;

10 July 2012      McMurphy     Views 5521    
Category: Stars


8 ივლისს საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ იქორწნა ანა ორტიზზე, რომელთანაც დიდ ხნიანი ურთიერთობა აკავშირებს, მათ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს და შვილიც ჰყავთ ვალერია, რომელიც 2011 წლის აპრილში დაიბადა.

ჯვრისწერა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაიმართა. ანდრესი საკურთხევლამდე დედამ მიაცილა "გლადიატორის" საუნდტრეკის ფონზე.(ანდრესის საყვარელი ფილმი) ანა კი მამამ უიტნი ჰიუსტონის 'I will always love you'-ს ფონზე მიაცილა. ქორწილი გრანდიოზული იყო და მიწვეული გახლდათ 700 ადამიანი, რომელთა შორის რათქმაუნდა იყვნენ ცნობილი ფეხბურთელები. ლიონელ მესი, რომელსაც თან ახლდა მისი ორსული საცოლე ანტონელა, სესკ ფაბრეგასი თავის შეყვარებულთან დანიელასთან ერთად, ჟერარდ პიკე კი შაკირას გარეშე იყო. ასევე ჩავი ერნადესი, კარლეს პუიოლი, პედრო როდრიგესი, ყოფილი ბარსელონელი სამუელ ეტოო და სხვ. ქორწილში იმყოფებოდნენ "ბარსას" ყოფილი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა და ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა.
იხილეთ ვიდეო:





ბოლოს ანდრეს ინიესტამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ეს არის განსაკუთრებული და დაუვიწყარი
დღე ჩემს ცხოვრებაში. მე ძალიან ბედნიერი ვარ."


იხილეთ ქორწილის ფოტოები:



























Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top