;
29 აგვისტო 2012      AnnieMargaret     23 კომენტარი     ნანახია 6660-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ეს წელი დაძაბული აღმოჩნდა ვარსკვლავური წყვილებისათვის. დაწყებული კეტი პერითა და რასელ ბრენდით, ჰეიდი კლუმითა და სილით, ასევე დემი მურითა და ეშტონ კატჩერით და საბოლოოდ ტომ კრუზითა და ქეით ჰოლმსით - ჩვენს დროში მდიდართა სასიყვარულო ურთიერთობები ერთი მეორის მიყოლებით იმსხვრევა. მიუხედავად ამისა არსებობს ზოგიერთი წყვილი, როგორც ჰოლივუდში ასევე მის გარეთ, რომლებიც არა მხოლოდ ინარჩუნებენ მყარ ურთიერთობას, არამედ ერთად, მხიარულად მიუყვებიან გზას ბანკისაკენ.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები

მაგალითად, ბიონსე ნოულსი და ჯეი-ზი. შარშანდელ სიაში ისინი მეორე ადგილს იკავებდნენ, მაგრამ წელს უკვე პირველ ადგილას გადმოინაცვლეს. ბიონსემ ცოტა შესვენება გააკეთა მისი დაძაბული გრაფიკიდან, რათა გაეჩინა მისი გოგონა ბლუ აივი კარტერი. მომღერალი კვლავაც ახერხებს დიდი შემოსავლების მიღებას ძველი ჰიტებიდან. გარდა ამისა, მომღერლის ახალი ალბომი გახდა პლატინის შეერთებულ შტატებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მის არამუსიკალურ შემოსავლებზე. ამ ყველაფერმა ბიონსეს 2011 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 1 მაისამდე გამოუმუშავა 40 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება, მის მუსიკალურ მეორე ნახევარს, იგი დიდად არ ჩამორჩება თავის ცოლს. ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავმა მილიონები გამოიმუშავა მის მეგობარ კენიე უესტთან მუსიკალური თანამშრომლობით (Watch the Throne) და კიდევ უფრო მეტი მორიგი ტურით, რომელიც მან ჩაატარა. ამას დავუმატოთ, არამუსიკალური შემოსავლები ისეთი კომპანიებისაგან როგორებიცაა სარეკლამო ფირმა და კოსმეტიკის კომპანია Carol’s Daughter და შედეგი არის გასაოცარი -38 მილიონი დოლარი, რომელიც მან შეჰმატა ოჯახს 12 თვის განმავლობაში. საბოლოოდ, კი წყვილის საერთო შემოსავალი გამოვიდა 78 მილიონი დოლარი და მათ ღირსეული პირველი ადგილი დაიჭირეს ამ სიაში.


მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები


მეორე ადგილს სიაში იჭერენ შარშანდელი გამარჯვებულები ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი. 32 წლის სუპერმოდელი რჩება დაუმარცხებელი ძალა მოდის ინდუსტრიაში, იგი მოდელობითა და სხვადასხვა შემოსავლებით ახერხებს 45 მილიონი დოლარის გამომუშავებას წელიწადში. მეორეს მხრივ ბრედმა, რომელიც გახდა მეორე კუოტერბეკი ჯონ ელვეის შემდეგ, მის გუნდს მოუტანა 5 სუპერ თასი და დამარცხდა მხოლოდ New York Giants- თან და ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა მოეგო fourth ring.

თუმცა, არ „შეგეცოდოთ“ ტომი. გარდა მისი 4-წლიანი 72 მილიონ დოლარიანი კონტრაქტისა New England Patriots-თან (კონტრაქტი გრძელდება 2014 წლამდე) იგი ასევე მიჰყვება მისი ცოლის გზას და ხელს აწერს სამოდელო კონტრაქტებს Armour-ისა და UGG Boots-ისთვის. ფეხბურთის მოედანზე და მის გარეთ მან შეძლო დაეგროვებინა 27 მილიონი დოლარი. სულ წყვილს კი აქვს 72 მილიონი დოლარი გამომუშავებული ერთი წლის განმავლობაში და ამჯერად ისინი მეორე ადგილს დასჯერდნენ.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები


ინგლისის მეორე „სამეფო“ წყვილი დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები იკავებენ მესამე ადგილს ჩვენს სიაში. დევიდი კვლავაც მედგრად ცდილობს ამერიკაში პოპულარული გახადოს ფეხბურთი და მან გააგრძელა კონტრაქტი Los Angeles Galaxy of MLS-სთან იანვარში კიდევ ორი წლის ვადით. ის რეკლამირებას უწევს ისეთ ცნობილ კომპანიებს როგორებიცაა Burger King, Sainsbury’s და Samsung. როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, იგი გამოიმუშავებს 46 მილიონ დოლარს. ასევე მისის ბეკჰემიც ცდილობს არ ჩარმორჩეს თავის მეუღლეს საკუთარი მოდის ხაზის მეშვეობით. მისი ტანსაცმელლი წარმატებით იყიდება. ვიქტორია მოდის ხაზიდან და ასევე სხვადასხვა შემოსავლებით ახერხებს ქმრის მიერ შემოტანილ ქონებას საკუთარი „მოკრძალებული“ 8 მილიონი დაუმატოს წელიწადში. ეს ყოველივე კი ბეკჰემების წლიურ შემოსავალს 54 მილიონ დოლარამდე ზრდის.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები


ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი მრავალშვილიანი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ახერხებენ მეოთხე ადგილის დაკავებას სიაში, ერთიანი 45 მილიონი დოლარის შემოსავლით წელიწადში. პიტმა მოახერხა კიდევ ერთი ოსკარის ნომინაციის მიღება მისი როლისათვის ფილმში Moneyball, მაგრამ მაინც ყველაზე შთამბეჭდავი ახალი ამბავი მისი და ანჯელინას მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქორწინების გადაწყვეტა იყო. ტაბლოიდების საყვარელმა ვარსკვლავმა ერთი წლის განმავლობაში 25 მილიონი დოლარის მოგროვება მოახერხა. მისი მეორე ნახევარი, ანჯელინა კი 20 მილიონს დასჯერდა, რომელიც გამოიმუშავა სხვადასხვა ფილმებითა და სარეკლამო კამპანიებით (მათ შორის, Louis Vuitton)

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები


ბოლო მეხუთე ადგილას კი კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი უილ სმიტი და მისი მეუღლე ასევე მსახიობი ჯადა პინკეტ სმიტი გავიდა. უილმა პატარა შესვენება გააკეთა, მაგრამ დიდ ეკრანებზე ტრიუმფალურად დაბრუნდა, მთავარი როლი შეასრულა ფილმში Men in Black 3 (box office: $619 მილიონი დოლარი) და ასევე After Earth, რომელშიც ასევე მისი ვაჟი ჯადენი მონაწილეობს. სმიტი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. მან შეძლო ერთი წლის მანძილზე 30 მილიონი დოლარის გამომუშავება.

ჯადასაც ასევე კარგი წელი ჰქონდა, ძირითადად მისი როლით ფილმზე Madagascar 3: Europe’s Most Wanted, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 500 მილიონი დოლარის მოგროვება მოახერხა. იგი ერთ-ერთია იმ ცნობილი ადამიანებიდან, რომლებმაც ჩადეს ინვესტიცია სილამაზის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში Carol’s Daughter, ჯადა ასევე იყო ბრენდის სპიკერი. მისმა გამომუშავებულმა თანხამ ამ წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი შედგინა. სმიტების საერთო ქონება კი ჯამში 40 მილიონით გაიზარდა ერთი წლის მანძილზე.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილები

ეს რაც შეეხებოდა საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებს, თუმცა ალბათ გაცილებით მაღალშემოსავლიანი წყვილები საკუთარი სურვილითვე ჩრდილში რჩებიან.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

23


  • Ana smiley თქვა:
    2 სექტემბერი 2012 18:37 - ID: 23,
    ბექემებიიიი love
    ბრედი და ენჯიიი love

  • Anna8Iniesta❤ თქვა:
    2 სექტემბერი 2012 12:13 - ID: 22,
    ანჯელინა , ბრედი... სამარადჟამოდ.. მიმიქარავს დანარჩენი ყველა love

  • Maryyy თქვა:
    31 აგვისტო 2012 01:46 - ID: 20,
    ენჯი და ბრედიიი love

  • 4evar თქვა:
    30 აგვისტო 2012 22:51 - ID: 19,
    ენჯი და ბრედი love

  • Mari.♫ თქვა:
    30 აგვისტო 2012 20:48 - ID: 18,
    აუ ვერ ვიტან ამ მაკაკა ჯეიზის და ბიონსეს ბლიად :X
    ბექჰემებიიი love

  • LoSa♥ თქვა:
    30 აგვისტო 2012 17:02 - ID: 17,
    ბიბი და ჯაიზიიიიი ვგიჯდები ამათზეეეეეეეეეეეეეეეე

  • Puws Up თქვა:
    30 აგვისტო 2012 16:54 - ID: 16,
    ბიონსე ხოო მაგრამ ჯეიზის ვერ ვიტან laughing
    და ჩემი აზრით საშინელი წყვილია. ანუ ბიონსესთან რომ არ იყოს ეს ჯეიზი და ბი სხვასთან რომ იყოს კიდევ ხოო
    რამ აარჩევინა ეს კაცი no belay

  • mari.mr თქვა:
    30 აგვისტო 2012 15:08 - ID: 15,
    ბექჰემები love

  • Marriiiammiii თქვა:
    30 აგვისტო 2012 14:06 - ID: 14,
    ეჰჰჰ ერთი მილიონი მომცა რათ მინდა 78 lol

  • Tamtabera თქვა:
    30 აგვისტო 2012 13:18 - ID: 13,
    მერე მე რა? wink

  • JS თქვა:
    30 აგვისტო 2012 12:09 - ID: 12,
    smithebi smithbei smithebi love

  • Nina√ თქვა:
    30 აგვისტო 2012 10:25 - ID: 11,
    ჯეი-ზი სუფთაა მაიმუნიი ვერ ვიტაან ვერც ბინსეეს

  • Smiley :) თქვა:
    30 აგვისტო 2012 09:59 - ID: 10,
    ბიონსე და ენჯი <3

  • knach თქვა:
    30 აგვისტო 2012 09:38 - ID: 9,
    anjelina pitiiiii <3 mudam <3

  • tako_takunebi თქვა:
    30 აგვისტო 2012 01:04 - ID: 8,
    2 უსრათსი ბიონსეს რა მაგარი კაბა აცვიაა ცუდად ვარ wassat

  • Nii♥ თქვა:
    30 აგვისტო 2012 00:18 - ID: 7,
    ბრენჯელინა <333333333333333333
    აი ჟიზელს რა ქმარიი ყავს ტოო ცოლს ჯობია დაჟეე

  • tamo თქვა:
    29 აგვისტო 2012 23:22 - ID: 6,
    ვაიმე ჟიელის ქმარი რატოაა ესეთI ??? ვაიმეე :XXX

  • .sweet. თქვა:
    29 აგვისტო 2012 23:18 - ID: 5,
    ჯეიზის დალეწვის სურვილი დავიჯერო მარტო მე მაქვს? lol ენჯი და ბრედი love

  • -Diana- თქვა:
    29 აგვისტო 2012 23:08 - ID: 4,
    - ყველა ძალიან მიყვარს love




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top