევრი ისეთი მეგობარი, რომელთანაც შემიძლია გულწრფელი ვიყო. ამიტომაც მარტოობა - ზოგჯერ ღირსეული თანამოსაუბრეა.

მე ვაპირებ გაეროსთან მუშაობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.

როცა ახალგაზრდა ვიყავი, გამოვტყდები, არ ვიცოდი პოპულარობის სარგებელი. ახლა კი ვხვდები, რომ მომემატა პასუხისმგებლობა ჩემი ოჯახის მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, რომელთაც ვეხმარები.


ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები


ჩვენ ვინმე გვიყვარდება იმიტომ კი არა რომ ის იდეალია, არამედ იმიტომ რომ ვიპოვეთ იდეალი არაიდეალურ ადამიანში.

როდესაც პირველად შევხვდით, იმაზე ვლაპარკობდით თუ როგორ განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. ამიტომ ახლა, როდესაც ლაპარაკობენ რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, სასაცილოა. ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ ერთმანეთს ვავსებთ.

დედობამ ძალიან შემცვალა. მივხვიდ რომ ვერ მივცემდი საკუთარ თავს იმის უფლებას, თვითგანადგურება გამეგრძელებინა.

ბრედი ხუმრობს, რომ ჩაციკლული ვარ ბავშვებზე. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ბრედი ძალიან მეხმარება საოჯახო საქმეებში, ჰარმონია და იდეალი სუფევს ოჯახში.

ის, ვინც დედობის სიტკბო პირველად მაგრძნობინა, ჩემი შვილი მედოქსი იყო. მას შემდეგ, რაც ბავშვებზე პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რაღაც-რაღაცებს სხვა თვალით შევხედე, ჩემ თავზე მეტი ზრუნვა დავიწყე: ვზრუნავდი ჯანმრთელობაზე, უარი ვთქვი მავნე ჩვევებზე.

ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები



ხალხი ფიქრობს, რომ მე მაქვს ბნელი მხარეები, მაქვს დიდი და საშიში საიდუმლო, ბევრს ვფიქრობ სიკვდილზე. შეიძლება სიკვდილზე მართლაც სხვებზე ბევრს ვფიქრობ იმიტომ, რომ სხვებზე მეტად მიყვარს სიცოცხლე.

არ ვატარებ მოკლე კაბებს, არ ვფიქრობ რომ კარგი ტანი მაქვს, ამავე დროს მამაკაცივით ვზივარ, ამიტომაც მოკლე კაბები ჩემთვის არ არის განკუთვნილი.

ხალხი მუდამ ილაპარაკებს რაღაც სისულელეებს. დაე ასე იყოს... მე ვტკბები ჩემი ცხოვრებით...

ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები


მინდა გულახდილი ვიყო პუბლიკის წინაშე, უშიშრად გამოვთქვა საკუთარი აზრი, დავაფიქსირო პოზიცია და იმედი მაქვს სწორად გამიგებენ.

მე ყოველთვის ვებრძოდი დაბალ თვითშეფასებას. ვფიქრობ ეს პერიოდი ყველამ გაიარა. ჩემში უამრავი ნაკლია.

მიყვარდეს ერთი ადამიანი, ვზრუნავდე მასზე სიკვდილამდე, ავღზარდო ბავშვები, ვიცხოვრო კარგი ცხოვრებით, ვიყო კარგი მეგობარი, ვიპოვო საკუთარი თავი და მუდამ დავრჩე იმ პიროვნებად, ვინც ვარ - ეს არის ჩემი მიზანი.

მე მაქვს ტატუები, ვატარებ ტყავის სამოსს, ჩემში არის ისეთი მხარე, რომელიც ასახავს ჩემს როლებს.

ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები


მე გადავწყვიტე დავმხმარებოდი ადამიანებს, მაგრამ ისინი უფრო დამეხმარნენ. მათ შემცვალეს უკეთესობისკენ. მე შევეშვი საკუთარ პრობლემებზე ჩაციკლებას.

გაეროში მუშაობამ ძალიან შემცვალა. შევხვდი ისეთ ხალხს, რომელთაც ისეთი საშინელებები გადახდათ თავს, რომლის წარმოდგენასაც კი ბევრი თქვენგანი ვერ შეძლებს. მე გამაოცა ამ ადამიენების სულის სიმტკიცემ.

ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები


ჩემთვის აუცილებელია ვგრძნობდე თავს თავისუფლად. სიკვდილი მირჩევნია ცხოველივით გალიაში ცხოვრებას.

შრამები არამარტო ლამაზი, არამედ სიმბოლურიცაა. თითოეული მათგანი ასახვს დაშვებულ შეცდომას და სასჯელს მათ გამო.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი იმდენად შესანიშნავია, ვეჭვდები ვარ თუ არა მასთან ყოფნის ღირსი, საკმარისად ვარ თუ არა კარგი. მაგრამ მე თუ მას ვაბედნიერებ - ეს უკვე საკმარისია ჩემთვის.

ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები



ჩემი ტატუები - ასახავს ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს. ერთხელ შოტლანდიაში ტატუ-სალონში წავედი შუაღამისას. არის მომენტები, რისი დავიწყებაც არ გსურს.


ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები



Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top