;

24 August 2012      anuka-gaga     35 Comments     Views 3590    
Category: Stars

Lily Collins

კარიერა:

ლილი კოლინზი დაიბადა 1989 წლის წლის 18 მარტს ინგლისში. როდესაც ის 5 წლის იყო, მშობლებთან ერთად ინგლისიდან ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში დაშორდნენ ლილის მშობლები. კოლინზმა დაამთავრა Harvard-Westlake-ის სკოლა და სწავლა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში გააგრძელა. ლილის სამსახიობო კარიერა დაიწყო სერიალ Growing Pains-ში. ამის შემდეგ ის ვიხილეთ ისეთ ცნობილ ჟურნალებში, როგორებიც არიან: Elle Girl, Seventeen, Glamour, Teen Vogue, და Los Angeles Times. 2008 წელს კოლინზმა მონაწილეობა მიიღო Nickelodeon-ის შოუში-Kids Pick the President. ამავე წელს გამოჩნდა 90210-ის რამდენიმე ეპიზოდში. 2009 წელს მსახიობმა ჟურნალი Maxim-ი დაამშვენა და ითამაშა ფილმ The Blind Side-ში. 2011 წელს კი ლილი ტეილორ ლოტნერთან ერთად ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმ Abduction-ში ვიხილეთ, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. 2012 ანუ ამ წელს ფილმ Mirror Mirror-ში ფიფქიას როლით მოგვევლინა. მომავალი 2013 წლისთვის დაგეგმლია 2 ფილმი (The Mortal Instruments: City of Bones და The English Teacher), რომელშიც ის მიიღებს მონაწილეობას.

Lily Collins

ფაქტები მსახიობის შესახებ:

საყვარელი საჭმელი: სუში.

საყვარელი ჯგუფია Coldplay.

საყვარელი სოლო მომღერალი: Elton John.

საყვარელი ფილმი: The Princess Bride.

ბავშვობის საყვარელი მოგონება: ბანაობა ინგლისში.

საყვარელი წიგნი: ჰარი პოტერის ყველა ნაწილი.

საყვარელი დესერტი: პუდინგი და შავი შოკოლადი.

საყვარელი სპორტი: წყილის თხილამურები და სირბილი.

საყვარელი ადგილი განტვირთვისთვის: გასართობი პარკები.

საყვარელი სატელევიზიო შოუ: All That And და iCarly.
Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins

Lily Collins


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top