;
29 აგვისტო 2012      Hermione...♥     10 კომენტარი     ნანახია 2111-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

სარა ბერნჰარდტი აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო თეატრის მსახიობად. თაყვანისმცემლები მას "ქალღმერთ სარას" ეძახდნენ. მისი როლები იყო საკმაოდ დრამატული და იგივე შეიძლება ითქვას მის ცხოვრებაზეც.
სარა ბერნჰარდტი-ყველა დროის საუკეთესო მსახიობი ქალი
სარა ბერნჰარდტი 1844 წელს დაიბადა პარიზის გარეუბანში. დედამისი, ჯული, საკმაოდ ლამაზი ქალი იყო, რომელიც თაყვანისმცემლების რიცხვს არ უჩიოდა. მას არ ადარდებდა ქალიშვილის ბედი და ამიტომ სარა თავის ძიძასთან ცხოვრობდა. სცენის მომავალი ვარსკვლავი ბავშვობაში გამხდარი, ფერმკრთალი და ავადმყოფური შესახედაობის გოგონა იყო, რომელიც ამავდროულად, თავს საკმაოდ მარტოსულად გრძნობდა. 5 წლის ასაკში სარა ფანჯრიდან გადახტა, რადგან დეიდამისმა თავისთან წაყვანაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ, გოგონას დიდხანს არ შეეძლო სიარული.
სარა ბერნჰარდტი-ყველა დროის საუკეთესო მსახიობი ქალი
სარა მეამბოხე ადამიანი იყო, რომელიც არასდროს ემორჩილებოდა წესებს. იგი დაუმორჩილებლობისათვის სკოლიდანაც კი გარიცხეს. როდესაც გოგონა 16 წლის იყო, მას ურჩიეს, რომ თეატრში ეცადა ბედი. სარას ეს იდეა მოეწონა და ვარჯიშიც დაიწყო, რათა სცენაზე პარიზის კონსერვატორიის ჟიურის წევრების წინაშე წარმსდგარიყო. გოგონამ თავისი დაუვიწყარი შესრულებით ყველა მოხიბლა და იგი კონსერვატორიის დრამწრეში მიიღეს. რამდენიმე წლის შემდეგ, სარა უკვე მზად იყო დიდ სცენაზე გამოსასვლელად. მისმა პირველმა სპექტაკლმა წარუმატებლად ჩაიარა, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ იყო...
სარა ბერნჰარდტი-ყველა დროის საუკეთესო მსახიობი ქალი
სარა არ იყო გამორჩეულად ლამაზი, მაგრამ მას ჰქონდა განსაკუთრებული შარმი, რისი საშუალებითაც უამრავი მამაკაცის გული დაიპყრო. მსახიობი 22 წლის იყო, როდესაც ვაჟი, მორისი შეეძინა. დედამისის მსგავსად, არც სარა დაქორწინებულა ბავშვის მამაზე. ვაჟის დაბადების შემდეგ, ბერნჰარდტმა უფრო აქტიურად განაგრძო თეატრში მოღვაწეობა და ხალხის სიყვარულიც დაიმსახურა.
სარა ბერნჰარდტი-ყველა დროის საუკეთესო მსახიობი ქალი
სარამ მთელს ევროპაში გაითქვა სახელი. იგი ბევრს მოგზაურობდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დადგმებში. თაყვანისმცემლებმა მას ქალღმერთი სარა უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ბერნჰარდტს ბევრი უცნაური თვისება ახასიათებდა. მას უყვარდა მამაკაცის როლების შესრულება და ეძინა კუბოში, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა. მისი თქმით, მას ეს სიკვდილის სცენების ბუნებრივად განსახიერებაში ეხმარებოდა. მართლაც, ვერავინ თამაშობდა პერსონაჟის სიკვდილს ისე, როგორც სარა.
სარა ბერნჰარდტი-ყველა დროის საუკეთესო მსახიობი ქალი
ბერნჰარდტი არ ჰგავდა სხვა მსახიობებს. ასაკი გავლენას ვერ ახდენდა მის შეუდარებელ თამაშზე.

იგი 64 წლის იყო, როდესაც 19 წლის ჟანა დ'არკის როლი შეასრულა. მოგვიანებით, მსახიობმა ფეხის ტრავმა მიიღო და არასწორი მკურნალობის გამო, მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. სარა არც მაშინ დანებებულა და თამაშს ინვალიდის სავარძელში მჯდომი განაგრძობდა. სცენის უბადლო ვარსკვლავი 1923 წელს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იმ კუბოში დამარხეს, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა.
სარა ბერნჰარდტი-ყველა დროის საუკეთესო მსახიობი ქალი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

10


  • Hermione...♥ თქვა:
    30 აგვისტო 2012 20:44 - ID: 10,
    Marriiiammiii,
    mari.mr,
    ძალიან დიდი მადლობა love მიხარია, რომ მოგეწონათ feel

    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • mari.mr თქვა:
    30 აგვისტო 2012 15:14 - ID: 9,
    იგი იმ კუბოში დამარხეს, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა-ვაიმეე რამდენი ვიცინეეე wink რა მაგარი ქალი ყოფილა lol ნიუსიი love

  • Marriiiammiii თქვა:
    30 აგვისტო 2012 13:55 - ID: 8,
    ავტორ ამ ბოლო დროს ვუყურებ შენს სიახლეებს და აი მართლა ძალიან მომწონს love ეს სიახლეც ასევე მართლაც კარგი იყო...

  • Hermione...♥ თქვა:
    30 აგვისტო 2012 10:16 - ID: 7,
    Lucy,
    anano-anano,
    I LOVE BS,
    -Diana-,
    უღრმესი მადლობა love
    shakira-gvancaa,
    მანდ სძინავს ან მკვდარს თამაშობს tongue
    anuka-gaga,
    უკვე კანდიდატი ვარ love მადლობა მხარდაჭერისთვის feel
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • -Diana- თქვა:
    29 აგვისტო 2012 23:11 - ID: 6,
    - აი ხო ვამბობ უმაგრესი ხარ თქო თიკა love ძაან საინტერესო ნიუსია love




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • beauty queen თქვა:
    29 აგვისტო 2012 22:08 - ID: 5,
    საინტერესო იყო..
    აშკარად ფსიქიკასთან რაღაც პრობლემები ჰქონდა... winked
    დედამისი კიდევ მოსაკლავი იყო. ესეთ დედებს რა ვუთხარი fellow

  • spy თქვა:
    29 აგვისტო 2012 21:59 - ID: 4,
    ამ კუბოში რომ წევს რაა 78 წლისაა? belay

  • anuka-gaga თქვა:
    29 აგვისტო 2012 21:54 - ID: 3,
    თიკაა, როგორ ველოდები შენს გაკანდიდატებას winked love

  • anano-anano თქვა:
    29 აგვისტო 2012 21:37 - ID: 2,
    ვაააააა belay კაი ნიუსი იყო :))

  • ANGEL თქვა:
    29 აგვისტო 2012 21:22 - ID: 1,
    დავიშოკე. რა შერეკილი გენია ყოფილა
    "5 წლის ასაკში სარა ფანჯრიდან გადახტა", "64 წლის იყო, როდესაც 19 წლის ჟანა დ'არკის როლი შეასრულა" და კუბოოო? :||

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top