;
18 ივლისი 2012      Ann_J     34 კომენტარი     ნანახია 5028-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

Jamie Foxx ♥ Fly Love

თითქოს განგებ მოხდა ასე, მაგრამ რომ დავუკვირდეთ, აღმოვაჩენთ რომ ქალთა უმრავლესობა, რომელნიც იდეალური სილამაზის მქონედ ითვლებიან, გასულ საუკუნეში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. რა თქმა უნდა თანამედროვე საზოგადოებაშიც არიან ლამაზი ქალბატონები, მაგრამ გასული ეპოქის ვარსკვლავებში თითქოს არის რაღაც მომაჯადოებელი, ღვთაებრივი, დახვეწილი და სრულყოფილი. წარმოუდგენლად მაცდური მერლინი, არაჩვეულებრივი გრეისი, შეუდარებელი ოდრი - მათი იმიჯი იმდენად ცნობილია, რომ ალბათ გვარების მითითების გარეშეც მიხვდით თუ ვისზე იყო საუბარი. მათით აღფრთოვანებულები იყვნენ მათი თაყვანისცემლები და ასევე მათით აღფრთოვანებას განაგრძობენ თანამედროვე მცხოვრებნი . მათ ბაძავდნენ წარსულში და ბაძავენ ახლაც. იდეალური კანი, მგრძნობიარე ტუჩები, წარმტაცი თმა. როგორ მიაღწიეს მათ ამ ყველაფერს? ზოგიერთ შემთხვევში ისინი მიმართავდნენ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებს, სტილისტებს, ვიზაჟისტებს, მაგრამ მათ ასევე ჰქონდათ საკუთარი სილამაზის საიდუმლოებები, რომელთაც გარეშე ალბათ, ვერ გახდებოდნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ და დღესდღეობითაც არიან.

"სექსუალური სიკეკლუცე" ჰოლივუდში შეუცვლელი სექსსიმბოლოს მერლინ მონროს მეშვეობით გავრცელდა. მისით აღფრთოვანებულები იყვნენ არამარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც., რომელნიც ვერ მალავდნენ აღტაცებას მისი სრულყოფილი სილამაზისა და იდეალური კანის მიმართ, რომელიც ფაქტიურად შიგნიდან ანათებდა. ჯადოსნობის საიდუმლო - Active pHelityl -ის ჰორმონალური კრემი, რომელსაც მერლინი პუდრის საშუალებით იცხებდა. ამგვარი მეთოდი წარმოშობდა კანის ეფექტურ ნათებას, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა უამარავი ქალბატონი. ეს კრემი სტიმულირებდა თმის ზრდას, ამიტომ რამოდენიმე ხნის შემდეგ მერლინს სახეზე ნათელი თმა ამოუვიდა, რომლის მოშორებაზეც მან უარი განაცხადა, რადგან კრემისა და ფხვნილის სინთეზი კანს საოცრად ბზინავსა და ნათელს ხდიდა. მადლობა ღმერთს, დღეს - დღეობით კოსმეტიკური ინდუსტრია დიდ პროგრესს განიცდის, XX-სთან შედარებით. ხოლო თუ გვსურს რომ ჩვენი კანი იყოს მბზინავი და კარგად მოვლილი საკმარისია გამოვიყენოთ თხევადი ან ნაღები ტონი.

მერლინ მონრო
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

ოდრი - უზადო სილამაზისა და დახვეწილობის ნიმუში. მან მოდაში შემოიტანა ტენდენცია baby doll, შავი ისრები თვალებზე და სქლად შეღებილი წამწამები. სხვა დასხვა ვერსიით იმისათვის რათა დიდი რაოდენობით ტუშის წასმის შემდეგ წამწამები არ დაზიანებულიყო და არ გადაქცეულიყო შავ მასად, ოდრი მას ცალკეულად იწმენდდა. "მე არ ვარ დიდი სპეციალისტი დეკორატიულ კოსმეტიკაში, მაგრამ იმ დამხმარე საშუალებებიდან, რომელსაც ვიყენებ, უმაღლეს ქულას დავუწერდი Clinique -ის ტუშს ორმაგი ფუნჯით. რომელიც იდეალურად ყოფს წამწამებს და შეუძლია მიაღწიოს სასურველ შედეგს, ქინძისთავების გარეშე, ისე რომ დრო უქმად არ დავხარჯოთ

ოდრი ჰეპბერნი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, რომელიც ფასდებოდა არამხოლოდ მისი უზადო ნიჭის გამო, არამედ სილამაზითაც. მარლენი თვლიდა, რომ მაკიაჟს მხოლოდ ხაზი უნდა გაესვა ქალის ბუნებრივი სილამაზისთვის. ის ისე ისმევდა სახეზე კოსმეტიკას, თითქოს ამატებდა უკანასკნელ შტრიხს დასრულებულ ნახატზე. მარლენის გარეგნობის ერთ-ერთი დამახიათებელი თვისება იყო რკალისებური ფორმის წვრილი წარბები. რა თქმა უნდა წარბი არ იყო ბენებრივი ფორმის. იგი იღებდა წარბებს და შემდეგ იხატავდა სასურველ ფორმებს ნახშირის ფანქრის საშუალებით. ეს იყო მოდური 30 იან წლებში. გარდა ამისა, იგი არასოდეს არ იღებავდა წამწამების ქვედა ბოლოს ტუშით. რადგან თვლიდა, რომ ამის საშუალებით ისინი ქმნიდნენ აჩრდილს და აძლევდნენ მას დაღლილის შეხედულებას. თანამედროვეთა თვალსაზრისით, წარბების მოხატვა არ არის არამხოლოდ ექსტრემალური გადაწყვეტილება, არამედ ყოვლად უსახური. მათი აზრით ასეთი რადიკალური მეთოდის შემუშავება არაა საჭირო. საკმარისია შეინარჩუნოთ ბუნებრივი ფორმის წარბები და საჭიროების შემთხვევაში ამოიღოთ იგი.

მარლენ დიტრიხი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

ჯოან კროუფორდი არასოდეს ყოფილა კოსმეტიკის აღშფოთებული მომხმარებელი. იმისაათვის რათა სახე ყოფილიყო დრეკადი და მოქნილი, იგი ავარჯიშებდა ყბის კუნთებს საღეჭი რეზინის საშუალებით. გარდა ამისა ჯოანი თვლიდა რომ ამ მეთოდით იგი იშორებდა ტოქსინებს. ამ ყოველივეს პარალელურად ჯოანი თითქმის რელიგიური თაყვანით ეკიდებოდა თავისი კანის სისუფთავეს, ამიტომ იგი დღეში მინიმუმ 25 ჯერ იწმინდდა სახეს ყინულიანი წყლით, კოსმეტიკის მოშორების შემდეგ. უცნობია ჰქონდა თუ არა სარგებელი საღეჭი რეზინის მეშვეობით, მაგრამ ყინულიაბი წყალი მართლაც სასარგებლოა არამხოლოდ კანისთვის, ასევე ორგანიზმისთვისაც. საკმარისია მიიღოთ კონტრასტული შხაპი რათა გაიწმინდოს ფორები და გახდეს თქვენი თმა ჯანმრთელი.

ჯოან კროუფორდი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

მსახიობ ქეთრინ ჰეპბერნს ჰქონდა თავისი, განუმეორებელი სტილი - ბუნებრივი, მინიმალისტური და გარკვეულწილად ა_სექსუალური. იმისათვის რათა შეენარჩუნებინა მისთვის სასურველი იმიჯი, კეტრინი იძულებული იყო მაკიაჟში გამოეყენებინა მრავალი ნატურალური ჩრდილი. თავის მხვრივ, რათა კანი ყოფილიყო უნაკლო და მბზინავი, ქეთრინი მას მუდმივად "იხეხავდა". სკრაბი კეთდებოდა სახლის პირობებში და შედგებოდა შაქრის, მცირე რაოდენობით წყლის და რამოდენიმე წვეთი ლიმნის წვენისგან. ეს ნარევი გამოიყენებოდა კანის მასაჟისთვის, ხოლო შემდეგ ხდებოდა მისი წყლით ჩამობანა. სკრაბი – სასარგებლო და განსაკუთრებულია, თუ იგი შედგება ბუნებრივი და ნატურალური ინგრედიენტებისაგან.

ქეთრინ ჰეპბერნი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

კოკო შანელს მოეძებნება რჩევა თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ეხება სტილსა და სილამაზეს. ამ ქალით აღფრთოვანებულები იყვნენ არამარტო მისი დამსახურებისთვის მოდის ინდუსტრიაში, არამედ თავისი რწმენისა და თავდაჯერებულობისთვის. მიუხედავად იმისა რომ იგი არ ფლობდა ექსტრაორდინალურ სილამაზეს, მამაკაცები ვერ მალავდნენ თავიანთ ინტერესს მის მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოკოს გვერდით უფრო ლამაზი და სიმატიური ქალები იყვნენ. შანელი ამბობდა " ვერ ვხვდები, როგორ შეუძლია ქალს გამოვიდეს სახლიდან, ისე რომ არ იყოს მოწესრიგებული. - თუნდაც მხოლოდ თავაზიანობის გამო. გარდა ამისა, არასოდეს იცი როდის შეხვდები შენს ბედს. ხოლო ასეთი შეხვედრისთვის ღირს გამოიყურებოდე უკეთესადა და მიმზიდველად.

კოკო შანელი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

გენეტიკური მონაცემების დამსახურებით, ბეტი პეიჯს თავისუფლად შეეძლო დაკვეხნა სრულყოფილი კანისა და განსაცვიფრებელი სხეულის გამო. მაგრამ იმისათვის რათა ფორმებს არ დაეკარგა თავისი მომხიბვლელობა, ბეტის მაინც უწევდა ამ ყოველივეს გაკონტროლება. იგი ყოველდღე ვარჯიშობდა და ატარებდა დროს სუფთა ჰაერზე. იგი პრაქტიკულად არ სვამდა ალკოჰოლს და არ ეწეოდა. ჩამოთვლილთაგან მე შემიძლია დავამატო რომ ბეტი ყოველთვის იკვებობდა ჯანსაღი პროდუქტებით და მუდამ ინარჩუნებდა ჯანსაღი ცხოვრების მიმდინარე წესს, რომელიც დღეს დღეობით არააქტუალურია.

ბეტი პეიჯი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

ჰეივორთის წითურ ლოკონებს ჭკუიდან გადაჰყავდა არაერთი მამაკაცი. მისი თმა მართლაც აღტაცების ღირსი იყო. რა თქმა უნდა იმისათვის, რათა თმას ჰქონოდა ამდაგვარი იერი, მსახიობი მიმართავდა გარკვეულ ხრიკებს. როგორც იმ დროს ქალთა უმეტესობა, რიტა იბანდა თმებს ცხელი წყლით, რის შემდეგაც იცხებდა თმაზე გარკვეული რაოდენობის ზეთს, ახვევდა თმას პირსახოცში და იჩერებდა 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ იბანდა თმას ცხელი წყლით, რომელშიც შერეული იყო ლიმნის წვენი. ლიმნის წვენი თმას აძლევდა საჭირო ექსტრაქტებს, ხოლო ზეთი ნამდვილად ახდენდა საოცრებებს, რადგან ის მოქმედებეს როგორც დამარბილებელი და გამაჯანსაღებელი საშუალება.

რიტა ჰეივორთი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

მინიმალისტური ლოყების დამსახურებით, გრეის კელიმ შეიმუშავა რეპუტაცია ყველა დროს, ყველაზე ლამაზ ქალთა შორის. მაგრამ თუნდაც ასეთი მშვენიერი და ბუნებრივი სილამაზე საჭიროებს მეთოდებს. ნათელი ფერებით მაკიაჟში გრეის სურდა ხაზი გაესვა ბუნებრივი ფერებისთვის. იგი წარბებზე ღია ყავისფერ ჩრდილს იტანდა, რათა გამოეყო სახის მონაკვეთი. ამ მეთოდებმა ჩვენამდეც მოაღწია და როგორც ჩანს, საკმაოდ ფართო გამოყენება ჰპოვა.

გრეის კელი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

სოფი ლორენი იყო 60 იანი წლების ერთ-ერთი ულამაზესი იტალიელი მსახიობი. მალე კი იგი ბევრისთვის გახდა სილამაზის ეტალონი. რაში იყო საიდუმლო? შესაძლოა თქვენ გაიკვირვოთ, მაგრამ საქმე ისევ და ისევ ზეთს ეხება. სოფი ლორენის ხმელთაშუა ზღვის დიეტაში შედიოდა სავალდებულო კომპონენტი: ზეითუნის ორი კოვზი ზეთი. ის ამატებდა მას თითქმის ყველა საკვებ პროდუქტს. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთის რამოდენიმე წვეთით იზელდა სახეს, და ამატებდა მას საბანაო წყალს.

სოფი ლორენი
ძველი დროის ლამაზმანების საიდუმლო სილამაზის ფორმულები

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

34


  • MaRiKo_MaRi თქვა:
    18 სექტემბერი 2012 21:29 - ID: 34,
    მერლინი და ოდრიი love

  • Queen.M თქვა:
    20 ივლისი 2012 12:50 - ID: 33,
    გრეისიიი,ოდრიი,რიტაააა,მარლენიიი და მერლიინიიი love

  • -Sally- თქვა:
    19 ივლისი 2012 21:50 - ID: 32,
    ოდრი love გრეისი love

  • Deakoo თქვა:
    19 ივლისი 2012 20:22 - ID: 31,
    ოდრი love

  • sophia თქვა:
    19 ივლისი 2012 12:59 - ID: 30,
    გრეისიიიიიიიიიიი love

  • barsutka))) თქვა:
    19 ივლისი 2012 11:56 - ID: 29,
    ოდრიიი love

  • DaTo- თქვა:
    19 ივლისი 2012 11:27 - ID: 28,
    ოოოხ მარლენ love
    რა ვქნა ყველას მირჩევნიხარ love

  • el en ika თქვა:
    19 ივლისი 2012 00:50 - ID: 27,
    არ მომწონს ოდრი

    გრეისი რიტა და მერლინიიი <3

  • keetaa თქვა:
    19 ივლისი 2012 00:36 - ID: 26,
    მონრო love

  • 65-day თქვა:
    18 ივლისი 2012 23:06 - ID: 25,
    მერლინი ქერა სანამ გახდებოდა მანამდეც ულამაზესი იყო და მერე ხო საერთოდ!
    ოდრის სილამაზეს ვერ ვამუღამებ.

  • daduna თქვა:
    18 ივლისი 2012 22:57 - ID: 24,
    Anachkaa ♥,

    მე საწყენად არ მითქვამს ,პირადად მივწერე და მივუთითე დანარჩენი თავად იცის, მე და ანიმ გავარკვიეთ უკვე

  • beauty queen თქვა:
    18 ივლისი 2012 22:49 - ID: 23,
    ძაან მაგარია..
    მერლინი და ოდრი ულამაზესები...

  • TaTiKo :D თქვა:
    18 ივლისი 2012 22:07 - ID: 22,
    ჩემი ოდრი ყველაზეე ლამაზიააა... ძალიან მიყვაარს! love მერლინი ულამაზესიიი love კარგი ნიუსიააააა winked

  • daduna თქვა:
    18 ივლისი 2012 21:46 - ID: 21,
    anianuki1,

    wink არა არ მწყენიაა wink შენიშვნის მიღება ყოველთვის უნდა შეგეძლოს,გააჩნია როგორ მოგაწვდიან

  • secrets in life თქვა:
    18 ივლისი 2012 21:35 - ID: 20,
    ვაუ მაგარი ნიუსია, მათგან ყველაზე ლამაზი ოდრი იყო ჩემი აზრით love

  • anianuki1 თქვა:
    18 ივლისი 2012 21:31 - ID: 19,
    daduna,
    ალბად არა ალბა იმედია არ გეწყინა შესწორება ;))

  • Anch_Bey თქვა:
    18 ივლისი 2012 21:24 - ID: 18,
    მმმმმმმმმმმ love

  • Melakoo თქვა:
    18 ივლისი 2012 21:19 - ID: 17,
    ,,მარლენი თვლიდა, რომ მაკიაჟს მხოლოდ ხაზი უნდა გაესვა ქალის ბუნებრივ სილამაზისთვის. ის ისე ისმევდა სახეზე კოსმეტიკას, თითქოს ამატებდა უკანასკნელ შტრიხს დასრულებულ ნახატზე. იგი არასოდეს არ იღებავდა წამწამების ქვედა ბოლოს ტუშით. რადგან თვლიდა, რომ ამის საშუალებით ისინი ქმნიდნენ აჩრდილს და აძლევდნენ მას დაღლილის შეხედულებას" _ აი ზუსტად ვეთანხმები request

  • Ann_J თქვა:
    18 ივლისი 2012 20:43 - ID: 16,
    daduna
    ვაიმე რატო შენიშვნა რო მომეცი ესეიგი გინდა გამოვასწორო ხო? სხვაგვარად ამას არ დაწერდი.. ნამდვილად არ იქნება არაკორექტული თუ მომცემ შენიშვნას თან უკეთესობისკენ.. მითუმეტეს გრამატიკული შეცდომა ძალიან მნიშვნელოვანია და რა ჯობია სხვამ თუ შენიშნა და მე ვერა.. გისმენ და მეც გავასწორებ :*__)))

    amanda
    love winked ♥ ♥ ♥

  • amanda თქვა:
    18 ივლისი 2012 20:39 - ID: 15,
    Ann_J,

    კი,კი როგორ არა fellow

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top