;

13 August 2012      Hermione...♥     Views 2819    
Category: Stars

ანა პიაჯი-ქალი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მოდას მიუძღვნა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში განვლო. ერთი შეხედვით, მისი ექსტრაორდინალური იმიჯი ფუფალას შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მაღალი მოდის თაყვანისმცემელთათვის მისი სახელი გამორჩეულ სტილის შეგრძნებასთან და შთამაგონებელ ლუქებთან ასოცირდება.
Anna Piaggi (1931-2012)
მოდური ჟურნალისტი და სტილის აიკონი, ანა პიაჯი, 1931 წლის 22 მარტს დაიბადა მილანში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა იტალიურ Vogue-ში, სადაც თავისი უნიკალური ხედვითა და სტილის შეგრძნების წყალობით შეაყვარა და დაამახსოვრა მკითხველს თავი. როგორც უკვე მიხვდით, ანა არ ერიდებოდა ექპერიმენტებს და არ აშინებდა სიახლეები. მის ეპატაჟურ იმიჯს ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა პიაჯი დანებებას არ აპირებდა და აგრძელებდა საყვარელი საქმის კეთებას.
Anna Piaggi (1931-2012)
Anna Piaggi (1931-2012)
1962 წელს პიაჯი ცოლად გაჰყვა იტალიელ ფოტოგრაფ ალფა კასტალდის, რომელიც 1995 წელს გარდაიცვალა.
Anna Piaggi (1931-2012)
აღსანიშნავია ისიც, რომ ანას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა კარლ ლაგერფილდთან.
Anna Piaggi (1931-2012)
Anna Piaggi (1931-2012)
პიაჯი სიცოცხლის ბოლო წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა და უამრავი მოდური ივენთის საპატიო სტუმარი გახლდათ. მისი შეფასებები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამა თუ იმ დიზაინერისა თუ მოდელის კარიერულ წინსვლაში. იგი შესანიშნავად ასრულებდა მოდის "კანონმდებლის" როლს.
Anna Piaggi (1931-2012)
Anna Piaggi (1931-2012)
ანა პიაჯი 2012 წლის 7 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი მოდის სამყაროსათვის დიდი დანაკლისია.
Anna Piaggi (1931-2012)


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top