;

10 July 2012      ta_mo     Views 2280    
Category: Stars

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე

მარიაკარლა ბოსკონო დაიბადა 1980 წლის 20 სექტემბერს იტალიაში, მან სამოდელო ინდუსტრიაში
ჩაბმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადაწყვიტა, ამავე პერიოდში გაიცნო რიკარდო ტიში, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა
და დღემდე მარია რიკარდოსთვის შთაგონების წყარო და საუკეთესო მეგობარია. მოდელი ჟურნალმა ფორბსმა 15 ყველაზე
მაღალანაზღაურებად სუპერმოდელს შორის დაასახელა. მოდის კრიტიკოსები კი მას პოდიუმის დედოფალს უწოდებენ,
მოდური ჟურნალების რედაქტორები მისი ნიჭითა და საოცარი გარდასახვის უნარით აღფრთოვანებული გახლდნენ
და დღემდე არ იშურებენ ბოსკონოს მიმართ კომპლიმენტებს. ინტერნეტ სივრცეში ცოტა ხნის წინ გავრცელდა
ინფორმაცია მოდელის ორსულობის შესახებ, თუმცა უფიციალურად არაფერია დადასტურებული.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე

ამჟამინდელი სამოდელო სააგენტო: Women
პარამეტრები: 33-23-34
სიმაღლე: 177 სმ.
თვალის ფერი: ყავისფერი
თმის ფერი: ყავისფერი

✔ მარიაკარლა 1980 წლის 20 სექტემბერს იტალიაში, კერძოდ კი რომში დაიბადა, მოდელის ოჯახი ხშირად იცვლიდა
საცხოვრებელ ადგილს, რადგან ბოსკონოს მამა, მისი არასტაბილური სამსახურის გამო ხშირად მოგზაურობდა.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ მარია ჟურნალების გარეკნებზე, რომლებიც სტივენ მეიზელმა გადაიღო

✔ ბოსკონომ საშუალო სკოლის პერიოდი ამერიკაში გაატარა, თუმცა მოგვიანებით მოდელის მშობლებს
გადაწყვეტილებით მშობიურ იტალიაში დაბრუნდნენ, მათი აზრით რომში მათი ქალიშვილი უკეთეს განათლებას
მიიღებდა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, როდესაც მარიას 17 წელი შეუსრულდა, ოჯახი სრული შემადგენლობით აფრიკაში
გაემგზავრა, ეს გადაწყვეტილება თავად გოგონამ მიიღო, მოგვიანებით ბოსკონომ აღნიშნა, რომ აფრიკაში გატარებული
წლები მას არასდროს დაავიწყდება, რადგან ეს ქვეყანა მისთვის მეორე სამშობლო გახდა და ძალიან
დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შესძინა.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ ჟურნალ I-D-ისა და ლავის გარეკანზე.

✔ მოდელი 18 წლის გახლდათ, როდესაც გადაწყვიტა სამოდელო ინდუსტრიაში ჩაბმა, იგი გაემგზავრა
ნიუ-იორკში და გააფორმა კონტრაქტი ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან, სულ მოკლდე დროში კი
მან შეძლო კარლ ლაგერფელდის აღფრთოვანება, დიზაინერმა კი ბოსკონოს მისი მუზა უწოდა.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ ბოსკონო ჟივენშის პუჩისა და გუჩისა ჩვენებებზე.

✔ ამჟამად მარიაკარლა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მოთხოვნადი და წარმატებული სუპერმოდელია,
იგი გახლდათ ისეთი ბრენდების სარეკლამო სახე როგორებიცაა: შანელი, ბლუმარინი, ჟივენში, ივ სენ-ლორანი,
მოსკინო, ეტრო, ჟან-პოლ გოტიე, მარკ ჯეიკობსი, რობერტო კავალი, ესკადა, დოლჩე&გაბანა
და სხვ, მრავალი.
მოდის სახლების რაოდენობა, რომლებთანაც მარია თანამშრომლობდა აბსოლიტურად რეკორდულია.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე

✔ 2005 წელს მარიაკარლა არაერთი დიზაინერის ფავორიტი გახლდათ, იგი ხსნიდა და ხურავდა
არაერთ ჩვენებას, ლონდონში, ნიუ-იორკში, მილანსა და პარიზში, ამავე წელს მან 3,5$ მილიონი
გამოიმუშავა, ჟურნალმა ფორბსმა კი მოდელი 15 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის დაასახელა.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ მოდელი დიორის ჩვენებაზე.

✔ 2008 წლის დასწყისში იგი გახდა ჯონ გალიანოს, ემილიო პუჩის და მოსკინოს სარეკლამო სახე,
2009 წლის მიწურულს კი აფრიკაში Pirelli-ს კალენდრის გადასაღებ მოედანზე პოზირებდა.

✔ მოდელმა შეისწავლა სამსახიობო ოსტატობა, შესაბამისად ნიუ-იორკის თეატრებშიც დაიწყო მოღვაწეობა.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ მარიაკარლა ჟივენშის სარეკლამო კმპანიაში კეტრინ მაკნილთან და მალგოსია ბელასთან ერთად.

✔ ჟურნალ ვოგის პარიზულმა გამოცემამ მარიაკარლა ყველა დროის 30 საუკეთესო მოდელს შორის დაასახელა.

✔ მარიაკარლა თავად საკუთარ თავს ლამაზად საერთოდ არ მიიჩნევს, მან გაამხილა, რომ როდესაც სარკეს
უახლოვდება იგი ხედავს მაღალ, გამხდარ, შეშინებულ კაცს.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ მარიაკარლა და რიკარდო ჟურნალ ვოგისთვის გამართული ფოტოსესიის გადასაღებ მოედანზე.

✔ მარის თქმით, მან რიკარდო ტიში(ჟივენშის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი) ჯერ კიდევ 15 წლის
წინ გაიცნო, იმ პერიოდში დიზაინერი კოლეჯში სწავლობდა, მარია კი საკუთარი სამომავლო გეგმების განხორციელებით
იყო დაკავებული. ტიში მისი პირველი ჩვენებისთვის ემზადებოდა, ბოსკონოთი კი აღფრთოვანებული გახლდათ,
ამიტომ მოდელის აგენტს სთხოვა, რომ ნება დაერთო მარიასთვის, რათა ეთანამშრომლა მასთან.
ბოსკონო და ტიში კი შეიძლება ითქვას, რომ განუყრელები გახდნენ.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ მარია კოსმეტიკის სარეკლამო კმაონაიაში

✔ მარიაკარლა დღემდე ძალიან ნერვიულობს ჩვენების დაწყების წინ.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ მოდელი კეტრინ მაკნილის და ფრაია ბეას ახლო მეგობარია.

✔ მოგვიანებით ჟივენშის მოდის სახლმა გამოუშვა არომატი, რომლის სარეკლამო სახეც
რაღათქმაუნდა მარიაკარლა ბოსკონო გახდა.

✔ ბოსკონოს არ უყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, ყოველდღიურად კი ერიდება მაკიაჟის გამოყენებას.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^ მოდელი ივ სენ ლორენის კამპანიაში

✔ ამჟამად ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ჭორები მარიას ორსულობასთან დაკავშირებით, თუმცა
ოფიციალურად ინფორმაცია არ დასტურდება.

ფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზეფაქტები მარიაკარლა ბოსკონოზე
^იტალიური ვოგისთვის


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top