;
28 აგვისტო 2012      mikuss     16 კომენტარი     ნანახია 3865-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ბიოგრაფია


ალექსანდრ მაკქუინი 1969 წლის 17 მარტს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში დაიბადა. მამა ტაქსის მძღოლი იყო და შვილის დიზაინერობისადმი მიდრეკილება მშობლებმა დასაწყისშივე უარყოფითად აღიქვეს. ამიტომ ალექსანდრს ადრეული ასაკიდან მოუხდა ოჯახის გარეშე ცხოვრება.

მოდის სამყაროში მოღვაწეობას 16 წლიდან შეუდგა. მუშაობდა სხვადასხვა დიზაინერთან. ბოლოს- Givenchy- ს მოდის სახლის არტდირექტორადაც კი. 2011 წელს დაიწყო პერსონალური ხაზით მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად. ამავე წელს საკუთარი აქციების 51 % Gucci Group-ს მიჰყიდა. მაკქუინი ცნობილი იყო თავისი არაორდინალური და გამომწვევი ჩვენებებით.

ალექსანდრ მაკქუინი


ჩვენებები


მისი ჩვენებები ხშირად საპროტესტო მანიფესტაციებს ემსგავსებოდა. ის მოდელებს პოლითილენს ახვევდა, ადებდა მათ სილიკონის დამამახინჯებელ თარგებს, უკეთებდა გროტესკულ მაკიაჟს. პოდიუმზე გამოჰყავდა ხეიბარი გოგონები ხეიბრის ეტლით.

მან ჩვენებაზე გამოიყვანა ბორკილებდადებული შავკანიანი მოდელი, რომელსაც დასვრილ კაბაზე მკვდარი მწერები ჰქონდა მიწებებული, რაც აფრიკელთა შიმშილის სიმბოლო იყო.

ალექსანდრ მაკქუინმა სამჯერ მიიღო ბრიტანეთის წლის საუკეთესო დიზაინერის ტიტული. ერთ-ერთი ჯილდოს მიღებისას მან გააოგნა პრინცი ჩარლზი, როდესაც დიდ ცისფერ კომბინიზონში გამოწყობილი პოდიუმზე ველოსიპედით გამოცხადდა.
სამოსის შესაქმნელად ჩვეულებრივ ქსოვილებთან ერთად ის უჩვეულო მასალებსაც იყენებდა.

სარა ჯესიკა პარკერი და ლედი გაგა მისი შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ.


ალექსანდრ მაკქუინი
გამონათქვამები


♔ ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როცა მოდას თავს დავანებებ, ხოლო მოდას მაშინ დავემშვიდობები, თუ ბედნიერი გავხდები.

♔ საკუთარ თავსა და ჩემს სექსუალურობაში ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავი, დასამალი არაფერი მაქვს, დედის მუცლიდან პირდაპირ გეი აღლუმზე გავემართე.

♔ როცა დავიწყე ჩემი შოუ-ჩვენებების გამართვა, მსურდა ჯურნალისტებისთვის მეჩვენებინა ის, რისი დანახვაც მათ არ უნდოდათ: შიმშილი, სისხლი, სიღატაკე.

ალექსანდრ მაკქუინი
♔ ხედავ ამ ფეშენ-ფართის მონაწილეებს მუქი სათვალეებითა და ძვირფასი მოსასხამებით და ხვდები, რომ აზრზე არ არიან რა ხდება სინამდვილეში სამყაროში.

♔ მათი ინტერესები მხოლოდ მოდით შემოიფარგლება.
ჩემი შოუს მოსაწყობად ფულს იმიტომ ვხარჯავ რომ, ''მათ'' ცხოვრების სხვა მხარეც დავანახო.
თუ მათში სიძულვილსა და აუტანელ განცდებს ავღძრავ, მეცოდინება მაინც, რომ ''რაღაც'' მაინც განვაცდევინე.
ალექსანდრ მაკქუინი

♔ 2010 წლის 11 თებერვალს ალექსანდრ მაკქუინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ერთ-ერთ მიზეზად დედის გარდაცვალება სახელედება, რამაც დიზაინერი დეპრესიაში ჩააგდო.


♔ '' ის ნამდვილი გენიოსი იყო შთაგონებებით, სიხარულითა და უჩვეულო იდეებით სავსე. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი მის ჩანაცვლებას, თუმცა როცა უკან მოვიხედავ, კმაყოფილებას ვგრძნობ, რომ დავთანხმდი ამ საქმისთვის ხელისმოკიდებას. ამით შევძელი შემენარჩუნებინა მისი ატელიე, სული და თანამშრომელთა გუნდი. ეს რომ არა, მთელი მისი მოღვაწეობა წყალში ჩაიყრებოდა.'' - ამბობს სარა ბარტონი, მქკქუინის სახლის ამჟამინდელი დირექტორი.

ალექსანდრ მაკქუინი
ალექსანდრ მაკქუინი
ალექსანდრ მაკქუინი
ალექსანდრ მაკქუინი
ალექსანდრ მაკქუინი


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

16


  • mikuss თქვა:
    29 აგვისტო 2012 13:29 - ID: 16,
    მადლობა ვისაც მოგეწონათ :**
    shad,
    აჰაჰ! :D მერე სხვა დირექტორი ხო ჰყავს მის მოდის სახლს და ეგენიც აგრძელებენ მის შემოქმედებას :P

  • knach თქვა:
    29 აგვისტო 2012 10:25 - ID: 15,
    dzalian magari dizaineri iyo me martla ar megona tu gadacvilili iyo eg modidan gaadzeves tu ar vcdebi

  • Smiley :) თქვა:
    29 აგვისტო 2012 09:54 - ID: 14,
    love love

  • shad თქვა:
    29 აგვისტო 2012 00:10 - ID: 13,
    2010 წლის 11 თებერვალს თუ მოიკლა თავი 2011 წელს პერსონალური ხაზით როგორ დაიწყო მუშაობა? winked

  • mariamy_feria თქვა:
    28 აგვისტო 2012 20:41 - ID: 12,
    პირველ სურათზე რომ მესამე კაბაა,ვარდისფერი,დაახლოებით მასეთი მინდოდა საბანკეტოდ winked love

  • Nina√ თქვა:
    28 აგვისტო 2012 18:35 - ID: 11,
    ძალიან მაგარი დიოზაინერია მართლაა და ნიუსიც ძალიან მომეწონა მინდა ვთქვა love

  • beauty queen თქვა:
    28 აგვისტო 2012 17:35 - ID: 10,
    ნიუსი კარგია.
    მაკქუინი მართლაც ნიჭიერი ადამიანი იყო

  • ninka თქვა:
    28 აგვისტო 2012 16:33 - ID: 9,
    არმეგონა მკვდარი თუ იყოო მეწყინაააა,,,,კარგი ნიუსია

  • nini.mcqueen თქვა:
    28 აგვისტო 2012 16:06 - ID: 8,
    ჩეემიიი მაქქუინიიიიიიი <3

  • Thamo თქვა:
    28 აგვისტო 2012 14:54 - ID: 7,
    ჩემი საყვარელი დიზაინერი love

  • mikuss თქვა:
    28 აგვისტო 2012 13:54 - ID: 6,
    Hermione...♥,
    თიკო მადლობა :*
    B-))),
    ბაბი <3333 დიდი მადლობა :*
    anuka-gaga,
    suslika,
    Johnny depp,
    Puws Up,
    Tamtabera,
    გოგოებო ყველას ძაან დიდი მადლობა :** <33 feel feel
    კიდევ ბევრს დავდებ :* :PP love

  • Tamtabera თქვა:
    28 აგვისტო 2012 13:46 - ID: 5,
    love

  • Puws Up თქვა:
    28 აგვისტო 2012 13:05 - ID: 4,
    რა კარგი სიახლეა სულ მინდოდა მასზე დაგეწერათ რამე)))
    მართლაც გენიოსია ესეთი კაბები რომ შექმნა მართლა ძნბელია...
    გაგა კი ძალიან მაგარდ იხდენს ჩემი გაგა love

  • Johnny depp თქვა:
    28 აგვისტო 2012 12:54 - ID: 3,
    გავგიჟდი რა მაგარი სიახლეაა :)) love
    მალე კანდიდატობა და მერე ენჯელობა მომელოცოს love ყოჩაღ!

  • suslika თქვა:
    28 აგვისტო 2012 12:25 - ID: 2,
    love love love love love

  • anuka-gaga თქვა:
    28 აგვისტო 2012 12:16 - ID: 1,
    Wow...
    აღვფრთოვანდიიიი...შესანიშნავი ნიუსიაა, თან ჯერ მხოლოდ მეორე winked
    მარი, ასე განაგრძე love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top